სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| †სერგი† |
Jan 27 2014, 09:46 AM
პოსტი
#1
|
![]() უბრალოდ სერგი ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)
14 (27) იანვარი კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა. იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“. ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“. თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში. საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა . წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა. წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს). წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. წმ.ნინოს ცხოვრების ვრცელი ვერსია |
![]() ![]() |
| marine |
Apr 29 2026, 04:30 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,020 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოციქულებისა და წმიდა ნინოს საქართველოში შემობრძანების შემდეგ, უხეში კერპთაყვანისცემის ეპოქა სრულდება. ეს ისტორიული მოვლენა წმიდა ნინოს ცხოვრების აღწერისას შემდეგნაირად გადმოგვცა არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი):
ექვს აგვისტოს, ახალ წელს და არმაზობას - კერპთაყვანისმცემლობის მთავარ დღესასწაულზე - წმინდა ნინომ არმაზის კერპი შემუსრა, როგორც წმიდა გიორგიმ - ურჩხული. ლოცვის ძალამ განგმირა ურჩხული, ხოლო არმაზის კერპი დასცა და ნამსხვრევებად აქცია. ეს დღე წმიდა ნინომ ახალი - ქრისტიანული ხანის დასაბამად აქცია ქართველი ხალხისთვის. მცხეთა სადღესასწაულო ყიჟინით, საზეიმო პროცესიით და არმაზის კერპის პატივსაცემად დანთებული ცეცხლით გაჩირაღდნებული შეხვდა წმიდა ნინოს. წარმართები ყოველი თვის პირველ დღეს არმაზს სწირავდნენ, მაგრამ ახალი წლის დასაწყისი განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, ფარნავაზ მეფემ ციხე-სიმაგრე და წარმართული ტაძარი ააგო, რომელსაც არმაზი ეწოდებოდა. მარცხნივ, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მთის წვერზე ზოროასტრელთა ღვთაების კერპები იდგა, რომლებიც ლითონისაგან იყო გამოჭედილი და ძვირფასი თვლებით მორთული. ერთ მათგანს ხმალი მოეღერებინა და ისე დაჰყურებდა მცხეთას, როგორც დამპყრობელი ათვალიერებს ქალაქს ციხე-სიმაგრის სიმაღლიდან. წმიდა ნინომ მუხლი მოიყარა და ილოცა, რათა უფალს თავისი ძალა გარდმოევლინა და კერპები დაემსხვრია, მსგავსად იმისა, მემფისის კერპები რომ შეიძრა და დაემხო, როცა ღვთისმშობელმა ყრმა იესოსთან ერთად ქალაქის კარიბჭის ზღურბლზე გადააბიჯა. მოხდა სასწაული. ქარიშხალი ამოვარდა. ჰორიზონტზე ღრუბელი მოიყარა. ზეცამ თითქოს წარბები შეკრა. ღრუბლები შავი ყინულებივით მიცურავდნენ მცხეთის თავზე. რიჟრაჟი და ამომავალი მზის ნათელი ბინდ-ბუნდით შეიცვალა, დრო თითქოს უკან დაბრუნდა და კვლავ დაღამდა. ელვამ ღრუბლები გააპო. ისე დაიგრგვინა, გეგონებოდათ, მიწა იძრა. ქარბორბალამ არმაზის კერპი ხევში ჩალეწა, როგორც რაინდი ტყორცნის შუბს და თავის მეტოქეს ცხენიდან აგდებს. სეტყვანარევი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გეგონებოდათ, საალყო მანქანები ისროდნენ ქვებს ქალაქში. არაგვმა ქაფი მოიგდო და თითქოს ადუღდა. ტალღები ყალყზე დგებოდნენ და მთის მწვერვალამდე აღწევას ლამობდნენ. ცოტაც, და მდინარეები წალეკავდნენ მცხეთას და თავიანთ მორევში ჩაძირავდნენ. ელდანაცემი ხალხი სახლებში გარბოდა. ქალაქი აკლდამასავით დაცარიელდა. ჭექა-ქუხილი ისევე სწრაფად შეწყდა, როგორც დაიწყო. გრიგალისაგან გაწმენდილ და წვიმით განბანილ ცაზე კვლავ გამოანათა მზემ. მთის მწვერვალზე უკვე აღარ მოჩანდნენ კერპები, წმინდა ნინომ თითქოს მტრის დროშა ჩამოაგდო აკროპოლისის კედლებიდან. ქუხილსა და გრიგალში, თავისმომჭრელ ელვათა კრთომაში გადაიშალა პირველი ფურცელი საქართველოს ქრისტიანული მატიანისა, რომელიც ისევე დიდებულია, როგორც კავკასიონის ბუნება" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
†სერგი† წმიდა ნინო Jan 27 2014, 09:46 AM
G_saxva გილოცავთ ყველას. მ... Jan 27 2014, 09:50 AM
A.V.M †სერგი†
ჯიგარი ხარ... Jan 28 2014, 04:55 PM
marine "თანდათანობით ჯა... Jun 6 2018, 11:30 AM
marine "ელენე (48 წლის): - წმ... Jul 6 2018, 05:17 PM
marine -----
"თეოფილაქტე რუ... Jan 29 2019, 11:40 AM
marine "პირველ რამდენიმ... Feb 11 2019, 07:25 PM
marine --------------------------
"დღეს ... Jun 26 2019, 08:36 PM
marine "ნიკოლოზ გულაბერ... Jun 26 2019, 08:52 PM
marine "დღეს ყოველი ქართ... Jul 3 2019, 04:41 PM
marine "ზოგიერთი მკვლევ... Jul 5 2019, 01:46 PM
marine --------------------------
"ყურად... Jul 9 2019, 05:41 PM
marine "ქართული წყაროებ... Aug 16 2019, 08:31 PM
marine "IV ს-ის დასაწყისში... Sep 4 2019, 12:39 PM
marine "წმ. ნინოს დროს მო... Sep 22 2019, 04:45 PM
marine "განუზომლად დიდი... Oct 11 2019, 08:36 PM
marine "ყველას გილოცავთ ... Apr 7 2020, 09:52 PM
marine "კვართის საქართვ... Aug 3 2020, 07:23 PM
marine "მირიან მეფემ მოა... Jan 15 2021, 08:12 PM
marine "დეკალოგია - (ბერძ.... Jan 18 2021, 05:11 PM
marine "ბოდბის მონასტერ... Jan 18 2021, 05:32 PM
marine "იმ წმინდა ადგილს... May 19 2021, 08:38 PM
marine წმინდა ნინო
ქართლ... Jun 29 2021, 04:04 PM
marine "მოწესრიგდა წმ. ნ... Jan 29 2022, 12:28 PM
marine "მის [კათალიკოს-პ... Feb 13 2022, 01:39 PM
marine "ქართული კულტური... Feb 26 2022, 09:15 PM
marine "წმინდა ნინოს მოღ... Feb 28 2022, 03:02 PM
marine "ჰერეთში ქრისტია... Feb 28 2022, 05:52 PM
marine "წმინდა ნინოს ჯვა... Apr 13 2022, 09:18 PM
marine "იმის აღნიშვნაც ა... Jun 18 2022, 05:48 PM
marine "წმინდა ნინო იყო ... Jul 6 2022, 10:02 PM
marine "ქრისტიანობის გა... Aug 18 2022, 05:36 PM
marine "ქართლში ნინოს სა... Aug 18 2022, 05:54 PM
marine "ქართველი ერი ჭეშ... Oct 29 2022, 09:54 PM
marine "საჭირო იყო ქრისტ... Dec 3 2022, 08:37 PM
marine "წმინდა გიორგის დ... Dec 3 2022, 09:30 PM
marine წმ. ნინო კაპადოკიე... Dec 7 2022, 07:27 PM
marine "წმინდა ნინომ, რო... Dec 28 2022, 05:25 PM
marine "კათოლიკური სამყ... Dec 28 2022, 05:48 PM
marine "წმინდა ნინოს ნაფ... Jan 3 2023, 05:19 PM
marine "წმინდა ნინოს წყა... Jul 19 2023, 08:28 PM
marine "წმინდა ნინო განს... Feb 29 2024, 03:59 PM
marine " - 7 წლის ასაკში რო... Jul 23 2024, 06:17 PM
marine "თხოთის წმინდა მთ... Nov 10 2024, 06:17 PM
marine "წმიდა ნინოსთან ე... Jun 5 2025, 07:58 PM
marine "წმინდა ნინოს საქ... Aug 16 2025, 10:35 AM
marine "ღმერთმა არ მოუშა... Aug 18 2025, 08:27 PM
marine "თავის დროს ებრაე... Aug 20 2025, 07:18 PM
marine ნინო
"სხვა ვინ გვ... Nov 7 2025, 05:37 PM
marine ნინო ვარ - რჩეული!
... Dec 27 2025, 09:01 PM
marine "სახლში გამუდმებ... Mar 1 2026, 12:05 PM
marine "თორმეტ წელს მიღწ... Mar 11 2026, 03:53 PM
marine "წმინდა ნინოს ცხო... Mar 15 2026, 05:15 PM
marine "პ. იოსელიანის ცნ... Apr 9 2026, 06:13 PM
marine "[ამა წლის] 5 მარტს, ... Apr 23 2026, 06:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2026 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი