შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს, გადავარჩინოთ განადგურებისაგან |
თიო |
Jan 14 2007, 02:46 AM
პოსტი
#1
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
ახალ წელს გილოცავთ!
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............ _MATASI_ ღმერთმა გაგახაროს! ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! .... ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! ... ... ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. .. გაზაფხული მოდის... მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ... ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ... ... თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება! ... შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს! და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! ... იხარებდეთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
piligrimi |
May 2 2007, 08:16 PM
პოსტი
#2
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ციტატა უმოქმედო რომაა იმიტომ კი არ უნდა გადავცეთ, გრიგორიანული რომაა იმიტომაა უმოქმედო. მგონი შევთანხმდით რომ სანამ დასაბუთებული დასკვნები არ გვექნება (გარდა სახალხო დამცველის მოხსენებისა) ამაზე რა გვეკამათა ციტატა ეგ ტაძარი მართლმადიდებლური რომ იყოს საქართველოს ეკლესია ისე გააგრძელებდა შიგ წირვა-ლოცვას, როგორც დაგიბარებია. არაა ქართული და მაგიტომაც გამოვიდნენ უკაცრავად მაგრამ შენ თვითონ აღნიშნე რომ სომხებმა გამოთქვეს პროტესტი და იმიტომ შეწყდაო მე ისევ დავუბრუნდები ჯავახეთის თემას კუმურდოსა და სამსარის ტაძრებიც ქართულია და ეს დამტქიცებულია მაგრამ იგივე პროტესტის გამო შეუძლებელია იქ წირვა-ლოცვის ჩატარება, ეს ჩემთვის რეალური ფაქტია სუბარის დასკვნისგან განსხვავებით ციტატა ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო. და შენს მიერ წარმოთქმულ ამ ფრაზაში პატარა კორექტირებას შევიტან ჩემი აზრის გამოსათქმელად ყველაში ღმერთმა ქნას და საერთოდ გამიხარდა რაღაც საქმეში ღვთის იმედი რომ გაქვს -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი