სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 3 2026, 01:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან ასკვნიან, რომ პავლე მოციქული გარეგნობით შეუხედავი და ტანით პატარა კაცი იყო.
მაგრამ არავის დაუტოვებია ისეთი დაწვრილებითი აღწერა პავლესი, როგორც ეს ნიკიფორე კალისტემ გააკეთა. "პავლე, - ამბობს იგი, - ტანად დაბალი იყო, წელში ოდნავ მოხრილი, სუფთა სახის, თუმცა მასზე ხნე ასაკი აისახეობდა, თავზე სიქაჩლე ჰქონდა, თვალებში სიამოვნება უციმციმებდა, წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და გვერდზე გაქცეული, ცხვირი - მოგრძო და ლამაზკეხიანი, გრძელ წვერში ალაგ-ალაგ ჭაღარა ჰქონდა გამორეული, როგორც თმაში". პორტრეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგი დაწერილია მოციქულის სიკვდილიდან 13 საუკუნის შემდეგ, და არ არის ცნობილი - რომელ წყაროზე დაყრდნობით. თუკი პავლე მოციქული ტანად მართლად დაბალი იყო, მაშინ მასზე გამართლდა აზრი, რომ პატარა ტანში არცთუ იშვიათად დიდი სული ბინადრობს". /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ "წმინდა იოანე ოქროპირი, ღვთის ეს დაუდუმებელი საყვირი გვაუწყებს, რომ შეუძლებელია, პავლეს ეპისტოლეები გაიგო, თუ მისი პიროვნება, მისი ხასიათი არ შეიცანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 12 2026, 06:22 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არც ერთ მოციქულს არ დაუტოვებია იმდენი წერილი, რამდენიც პავლემ დაგვიტოვა. მისი თოთხმეტი ეპისტოლე ყოველთვის იყო ეკლესიაში აღიარებული, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების წყარო.
ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოების გამო ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს სხვა ავტორებს მიაწერდნენ, თუმცა, უნდა ითქვას, არასაკმარისი დასაბუთებით. სხვა ეპისტოლეებთან დაკავშირებით კამათი არასდროს ყოფილა. ძველი დროის ერეტიკოსები, განგმირულნი იმ ჭეშმარიტებით, რასაც ის ეპისტოლენი გადმოსცემენ, ცდილობდნენ, შეერყვნათ ზოგიერთი ადგილი, მაგრამ ისინი მყისვე იქნენ შემჩნეულნი და მხილებულნი, ამიტომ ოდნავადაც ვერ დააზიანეს პავლეს ეპისტოლის შინაარსი" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine წმინდა პავლე მიციქული და მისი ეპისტოლეები Apr 3 2026, 01:16 PM
marine "პავლე უბიწო ცხოვ... Apr 5 2026, 06:55 PM
marine "როდესაც მის ეპის... Apr 11 2026, 07:17 PM
marine "პავლეს სიკვდილი... Apr 11 2026, 07:51 PM
marine პავლეს პირველი ტყვ... Apr 13 2026, 03:33 PM
marine "ცხადია, დედამიწა... May 5 2026, 08:38 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2026 - 11:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი