ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
nini egriseli |
May 1 2007, 08:19 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 |
პლანეტავ გესმის?ეს მე გეძახი ერთი ჩვეულერბრივი გოგონა საქართველოდან.
ჩვენი ქვეყანა ციცქნა მარცვალსა გავს დიდი დედამიწის ზურგზე.დიდიაო ვამბობთ,მაგრამ გასაკვირია,რით ვერ გაუყვიათ დიდი მიწა_წყალი "ძლიერთა ამა სოფლისათა".ნუთუ არ იცით_ეს მიწა ყველასია,ეს დედამიწა ყველას გვეყოფა,ნეტავ რას გვემართლებიან ცეცხლის ფარეშები? ვიღებ გლობუსს ვატრიალებ,ვხედავ ფერებს:წითელს ,ყვითელს,მწვანეს,ლურჯს.... რა ლამაზია არა?სულაც არჰგავს დენთის სუნით გაჟღენთილ ცეცხლოვან ბურთს,რომელიცდღეს თუ ხვალ ვიღაცასგაუვარდება და ფერფლად იქცევა.მე მსოფლიო ტკივილთან ერთად ვცხოვრობ......მოგმართავთ ჩემს თანატოლებს,არა აქვს მნიშვნელობადედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობთ, რომელი რასის ,რწმენის მიმდევარი ხართ,მინდა გესმოდეთ ჩემი....მე ვუშვებ ჩემს მშვიდობის მტრედს საქართველოდან,ფართოდ გახსენით მსოფლიოს ყველა კუთხის კარები,თქვენი ფანჯრები.წერილს ვატან და გთხოვთ,ყური დაუგდოთ ჩემი,ჩემი თანატოლების ფიქრს ,ტკივილს, დარდსა და ვარამს. მე არ მინახავს ომი მხოლოდ მსმენია,მარტო წაკითხულითა და კინოკადრებზე ღბეჭდილით ისე შევშფოთებულვარ,მიფიქრია:ღმერ თო მოხედე ყველას...ბოროტს დაუცხრე ბოროტი სული,კეთილს მიეცი ცხოვრების ფართო ასპარეზი და მაშინ ეკლის გვირგვინით აღარ ივლიანომი და მშვიდობა.უზომო ტკივილის ატანა აღარ შეუძლია გულს.ეს ტკივილი ჩემი ქვეყნის ულამაზეს კუთხეზე აფხაზეთზე გადის ,სცილდება მის საზღვრებს,სწვდება მთელს კავკასიას და ერაყმდე მიდის.მე არ მინახავს აფხაზეთი ვერ მოვასწარი.ვერ შევიგრძენი მისი ზღვის ტალღების უხმო ალერსი,ვერ დავტკბი მაგნოლიების სურნელით,ვერ ვნახე როგორ ეშვებოდა კოცონივით აგიზგიზებული მზე ზღვის მიქანცულ მკერდზე. მასიზმრა :ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი,მიტოვებული სახლები,ტყვიის კაკანი,ქვემეხების შემზარავი ხმა,პატარა ბიჭუნა გასაქცევი გზა რომ არ ჰქონდა,წაქცეული ჯარისკაცი_სისხლით შეღებილი,ჭაღარა დედები_ცრემლით დასველებული სამკუთხა ბარათები.... გამომეღვიძა სოხუმი მეცნო და გონებაში ჩემი მეგობარის სიტყვები ამოტივტივდა:" რა ტყვიისფერი ყოფილა ზეცა, რა სევდიანი გქონია თვალი, მე ცხადლივ მინდა მოვიდე შენთან ცხელი ტყვიების მიგწმინდო კვალი." სადღაც ზღვა მოჩანს ზღვაზე თოლიები დაფრინავენ,თოლიები კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულებია ალბათ..... გაზაფხულზე უამრავი ყაყაჩო ამოვიდა ,ყაყაჩო კი არა ომში დაღუპული ჯარისკაცების სისხლია ალბათ..... ია _იებმა გადაალურჯეს მიწა,იები კი არა ,დაღუპულ ჯარისკაცთა დედების ცრემლებია ალბათ....მე მხოლოდ ერთი რამ მინდა ,თქვენამდე მოვიტანო კავკასიის ქედების ,თერგისა და ენგურის ტალღების, ჯვრის,იყალთოს,სვეტიცხოვლის ტაძრების თხოვნა:"გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი,იყავით ფრთხილად, ნუ ეთამაშებით სიცოცხლეს..."ჩვენ კი ახალგაზრდობა,თეთრ მანდილს ავიღებთ ხელში(საქართველოში ვაჟკაცებს შორის ატეხილ ბრძოლაში მანდილს აგდებდნენ მშვიდობის ნიშნად),გადავაფარებთ მთელს ჩვენს პლანეტას და ყველა ხალხის ყველა ენაზე მხოლოდ მშვიდობას ვალაპარაკებთ: მე შენ მიყვარხარ დედამიწავ,გევედრები არ ამიხანძრო ასანტის ყუთი .მე შენ ტიტები გაჩუქო მინდა" -------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი