შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! .... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ... ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ... იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
piligrimi |
May 2 2007, 02:27 AM
პოსტი
#2
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან. გასაგებია რომ სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან, და ქართულადაც უნდა იცხოვრონ, გათანხმები, მაგრამ ვერ გავიგე რას ითხოვ რა დავეხმაროთ გრიგორიანული ტაძრის აღდგენაში თუ რა??? სამწუხაროდ ნორაშენის ტაძრის ისტორია არ ვიცი და ამ თემაზე შენთან პოლემიკაში ვერ შემოვალ. (სოზარ სუბარის მოხსენება ამის საბუთად მგონი არ გამოდგება) მაგრამ ვიცი ჯავახეთის ტაძრების ისტორია და მათი ქართული, მართმადიდებლური წარმომავლობის უტყუარობა, თუმცა მიუხედავად ამისა სომხური ეკლესიის მხრიდან მაინც მიდის მათზე კამათი რაც ჩემთვის პირადად აღმაშფოთებელი არის ( შემიძლია თუ დაგაინტერესებს კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანო) ციტატა ninore მხევალი ნინო შოთა beqa.shuxoshvili _MATASI_ mogzaura თიო Zeskvi_ucha ნიკოლოზ_V .nino თათი87 მნათე ალექსანდრე ლილიანა sopio_23 იმედია არ დაგვიწყებიათ ეს თემა ალბათ მეც დაგემატებით ჩემი აღჭურვილობით მთავარია რომ ოღონდ მეცალოს, ძალიან მაგარი საქმე გამოგვივა -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი