ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
KAIROS |
May 2 2007, 09:52 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შევრიგდეთ კაიროს და მოვრჩეთ. საუბარი გავაგრძელოთ ძალიან კარგი, ასე იყოს... ციტატა რამდენიც არ უნდა იყოს პროტესტანტული მიმდინარეობა, ეს ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანია, რამდენად სწორი და არასწორი, ამას გამკითხველი ჰყავს ვფიქრობ, ძალიან აუბრალოებ "ეკლესიის " გაგებას; რომელია ის ეკლესია , რომელზეც თქვა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენო"? არჩევანი სხვაა, მაგრამ რეალობა სხვა არ შეიძლება ყველა მართალი იყოს, ხომ უნდა იყოს რაღაც საზომი, რაღაც ზღვარი? მართლმადიდებლობაში ეს დოგმატიკით გარკვეულია და იმის იქით წვალებაა და სექტა. ციტატა რომ შეუმცდარი არავინ არის. მხოლოდ ღმერთის სიტყვა, ვინაიდან ღმერთია სრულყოფილი და შესაბამისად მისი სიტყვაც. ყოველივე დანარჩენი ამის შემდეგ მოდის. ასე ვთქვათ როგორც მატარებელი აქედან აგიხსნი, რას ნიშნავს ეკლესია, იგი ქრისტეს მისტიური სხეულია და შესაბამისად წმიდაა და საგანძურია ჭეშმარიტებისა, მომცემია ზღვარისა, რომლის იქით წვალებაა,ეგ არა თავისთავად არამედ მადლით და სულიწმიდით, რომელიც ეკლესიაში მყოფობს ვიდრე სულთმოფენობიდან, ე..ი. არა პიროვნებებში არამედ ერთიანობაში გამოიხატება ღვთის სიტყვა, საეკლესიო კრებებს ასე ამთავრებდნენ "განაჩინა სულმან წმიდამან და ჩვენცა"... აქ ყველაფერი სჩანს ვინაა მთავარი მოქმედი ეკლესიაში. ციტატა მამების მიერ, ყველა ნაშრომი ერთმანეთის შესაბამისობაშI მოდის და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს? ზემო თქმულიდან უკვე პასუხი გაეცა, შენს მომდევნო კითხვასაც, სწორედ იმ საზღვარს იქით რაც არის, რაც ეკლესიამ დააწესა, ითვლება ან თეოლოღუმენად, ან საერთოდ არაა მიღებული ეკლესიისათვის, ტერტულიანე საერთოდაც ანათემირებულია ეკლესიაში, უბრალოდ რაც სწორი თქვა იმ კაცმა იმას ვუსვამთ ხაზს, თქვენც ასე ხომ? მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას აქვს მკვეთრად განსაზღვრული სწავლება, რომელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს და რომელიც I-VII მსოფლიო და სხვა ადგილობრივ კრებებზე დამტკიცდა და უცვლელად მისაღებია ყველასათვის! ვფიქრობ ნეიტრალური მკითხველისათვის მაინც ნათელი იქნება რა განსხვავებაა აქ მრავალრიცხოვან, ერთმანეთისაგან განსხვავებულ და ხშირად სწავლებითად ერთმანეთის გამომრიცხავ პროტესტანტულ მიმდინარეობებსა და ერთიანი დოგმატიკით და ჭეშმარიტებით შემტკიცებულ სულიწმიდის მიერ დაარსებულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ციტატა რეფორმაციის მიზეზი სწორედ ეს იყო; ახალი აღთქმის ეკლესიის სისუფთავის აღდგენა კითხვას დაგისვამ სად? კათოლიციზმში, და სამწუხაროა, რომ ლუთერი 60 წლოთ ადრე არ დაიბადა, დარწმუნებული ვარ კონსტანტინეპოლში მას მართლმადიდებლობის სულს აჩვენებდნენ და ახალი განხეთქილება ქრისტიანობაში არ მოხდებოდა... ციტატა შეგიძლიათ იმის მესამედი მასალა ბიბლიური კონტექსტიდან მოიყვანოთ? ვინაიდან ეს ისტორიაა ისტორია არის ბიბლიური რეალობის შედეგი, პეტრეს ქადაგების შედეგი, პავლესი, ტიმოთესი , ბარნაბასი და სხვების, ბიბლიამ არ შეიძლება ხატწერაზე გესაუბროს, ისევე როგორც ტერმინ სამებაზე, მაგრამ ბიბლიამ უნდა მოგცეს საფუძველი და ესეც არის, გაჩვენე რომ გამოსახულებები ძველ ტაძარშიც იყო, დამოკიდებულაზე მერე ვისაუბროთ, მთავარია რომ იყო! მერე ისიც რომ თავად მოციქულები აარსებდნენ მიწისქვეშა კატაკომბებს, სადაც ხატებიცაა და ჯვრებიც და ამაზე თვალის დახუჭვა და ბიბლიის არ ცოდნის დაბრალება მოციქულებისათვის და მათი უშუალო მოწაფეთათვის, უბრალოდ ღიმილს იწვევს... ციტატა პირადად შენთვის კაიროს, როდესაც ბიბლიას კითხულობ და შემდეგ თუნდაც პომაზანსკის, იღებ თანაბარი ავტორიტეტით? პომაზანსკის კი არ დაუწერია ჩემო დულოს დოგმატიკა იმ კაცმა შეკრიბა, უკვე მილიონჯერ დაწერილი და დამტკიცებული, გასაგებად გადმოცა, არის სხვა დოგმატიკის წიგნები დღეს და გუშინ, იყო IV ს-ში, V. VI. VII, VIII; IX, X და ა.შ. და ყველა ეს წიგნები ერთიდაიგივეს სხვადასხვა სტილით, ენით, განლაგებით გადმოცემდნენ, ანუ იმას რაც სულიწმიდამ ეკლესიაში დაამტკიცა და რასაც ეკლესია ასწავლის მოციქულთა დროიდან, ასე რომ წყარო ერთია სულიწმიდა, ავტორიტეტი სულიწმიდაა და სკრიტურა ან გადმოცემა მის გარეშე ან ერთმანეთის გარეშე... ციტატა შეცდომას დავუშვებ, რომ ვთქვა: "ჩემთვის პროტესტანტული ტრადიციაა მისაღები"? შეიძლება, რადგან პროტესტანტული "ტრადიცია" ძალიან პატარაა, რომ მართლმადიდებელ ტრადიციას შეედავოს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიცია ურთიერთგამომრიცხავია და ეკლესიის საერთო ( ვგულისხმობ განხეთქილებამდე პერიოდს II-XI სს.ებს) ტრადიციას ეწინააღმდეგება.. იხარე, კაიროსი! ამავდროულად მოიცალე ცოტა და კითხვებსაც უპასუხე, რომ უფრო საინტერესო გახდეს დიალოგი ეს მხევალი ნინოს კითხვებია: ციტატა დულოს, მეც მიპასუხე ხოლმე რა , შენ არც მარხვაზე გისაუბრია, არც ის გიპასუხია რატომ არ გყავთ ბერები, ან ვის მიერ დადგენილი ლოცვებით ლოცულობთ. შენ ადრე მეუბნებოდი მოუკლებლად უნდა ილოცოო, რას გულისხმობ, ანუ როგორ ლოცულობ ,,მოუკლებლად,, რა ლოცვებით? და მეც გკითხე: ციტატა მაინტერესებს: შენი "სახარების ეკლესია" შედის მლფ-ში? ( მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციაში?) ადრე აქტიურად მონაწილეობდა დიალოგებში... აბა გელით! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი