ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
May 2 2007, 05:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა ანუ არ არსებობს ავტორიტეტი არ მითქვამს არ არსებობენ ავტორიტეტები. არამედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უმთავრეს ავტორიტეტად ღმერთის სიტყვას მივიჩნევთ. ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს, რაც გასაგები უნდა იყოს ყველასათვის: ერთადერთი შეუმცდარი და სრულყოფილი არის ღმერთის სიტყვა, თავად ახსენეთ კიდეც, რომ შეუმცდარი არავინ არის. მხოლოდ ღმერთის სიტყვა, ვინაიდან ღმერთია სრულყოფილი და შესაბამისად მისი სიტყვაც. ყოველივე დანარჩენი ამის შემდეგ მოდის. ასე ვთქვათ როგორც მატარებელი. ციტატა ყველა პროტესტამტული მიმართულება ეს ერთერთი უმთავრესი საკითხია, რომელიც არ არის სასიამოვნო თუნდაც ჩემთვის; ამდენად დანაწევრებული. კიდევ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ: ადამიანს თავისუფალი ნება მისცა გამჩენმა და თავისი ნებით ირჩევს რა უნდა ირწმუნოს და რა არა. ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაგრამ არავის არაფერს არ აძალებს. რამდენიც არ უნდა იყოს პროტესტანტული მიმდინარეობა, ეს ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანია, რამდენად სწორი და არასწორი, ამას გამკითხველი ჰყავს. ციტატა რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან ერთი საფრთხე არის რომ განსხვავებული სწავლება არსებობდეს, რაც თავისთავად არ არის სასიამოვნო, მაგრამ სხვაა დოგმატიკაში ჩაკეტვა. სხვადასხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებს გააჩნიათ განსხვავებული სწავლება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დოგმატიკაში იშვიათად. ციტატა თავიანთ სწავლებას ანუ უპირველესი ავტორიტეტის წმ. წერილის მათეულ გაგებას რა სწავლებაზე არის ლაპარაკი სჯობია დაკონკრეტდეს. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვუპასუხებ. ციტატა ღებულობენ იმას რაც აწყობთ, ტერტუალიანე რომ ასწავლიდან ჯვრის გამოსახვით შუბლი გადაიქლიკეთო, ამას უარყოფენ, სხვა რამეს კი ღებულობენ, ოქროპირიც ასე, საეკლესიო კრებებიც ასე იგივე რომ მე გითხრა, რა პასუხს გამცემ? ვიღაცამ უღრანი ტყე ახსენა. ჩემთვის უღრანი ტყე სწორედ ამდენ ნაშრომში სხვა საუკუეებში ნაწერებში გარკვევაა. ვიდრე ბიბლიის კითხვა და გაგება. ტერტულიანე წინააღმდეგი იყო ბავშვების მონათვლის. იღებ იმას რაც გაწყობს და უარყობ რაც არა? შეგიძლია თქვა, რომ რაც დაწერილა იგივე მამების მიერ, ყველა ნაშრომი ერთმანეთის შესაბამისობაშI მოდის და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს? რის საფუძველზე თვლი, რომ მხოლოდ იმას ვღებულობ რაც მაწყობს. ნებისმიერი მამის სიტყვა მომიტანე და შემდეგ ბიბლიაში მაჩვენე ამის მტკიცება და თუ არ მივიღებ მსგავსი დასკვნა შემდეგ გააკეთე. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია მიუღებელი ჩვენთვის ყოველი სიტყვა: თუ ბიბლიაში ვერ ვხედავ ამის საფუძველს. დარწმუნებული ვარ თუ ასეთ რამეს არ მივიღებ, უფრო ნაკლებ შეცდომას დავუშვებ. იგივე პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ. ეს ბრალდება გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ მართლმადიდებლური სუბიექტიზმით საუბრობთ და მის ტრადიციას იცავთ. იგივე მოშურნეობით იცავს კათოლიკე საკუთარ ტრადიციას და წარსულს. რომელი ტრადიციაა მართალი? საკმარისია რომ მხოლოდ იმიტომ რომ მე ქართველი ვარ მართლმადიდებლურ ტრადიციას ვენდო და ჭეშმარიტად მივიჩნიო? ჭეშმარიტად პატრიოტი რწმენის გარეშე, ან იგივე მონათლული რომ არ იყოს, ცხონდება სიკვდილის შემდეგ? ქრისტიანის მღვდლობა გწამთ თუ არა? ეს რიტორიკული შეკითხვაა, მთლიანად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ტრადიციას. გვაქვს მეორე არჩევანი: ებრაელთა მიმართ წერილი და პეტრეს წერილები აღარ წავიკითხოთ ან ისე განვმარტოთ როგორც გვაწყობს. თუ სურვილი გაქვთ ვისაუბროთ ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ და შევადაროთ თანამედროვე ეკლესიებს? რომელი უფრო არის ახლოს? რეფორმაციის მიზეზი სწორედ ეს იყო; ახალი აღთქმის ეკლესიის სისუფთავის აღდგენა (არ თქვა ახლა შენც ცოლის მოყვანა უნდოდაო). მართლმადიდებელი ეკლესია ახლოს არის აღმოსავლეთ ქრისტიანობის ტრადიციასთან, ვიმეორებ ტრადიციასთან. კათოლიკური ეკლესია დასავლეთის ტრადიციასთან, გავიმეორებ ტრადიციასთან. იგივე ხატთაყვანისცემა, წმიდანებისთაყვანისცემა, წმიდათა ნაწილთა თაყვანისცემა . . . ვთვლი და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს არის ეკლსიის ტრადიცია და ნელნელა შემოდიოდა ეკლესიის ცხოვრებაში. ეს თქვენც დაგვანახეთ ძალიან საინტერესო მასალებით, მართლაც დიდი შრომა გაგიწევიათ. შეგიძლიათ იმის მესამედი მასალა ბიბლიური კონტექსტიდან მოიყვანოთ? ვინაიდან ეს ისტორიაა. კონსტანტინეს უსმენთ და დღეს მას ეკლესიაში არ შემოუშვებდით, სიკვდილის წინ სარეცელზე მოინათლა წყლით. პირადად შენთვის კაიროს, როდესაც ბიბლიას კითხულობ და შემდეგ თუნდაც პომაზანსკის, იღებ თანაბარი ავტორიტეტით? მე წავიკითხე პამაზანსკის წიგნი, უფრო სწორედ ნაწილი, დიდი ნაწილი მისაღებია ჩემთვის. მაგრამ არის მომენტები რაც არ მოდის ჩემს გულთან. თუნდაც წმიდა ნაწილების თაყვანისცემაზე რომ იძახის. შეიძლება დამწყებ მორწმუნეს დაუკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მე პირიქით უფრო მეტი კითხვა გამიჩინა. ვთვლი, რომ სწორედ ვიქცევი, როდესაც საფუძვლად ბიბლიას ვიღებ და შემდეგ ისტორიას ვაკვირდები და არა პირიქით. ისტორია და თუნდაც დღევანდელი მდგომარეობა მისაღებია ჩემთვის და ახლა ბიბლიაში მინდა მტკიცებულებები მოვიყავნო. თუ ბიბლია არაა საკმარისი, მაშინ არაკანონიკურიც ხელთ მაქვს. შეცდომას დავუშვებ, რომ ვთქვა: "ჩემთვის პროტესტანტული ტრადიციაა მისაღები"? უკუნისამდე იცოცხლეთ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი