![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თანამედროვე ქართულ ენაზე აღესრულოს წირვა-ლოცვა? მე ვფიქრობ რომ საჭიროა, რადგან ყველასათვის გასაგები იყოს რას კითხულობს და ლოცულობს მღვდელი, დიაკვანი, მედავითნე...ჩემის აზრით აუცილებელია ქრისტიანობა ყველასთვის გასაგებად უნდა იქადაგებოდეს, ძნელია ძველქართულის მოსმენა, მე პირადად ვერაფერს ვგებულობ...ეხლა ხომ არ არის 5 ან 10 საუკუნე? იმ დროს რომ დღევანდელი (თანამედროვე) ქართული მოესმინათ ვერაფერს გაიგებდნენ დარწმუნებული ვარ
![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE იდეაში არ გეთანხმები ძველქართული ლამაზია, მაგრამ უცხოა ჩვენთვის, თანამედროვე შეიძლება იმდენად ლამაზი არ იყოს (შეიძლება ლიტურგიას ძალიან მოუხდეს) მაგრამ უფრო გასაგები იყოს... გონება ყოველთვის გაიფანტება, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლებად თანამედროვეზე ვიდრე ძველზე! ე.ი. ფილოლოგებს უფრო ნაკლებად უნდა ეფანტებოდეთ გონება სხვებთან შედარებით, რადგან უკეთესად ესმით. ასე გგონია? და ასეა ვითომ სინამდვილეში? აქ ალექსანდრემ აღნიშნა, რომ საბერძნეთში ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი და სრული კრახით დამთავრდა. საქართველოში მეტი კრახი ელოდება. იმიტომ, რომ ძველი ბერძნული ბერძნებისთვის მართლა ძნელი გასაგებია, ძველი ქართული კი საშუალო სკოლადამთავრებულ ქართველს, როგორც წესი, ესმის. შეურაცხყოფად არ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ შენც გესმის. რამდენიმე სიტყვის ვერ-გაგება არაა გამოუსწორებელი პრობლემა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 02:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი