სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Aug 30 2024, 07:43 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,020 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და კვლავ ნეტარია დამარცხებულიც, მაგრამ ვინ არის ასეთი? ის ვინც მსგავსია მარიამ მეგვიპტელისა, რომელმაც ამქვეყნისეული სიძვით დამარცხებულმა მეძავეობაში დაჰყო 17 წელი, მერე კი ამდენივე წელი უდაბნოში ღვთისადმი ისეთივე სინანულში გაატარა - დავითივით ანდა მანასესავით კი არა, და არც უდაბნოს ასკეტებივით, არამედ - ისე, როგროც არავინ სხვამ. და ისეთი სინანული აჩვენა ღმერთს, რომ იქცა ეგვიპტის მანათობელად!"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ https://www.orthodoxy.ge/skhva/gelashvili_mariam.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 25 2026, 08:34 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,020 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გილოცავთ დიდი მარხვის მეხუთე კვირას - ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენებას. ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის წმინდა ეკლესიის მიერ, თუ რა დიდი სიკეთეა ჩადებული ადამიანის ბუნებაში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია საიდუმლოდ დაფარული ყოველ ადამიანში.
თქვენ იცით, მარიამ ეგვიპტელი თავადაპირველად არაწმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ შეინანა. რა არის სინანული? ეს არის აზროვნების, ცხოვრების, ცხოვრების მთელი მიმართულების ცვლილება! და აი, მარიამ ეგვიპტელი ისე შეიცვალა, ისეთი ცვლილება მოხდა მასში, რომ ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიგებთ, მდინარე იორდანეზე ფეხით დადიოდა და ლოცვისას ჰაერში იწეოდა. აი, ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში! რა ცვლილებაა ეს? ის გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა ცხოვრებაში. რა არის სიწმინდე? ეს არ არის მხოლოდ ხორციელი ვნებისა და სიძვის დამარცხება; ეს არ არის ჯერ კიდევ საკმარისი სიწმინდისთვის, არამედ სიწმინდე არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი ძალები, მშვინვიერი, ფიზიკური - მიმართულია ღმერთისკენ, გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. და სულიწმიდა შემოდის ადამიანში, განწმენდს, განასულიერებს მას - ე.ი. ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ადამიანში. ამრიგად, როდესაც სიწმინდეზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ვსაუბრობთ სულიწმიდასა და მის მოქმედებაზე" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ღირსი მარიამ მეგვიპტელი Aug 30 2024, 07:43 PM
marine "ღირსი პავლე, რომ... Sep 7 2024, 08:30 PM
marine "ძალიან ახალგაზრ... Dec 12 2024, 06:12 PM
marine "ცოდვილი გულისსი... Mar 21 2025, 03:42 PM
marine "წმინდა მარიამმა ... May 10 2025, 06:00 PM
marine "ღირსმა მარიამ ეგ... May 15 2025, 09:18 PM
marine "...ეჰ, მამებო, უდაბ... Jun 9 2025, 09:52 PM
marine "მარიამ ეგვიპტელ... Jun 14 2025, 07:08 PM
marine "მარიამ მეგვიპტე... Jul 6 2025, 06:18 PM
marine "მეუდაბნოე მამა [... Sep 3 2025, 09:35 PM
marine "აღსანიშნავია ის... Sep 7 2025, 07:13 PM
marine "ღირსი მარიამ მეგ... Jan 20 2026, 07:34 PM
marine "მარიამ მეგვიპტე... Feb 18 2026, 07:14 PM
marine "დიდი მარხვის V კვ... Mar 26 2026, 08:24 PM
marine "[თამარ მეფის] იამ... Apr 18 2026, 02:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2026 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი