IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ა ნ გ ა რ ე ბ ა, მრავალი ადამიანის კერპი
marine
პოსტი Apr 30 2026, 06:24 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,091
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვერცხლისმოყვარეობის მონათესავე ვნება, რომელიც ასევე კერპად იქცა მრავალი ადამიანისათვის, არის ანგარება. ეს, ისეთი ვნებაა, რომელსაც კაცი შინაგანად ამბობს: "მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს". წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: "ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებასაც - ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში. პირადი სარგებელი, პირადი ინტერესი - ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს. თუკი ეს სარგებლიანი იქნება, ყველაზე რთულ თანამდებობას აირჩევს. თუკი ის სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანი იქნება, ყველანაირ შრომას შეეჭიდება, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ნახოს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი. მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს მას ჩინებულობა და ფუფუნება. საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 4 2026, 03:17 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,091
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვა წერილში წმ. ალექსი ბერი ერთმანეთს ადარებს ანგარებასა და მის საპირისპირო სათნოებას - უპოვარებას: "ჰოი, რაბამი, განყოფილება არს შორის ანგართა და უპოვართა! იგი განაბნევს და ეგე შეკრებს მისგან განბნეულსა; იგი ძულობს და ეგე იყვარებს; მას ზღვევად შეურაცხიეს და ამას ცხოვრებად; იგი მწუხარე არს მიღებისათვის და ესე მხიარული; მას არცა თავისი ქონება უნდა თავისთვის, ხოლო ეგე სხვისასაც იტაცებს და ცდილობს მოხვეჭად; მას სიგლახაკე და იწროება შეურაცხიეს ნეტარებად, ხოლო ამას განცხრომა და პატივი ცხოვრებად. უპოვარი არა იბრძვის ნივთათვის, უკეთუ ყოველი ცხოვრება მოუღო მას; ხოლო ანგარი ერთისა ნემისასთვის იბრძვის. უპოვარი სიგლახაკითა მისითა იუნჯებს ცათა შინა დიდსა დიდებასა, ხოლო ანგარი შეკრებითა მისითა განვარდნილ არს სასუფევლისაგან. ლოცვა უპოვარისა არს სიყვარული მეუფისა, ხოლო ლოცვა ანგარისა არს სიყვარული ვერცხლისა. გული უპოვარისა მდიდარ არს ღვთისათანა ყოფითა, ხოლო გული ანგარისა ღარიბ არს გაუმაძღრობითა. სული უპოვარისა ცად ჰფრინავს სიმსუბუქითა, ხოლო სული ანგარისა დაგესლებულ არს მძიმე სენითა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2026 - 05:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი