ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
Apr 30 2007, 02:36 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა ??????????????????????????????????????? როგორც ჩანს კარგად ვერ გადმოვეცი რის თქმაც მინდოდა, რამაც ამდენი კითხვა გაგიჩინათ. აქ ვგულისხმობდი იმას, რომ ბრმად მოსმენა და მორჩილება ვინც არ უნდა იყო შენ, არ ვარგა და არაფერში გამოგადგება. თითოეულ ადამიანს საკუთარი რწმენა უნდა გააჩნდეს და ამ რწმენაზე პირადად არის და იქნება კიდეც პასუხისმგებელი. ზეცაში როდესაც ხვდება ადამიანი და სასუფეველში შეშვებას მხოლოდ იმიტომ იმსახურებს, როგორც ეს მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ სულიერმა მოძღვარმა უთხრა ასე, ეს არაა სწორი პასუხი. მეგონა გასაგები იქნებოდა. მაგარმ კითხვები ალბათ იმან გაგიჩინათ მამაო რომ ვახსენე მამაო პირობითად ვახსენე (უცებ დამავიწყდა რომელ ფორუმზე ვიყავი ). მსგავსი ხალხი ნებისმიერ ეკლესიაში ბევრია, სამწუხაროდ. ციტატა დულოს, შეეშვი იმას რაც არ იცი კაიროს უფასო რჩევა, ცხოვრებაში გამოგადგება. როდესაც შენთვის რაიმე გაუგებარი იქნება, ხოლმე, (რაც ხშირად ხდება) არსებობს ერთი ჯადოსნური ფრაზა: "რას გულისხმობდით?" შეგიძლია "გეთაყვა"-ც დაამატო. მე რა ვიცი და რა არა, ეს შენ ნამდვილად არ იცი, ამიტომ მკითხაობას თავი დაანებე და თეოლოგიური დიალოგი გაგაგრძელოთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი