შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! .... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ... ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ... იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
piligrimi |
May 2 2007, 12:22 PM
პოსტი
#2
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა ნორაშენის ტაძარიც მიტოვებულია და თუ მსახურება არ აღსდგა შეიძლება გავერანდეს. საქართველოს და სომხეთის ეკლესიები როგორც ხედავ ვერ არკვევენ. ვისი დამსახურებაა ალბათ ხვდები. საქართველოს ძალიან ბევრ ტაძარში არ მიმდინარეობს წირვა-ლოცვა და ამის ორი მიზეზი არსებობს საპატრიარქოს არ აქვს რესურსი რომ ყველა ტაძარში მიავლინოს მღვდლები და თვითონ იქ მცხოვრები ხალხის ნაკლებადდაინტერესება ამ საკითხით მათ შეიძლება უნდათ რომ ტაძარი იყოს მოქმედი მაგრამ უნდა გაიაზრონ რომ იქ სიარულიც სავალდებულოა აქედან გამომდინარე იმ მიზეზით რო ტაძარი უმოქმედოა არ შეიძლება მისი სხვა აღმსარებელთათვის გადაცემა, უკაცრავადს მაგრამ შემდეგ ხალხს ვუთხრათ სომხურ ტაძარში იარეთქო. და დამიჯერე ასე თუ მოვიქცევით ძალიან ბევრ ტაძარს დავკარგავთ. და იმედია ამ საკითხს მართლაც კვალიფიციური ექსპერტები შეისწავლიან და მხოლოდ სუბარის მოხსენების საფუძველზე არ გადაწყვეტენ რაც შეეხება გავერანებას ამისგან დაცვა პირველ რიგში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა აიღოს თავის თავზე და ზუსტად ეს თემაც იმიტომ არის გახსნილი რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტაძრების დასუფთავება აღდგენაში სანამ ის მოქმედი გახდება ეს ზოგადად ჩემი აზრია და ვიმედოვნებ რომ საქართველოს ყოველ ტაძარში ვიხილავთ მალე მართმადიდებლურ წირვა-ლოცვას -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი