IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შენიშვნა
ზებედე
პოსტი Jan 9 2007, 06:58 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



3.მოძღვრის მიერ პასუხის გაცემისთანავე თემა იხურება. თემის დახურვამდე ნებისმიერი მოსაზრების დამატება ისჯება.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეკითხვის ავტორი არ დააკმაყოფილა პასუხმა, მისი აზრით პასუხი ბუნდოვანია ან გაურკვეველი, ან სურს კიდევ უფრო გაიღრმავოს ამ მიმართულებით თავისი ცოდნა, მას უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ პირადი მიმოწერა (PM). ამ მიზნით თემის ხელახლა გახსნა განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" დაუშვებელია.




3. მოძღვრის პასუხით თუ არ არის დაკმაყოფილებული, რატომ ხურავთ თემას? აჯობებს, მოძღვარს ვკითხოთ, და თუ არ ინებებს მეორედ პასუხის გაცემას მერე დახურეთ, იქნებ მოძღვარს მეორედ უფრო ამომწურავი პასუხი აქვს?
გთხოვთ მოგვცეთ მამებთან საუბრის საშუალება, ახლა მაინც გვყავს 2 მოძღვარი, მამებმა გადაწყვიტონ, გასცემენ თუ არა პასუხს მეორედ, მესამედ თუ მეცხრედ. გთხოვთ არ წაშალოთ ეს თემა, და ჩავწეროთ შენიშვნები.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Mama Daviti
პოსტი Apr 30 2007, 05:01 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!


მხევალი ნინო
მარიამი
ზებედე
KAIROS
დათიკო
კანუდოსელი
ქავთარაძე


ჩემო საყვარელო შვილებო ქრისტეში , პასუხის გაცემა დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენადაა დრო, ენერგია და ამ საკითხის მეცნიერული ცოდნა, რადგან ზოგიერთი საკითხი ნამდვილად მოითხოვს სპეციფიურ მეცნიერულ ცოდნას.
რა თქმა უნდა მე მომხრე ვარ, საკითხის ირგვლივ კამათისა და საკითხში ჩაღრმავებისა, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ფორუმმა უნდა გააღვივოს სერიოზული ცოდნის მიღების სურვილი და არა ის, რომ აქ მივიღოთ აკადემიური განათლება- სამწუხაროდ ფორუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება მიუხედავად იმისა, როგორი კეთილი სურვილებიც არ უნდა გვამოძრავებდეს.
თანაც ყოვლისმცოდნეობის შეგრძნება მოძღვარს, ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვისკენ მიდრიკავს, ამიტომ შეგნებით ან შეუგნებლად მოძღვარმა შეიძლება თავი შეიკავოს ზოგიერთი პასუხისაგან. ვიყოთ შვილებო მიმტევებელნი მათ მიმართ.
პასუხები რა თქმა უნდა იქნება და შესაძლებელია დაზუსტებებიც, მაგრამ გთხოვთ ვიყოთ ზომიერნი ერთმანეთის მოყვარულნი და მიმტევებელნი.
..."ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს “... /წმიდა ეფრემ ასური. სიყვარულისათვის./



ქრისტესმიერი სიყვარულით მამა დავითი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 05:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი