სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Mar 4 2026, 04:43 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,108 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხელოვნება მართლაა ღვთის სუნთქვა. წლები და ჟამები გაივლიან და მხოლოდ ხელოვანის საქმე გაგრძნობინებს მარადისობას. ჩემ შემოქმედებაზე არ ვამბობ ამას, მაგრამ ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში ისე ცოცხლად ზემოქმედებს ადამიანებზე, ყველა საზღვარს ისე იოლად გადალახავს, არ სჭირდება არანაირი ახსნა განმარტება, უყურებ და გატყვევებს.
ჩემი მეუღლე ინტერესით და სიამოვნებით აგროვებს ძველი ხელოვნების ნიმუშებს. ეს მისი გატაცებაა. ამიტომ ოჯახში ორიათას წელზე მეტი ხნის წინ ჩაძირული ჩინური ხომალდიდან ამოტანილი რამდენიმე თეფში გვაქვს, ასევე გვაქვს სხვადასხვა დინასტიის და სკოლის ძველი ჩინური კერამიკის ნიმუშებიც. ვუყურებ მათ და ვრწმუნდები, რომ ერთადერთი ნამდვილი - ხელოვნებაა, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს დრო... რომელიც მუდმივად კეთილად მოქმედებს ადამიანის სულზე და მას ბედნიერებით ავსებს. ნეტა მას, ვისი ფუნჯის ერთი მონასმიც, ვისი ლექსის ერთი სტროფიც, ვისი მელოდიის ერთი ფრაზაც ასე შერჩება დროს და ადამიანები უკვდავების რწმუნებად მიიჩნევენ" /დალი ანთიძე-ციმერმანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
May 6 2026, 03:52 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,108 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტებასთან, გონიერებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელოვნება და კულტურა უძველესი დროიდან იწოდება "ხალხის მასწავლებლად" (მარტენსენი). ის პირდაპირ არ გვასწავლის, მაგრამ მხატვრული ფორმების მეშვეობით გვიჩვენებს ჭეშმარიტებას. ის, როგორც ხილული აღქმის საგანი, გაცილებით უფრო იოლად აღწევს სულში, ვიდრე მეცნიერება.
მთავარეპისკოპოს ამბროსი ხარკოველის თქმით, "ხელოვნება - მშვინვიერი მოღვაწეობის საგანია. ის სილამაზისა და მშვენიერების ესთეტიკური აღქმით იზიდავს ადამიანს ჭეშმარიტებისაკენ. მაცხოვრის სიტყვისამებრ, მხოლოდ ჭეშმარიტებას ძალუძს გაათავისუფლოს კაცობრიობა ცდომილებისა და ნაკლოვანებებისაგან" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა Mar 4 2026, 04:43 PM
marine "ხელოვანი თავის კ... Mar 4 2026, 06:24 PM
marine "თანამედროვე სამ... May 3 2026, 08:01 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2026 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი