გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Iona |
Apr 30 2007, 10:31 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა აღნიშნული საკითხის შესახებ ვესაუბრე სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის ლექტორს მამა გიორგის (საბიაშვილი), სასულიერო აკადემიის დეკანს საეკლესიო სამართლის ლექტორს იღუმენ დოსითეოსს და ასევე კანონისტიც შეეცადა მოეძია გარკვეული ცნობები ამ საკითხის შესახებ. მოკლედ როგორც აღმოჩნდა არანაირი კანონი ინსტრუმენტთა ტაძარში გამოყენების შესახებ არ არსებობს. არის მხოლოდ ტრადიცია მისი არგამოყენებისა ანუ ეს საკითხი მხოლოდ ეკლესიის ტრადიციას ეფუძნება. დადგენილებების არ ქონა იმაზე მიუთითებს რომ როგორც ჩანს არავის არ მოსვლია თავში ასეტი რამე ისე რომ სერიოზული მოძრაობა ყოფილლიყო ამის მომხრეთა. გალობა არის ლოცვა. სალამურით როგორ უნდა ილოცოს კაცმა ? პ.ს ყველაფერზე დადგნილება ხომ არ შეიძლება იყოს ?! ასეთი რაღაცეები უბრალოდ უნდა ზურგის ტვინით მიხვდე -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი