ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
Apr 30 2007, 05:14 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა 1)მაინტერესებს სადამდე მიდის თქვენი ნდობის ზღვარი რომ ისინი სახარების მიხედვით მოქმედებდნენ და მათ ყველაფერში ეთანხმებით 12 მოციქული,70 მოციქული,და თუ წმინდა მამებიც ვინ? ჩვენი სწავლება ბიბლიოლოგიაში მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავდება იმით, რომ ვთვლით, რომ უმთავრესი და უპირველესი ავტორიტეტული წერილი ქრისტიანისათვის მხოლოდ ბიბლიაა. თქვენ ასწავლით, რომ წერილი და ტრადიცია თუ გარდამოცემა. მოკლედ აზრი გასაგებია. რას ნიშნავს და რას ვგულისხმობთ ჩვენ ამ დროს? როდესაც გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ ისტორიას და წარსულს, ეს არასწორია და ჩვენი სწავლების უცოდინრობაა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეკლესიის მამების სწავლებას, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს, სწავლებას, ქადაგებას და ა.შ. ვინც არ უნდა წარმოსთქვას იგი, სანამ ის წმიდა წერილს არ ეწინააღმდეგება. როდესაც ასე ვთვლით, უპირატესობას ბიბლიას ვანიჭებთ. წაკითხული გექნებათ კლიმენტის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. იქ ციტატა მოჰყავს დაბადების წიგნიდან, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ბიბლიაში მოცემული აღწერისაგან. ამ შემთხვევაში ბიბლიას ვანიჭებთ უპირატესობას. წმიდა მამების ბიბლიის განმარტებებს იყენებთ, რომლებიც 17, 16 საუკუნეების წინ დაიწერა და მათ განმარტებებსაც განმარტება სჭირდება, რათა გაიგო 21-ე საუკუნის ქრისტიანმა. ეს თუ გაუგებარია, ავხსნი. ბიბლიის გაგება, იმ აზრით რომლიტაც იგი დაიწერა - ესაა ჩვენი უმთავრესი მიზანი. პირველი ამაში უფლის სული გვეხმარება, წმიდა წერილის ავტორი და ჩვენი მასწავლებელი. ღმერთის სიტყვის დამახინჯებას რა სასჯელიც მოსდევს, ღმერთის სიტყვიდანვე ცნობილია. ამიტომ ტავი შეიკავოს სუყველამ, ვინც პროტესტანტს გარდამოცემის შეგნებულად და პრინციპულად უარყოფაში დაადანაშაულებს. არ გვინდა არაფერი დავამატოთ ღმერთის სიტყვას და მის მცნებებს. მაგალითად. ნიკეის რწმენის სიმბოლოები, იგივე ე.წ. აფანასის რწმენის სიმბოლოები-ამათში და კიდევ ბევრში საწინააღმდეგოს ბიბლიასთან ვერაფერს ვხედავთ. ვსწავლობთ და ვასწავლით გარდამოცემას სემინარიებში და იმიტომ კი არა, რომ კამათში გამოვიყენოთ. არა. იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ რას გვასწავლის ღმერთის სიტყვა და რა მცნებებს გადმოგვცემს. ერთ საკითხს მოვიყვან პირადი გამოცდილებიდან მაგალითად, რომელიც ამ ფორუმზეც განიხილება: წმიდანების და ხატების თაყვანისცემა. ერთი რამ გასაგებია, რომ ეს სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში გუშინ და დღეს არ შემოსულა. ამას უკან საუკუნეები და ისტორია უდგას. ბატონი კაიროსის წყალობით ჩვენ გავეცანით როგორ ვიტარდებოდა ეკლესიაში ეს სწავლება საუკუნიდან საუკუნემდე. ეს ისტორიაა და ამაზე კამათს არც აქვს აზრი. წიგნის დაწერაც იყო ნახსენები და ეს მართლაც კარგი აზრია, რომელსაც ეს სატაური მოუხდებოდა "ხატთაყვანისცემის განვითარება ეკლესიაში". ეს დისკუსიაც ამ საკითხის გარშემო დაიწყო არა ბიბლიის პირველი თავებიდან, არამედ ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან. სამება იყო ნახსენები. სამების დოქტრინას ვასწავლით, დაწყებული დაბადების წიგნიდან და დამთავრებული გამოცხადებით, მთელს ბიბლიაში ეს ყველგან ნათლად ჩანს. აფანასეს რწმენის სიმბოლო სამების დოქტრინის შესახებ თითქმის ზეპირად ვიცი; ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული. ავიღოთ ახლა თაყვანისცემა, გარდაცვლილთათვის ლოცვა, შესანდობარი (ზუსტად რა ჰქვია არ ვიცი); კათოკილიკურ ეკლესიაში ფიგურებს ანიჭებენ უპირატესობას, მართლმადიდებლურში ხატებს, ესეც ისტორიულად და კულტურიდან გამომდინარე. ყველა მონაწილისადმი პატივისცემის მიუხედავად, მე ჯერ ბიბლიიდან მოყავნილი კარგი არგუმენტი თუნდაც ერთი, არ მომისმენია. არაკანონიკური წიგნებიდან კი. მაგრამ ამ წიგნს არაკანონიკურიც იმიტომ ეწოდა, რომ ერთერთი მიზეზი სწორედ ეს იყო: ბიბლიასთან განსხვავება სწავლებაში. ციტატა 2)არის თუ არა პროტესტანტიზმში ისეთი ავტორიტეტები რომლებიც გინდაც რამდენიმე საუკუნის წინ იყვნენ და რომლის აზრებსაც და შეხედულებებს წმინდა წერილის განმარტების შესახებ იზიარებენ და ეყრდნობიან პროტესტანტები და იზიარებთ თქვენც? ეს კითხვა წინას უკავშირდება. მიუღებელი მხოლოდ ერთი რამაა: როდესაც ვთვლით, რომ ეწინააღნდეგება ბიბლიას. ავტორიტეტი ერთია: ბიბლია. უარს არ ვიძახით ისტორიიდან იმაზე, რაც მის გაგაბაში გვეხმარება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტორი იყოს პროტესტანტი. ჩემთვის მიუღებელია ზოგი რამ კალვინის სწავლებაში, მაგრამ მისაღებია რაც ტერტულიანემ თქვა და ა.შ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი