შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! .... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ... ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ... იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
ეგრი |
May 1 2007, 09:58 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 18-April 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,689 |
გთავაზობთ ამონარიდს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოხსენებიდან:
"ისევ გადაუჭრელია სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიებისთვის ტაძრების დაბრუნების საკითხი. წინა მოხსენების შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში სომხური სამოციქულო ეკლესია თბილისის მხოლოდ ორ ტაძარში აღასრულებდა მსახურებას. იგივე ვითარებაა დღესაც. თბილისში ხუთი უმოქმედო ტაძარია, რომელთა გამო მიმდინარეობს დავა საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. საქართველოს მასშტაბით კი მხარეების მიერ სადავო ტაძრების სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. კათოლიკური ეკლესია საპატრიარქოს მიერ დაკავებული 4 ტაძრის დაბრუნების საკითხს სვამს: ქუთაისში, გორში, ივლიტასა და უდეში. სადავო ტაძრების გამო შესამჩნევად დაიძაბა ურთიერთობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ყველაზე რადიკალურად თბილისში ნორაშენისა და ახალციხეში სურბნიშანის ტაძრების დაბრუნების საკითხს სვამს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ ტაძრების საკითხის შემსწავლელი კომისიები მხოლოდ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიქმნას, რელიგიურ გაერთიანებათა კანონის თაობაზე კი პარლამენტმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. საპატრიარქოს პოზიციას ტაძრების ისტორიული მეპატრონის შესახებ ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც ცალმხრივად ვერ წყვეტს, დაუბრუნოს თუ არა ტაძრები მათ ისტორიულ მფლობელებს. ამდენად, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიმართვებსა და განცხადებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. განსაკუთრებით მწვავედ დგას ნორაშენის ეკლესიის საკითხი. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წ. 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს, რასაც სომხური მხარის პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაძარი, მაგრამ სომხურ ეკლესიასაც არ დაუთმო იგი. დღეს ნორაშენის ეკლესია უმოქმედოა. " დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან. -------------------- I am Megrelian, therefor I am Georgian!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი