IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს.
კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ.
კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას.

კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 2 2007, 09:52 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შევრიგდეთ კაიროს და მოვრჩეთ.


საუბარი გავაგრძელოთ



ძალიან კარგი, ასე იყოს...

ციტატა
რამდენიც არ უნდა იყოს პროტესტანტული მიმდინარეობა, ეს ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანია, რამდენად სწორი და არასწორი, ამას გამკითხველი ჰყავს


ვფიქრობ, ძალიან აუბრალოებ "ეკლესიის " გაგებას; რომელია ის ეკლესია , რომელზეც თქვა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენო"? არჩევანი სხვაა, მაგრამ რეალობა სხვა არ შეიძლება ყველა მართალი იყოს, ხომ უნდა იყოს რაღაც საზომი, რაღაც ზღვარი? მართლმადიდებლობაში ეს დოგმატიკით გარკვეულია და იმის იქით წვალებაა და სექტა.

ციტატა
რომ შეუმცდარი არავინ არის. მხოლოდ ღმერთის სიტყვა, ვინაიდან ღმერთია სრულყოფილი და შესაბამისად მისი სიტყვაც. ყოველივე დანარჩენი ამის შემდეგ მოდის. ასე ვთქვათ როგორც მატარებელი


აქედან აგიხსნი, რას ნიშნავს ეკლესია, იგი ქრისტეს მისტიური სხეულია და შესაბამისად წმიდაა და საგანძურია ჭეშმარიტებისა, მომცემია ზღვარისა, რომლის იქით წვალებაა,ეგ არა თავისთავად არამედ მადლით და სულიწმიდით, რომელიც ეკლესიაში მყოფობს ვიდრე სულთმოფენობიდან, ე..ი. არა პიროვნებებში არამედ ერთიანობაში გამოიხატება ღვთის სიტყვა, საეკლესიო კრებებს ასე ამთავრებდნენ "განაჩინა სულმან წმიდამან და ჩვენცა"... აქ ყველაფერი სჩანს ვინაა მთავარი მოქმედი ეკლესიაში.


ციტატა
მამების მიერ, ყველა ნაშრომი ერთმანეთის შესაბამისობაშI მოდის და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?


ზემო თქმულიდან უკვე პასუხი გაეცა, შენს მომდევნო კითხვასაც, სწორედ იმ საზღვარს იქით რაც არის, რაც ეკლესიამ დააწესა, ითვლება ან თეოლოღუმენად, ან საერთოდ არაა მიღებული ეკლესიისათვის, ტერტულიანე საერთოდაც ანათემირებულია ეკლესიაში, უბრალოდ რაც სწორი თქვა იმ კაცმა იმას ვუსვამთ ხაზს, თქვენც ასე ხომ? მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას აქვს მკვეთრად განსაზღვრული სწავლება, რომელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს და რომელიც I-VII მსოფლიო და სხვა ადგილობრივ კრებებზე დამტკიცდა და უცვლელად მისაღებია ყველასათვის!
ვფიქრობ ნეიტრალური მკითხველისათვის მაინც ნათელი იქნება რა განსხვავებაა აქ მრავალრიცხოვან, ერთმანეთისაგან განსხვავებულ და ხშირად სწავლებითად ერთმანეთის გამომრიცხავ პროტესტანტულ მიმდინარეობებსა და ერთიანი დოგმატიკით და ჭეშმარიტებით შემტკიცებულ სულიწმიდის მიერ დაარსებულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

ციტატა
რეფორმაციის მიზეზი სწორედ ეს იყო; ახალი აღთქმის ეკლესიის სისუფთავის აღდგენა


კითხვას დაგისვამ სად? კათოლიციზმში, და სამწუხაროა, რომ ლუთერი 60 წლოთ ადრე არ დაიბადა, დარწმუნებული ვარ კონსტანტინეპოლში მას მართლმადიდებლობის სულს აჩვენებდნენ და ახალი განხეთქილება ქრისტიანობაში არ მოხდებოდა...

ციტატა
შეგიძლიათ იმის მესამედი მასალა ბიბლიური კონტექსტიდან მოიყვანოთ? ვინაიდან ეს ისტორიაა



ისტორია არის ბიბლიური რეალობის შედეგი, პეტრეს ქადაგების შედეგი, პავლესი, ტიმოთესი , ბარნაბასი და სხვების, ბიბლიამ არ შეიძლება ხატწერაზე გესაუბროს, ისევე როგორც ტერმინ სამებაზე, მაგრამ ბიბლიამ უნდა მოგცეს საფუძველი და ესეც არის, გაჩვენე რომ გამოსახულებები ძველ ტაძარშიც იყო, დამოკიდებულაზე მერე ვისაუბროთ, მთავარია რომ იყო! მერე ისიც რომ თავად მოციქულები აარსებდნენ მიწისქვეშა კატაკომბებს, სადაც ხატებიცაა და ჯვრებიც და ამაზე თვალის დახუჭვა და ბიბლიის არ ცოდნის დაბრალება მოციქულებისათვის და მათი უშუალო მოწაფეთათვის, უბრალოდ ღიმილს იწვევს...


ციტატა
პირადად შენთვის კაიროს, როდესაც ბიბლიას კითხულობ და შემდეგ თუნდაც პომაზანსკის, იღებ თანაბარი ავტორიტეტით?


პომაზანსკის კი არ დაუწერია ჩემო დულოს დოგმატიკა smile.gif იმ კაცმა შეკრიბა, უკვე მილიონჯერ დაწერილი და დამტკიცებული, გასაგებად გადმოცა, არის სხვა დოგმატიკის წიგნები დღეს და გუშინ, იყო IV ს-ში, V. VI. VII, VIII; IX, X და ა.შ. და ყველა ეს წიგნები ერთიდაიგივეს სხვადასხვა სტილით, ენით, განლაგებით გადმოცემდნენ, ანუ იმას რაც სულიწმიდამ ეკლესიაში დაამტკიცა და რასაც ეკლესია ასწავლის მოციქულთა დროიდან, ასე რომ წყარო ერთია სულიწმიდა, ავტორიტეტი სულიწმიდაა და სკრიტურა ან გადმოცემა მის გარეშე ან ერთმანეთის გარეშე...


ციტატა
შეცდომას დავუშვებ, რომ ვთქვა: "ჩემთვის პროტესტანტული ტრადიციაა მისაღები"?


შეიძლება, რადგან პროტესტანტული "ტრადიცია" ძალიან პატარაა, რომ მართლმადიდებელ ტრადიციას შეედავოს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიცია ურთიერთგამომრიცხავია და ეკლესიის საერთო ( ვგულისხმობ განხეთქილებამდე პერიოდს II-XI სს.ებს) ტრადიციას ეწინააღმდეგება..

იხარე,

კაიროსი!


ამავდროულად მოიცალე ცოტა და კითხვებსაც უპასუხე, რომ უფრო საინტერესო გახდეს დიალოგი

ეს მხევალი ნინოს კითხვებია:

ციტატა
დულოს, მეც მიპასუხე ხოლმე რა , შენ არც მარხვაზე გისაუბრია, არც ის გიპასუხია რატომ არ გყავთ ბერები, ან ვის მიერ დადგენილი ლოცვებით ლოცულობთ. შენ ადრე მეუბნებოდი მოუკლებლად უნდა ილოცოო, რას გულისხმობ, ანუ როგორ ლოცულობ ,,მოუკლებლად,, რა ლოცვებით?


და მეც გკითხე:

ციტატა
მაინტერესებს: შენი "სახარების ეკლესია" შედის მლფ-ში? ( მსოფლიო ლუთერანულ ფედერაციაში?) ადრე აქტიურად მონაწილეობდა დიალოგებში...


აბა გელით!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   ვისაუბროთ პროტესტანტებზე   Apr 11 2007, 05:44 PM
მარიამი   მე მყავდა ერთი პრო...   Apr 11 2007, 06:36 PM
მარიამი   ჰო, კიდევ ის ვიცი, რ...   Apr 11 2007, 06:48 PM
გლახა   მარიამი მორმონებ...   Apr 12 2007, 11:09 AM
გლახა   solomony პროტესტანტებს ...   Apr 12 2007, 11:26 AM
Dulos   მორმონები და იეჰო...   Apr 12 2007, 11:57 AM
KAIROS   პროტესტანტი რომ პ...   Apr 12 2007, 12:38 PM
mendes masieli   როგორც ვიცი ზოგიე...   Apr 12 2007, 01:25 PM
Dulos   ჯერ იმას ვიტყვი (ც...   Apr 12 2007, 01:47 PM
KAIROS   ცინიზმს შეეშვი... ...   Apr 12 2007, 01:56 PM
მხევალი ნინო   Dulos ჩემთვის მეტად ს...   Apr 12 2007, 05:37 PM
მარიამი   მე მაქვს კიდევ ერთ...   Apr 12 2007, 10:19 PM
ზებედე   ცნობილმა ლუთერანმ...   Apr 13 2007, 12:09 AM
KAIROS   და რომ მოგიწიოს რა...   Apr 13 2007, 01:01 PM
გლახა   პროტესტანტულია ქვ...   Apr 13 2007, 01:15 PM
marine   გლახა გლახუნა, არ დ...   Apr 13 2007, 01:17 PM
Dulos   მე არ გაშინებ, არ მი...   Apr 13 2007, 01:19 PM
კანონისტი   გლახა დავიწყოთ იქ...   Apr 13 2007, 01:32 PM
კანონისტი   გლახა სერგი! ასე...   Apr 13 2007, 01:42 PM
Dulos   ეს ძალინ კარგია. ...   Apr 13 2007, 01:53 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე! ცუდი...   Apr 13 2007, 01:59 PM
afxazi   Dulos გაიხარე! ცუდია...   Apr 13 2007, 02:05 PM
კანონისტი   afxazi ხო, მგონია   Apr 13 2007, 02:07 PM
afxazi   afxazi ხო, მგონია მე მგ...   Apr 13 2007, 02:09 PM
Dulos   როგორც ჩემთვის არ...   Apr 13 2007, 03:27 PM
marine   მე მყავდა yahoo messenger-ით ...   Apr 13 2007, 05:48 PM
Dulos   რატომ არ არიან მო...   Apr 16 2007, 11:50 AM
მარიამი   Dulos ჩემს კითხვასაც უ...   Apr 16 2007, 11:56 AM
გლახა   მარიამი ვინ/რა არი...   Apr 16 2007, 12:04 PM
Dulos   სანამ ამ კითხვაზე...   Apr 16 2007, 12:16 PM
მარიამი   შენი კითხვა ჩემს კ...   Apr 16 2007, 12:18 PM
გლახა   მარიამი კი არის. და...   Apr 16 2007, 12:26 PM
მარიამი   ვერ დაგეთანხმები. ...   Apr 16 2007, 12:50 PM
მარიამი   ეს უნდა წავიკითხო? ...   Apr 16 2007, 05:09 PM
Dulos   ინტერნეტიდან არაა ...   Apr 16 2007, 06:33 PM
Dulos   Новозаветная Церковь В хри...   Apr 16 2007, 07:32 PM
death   Митрополит Антоний Храпови...   Apr 16 2007, 07:52 PM
KAIROS   ჩემი და მარიამის ა...   Apr 17 2007, 08:23 PM
alex_b   ეხლა შემოვედი და ძ...   Apr 18 2007, 11:58 AM
lado s   ვინც რუსულად კითხუ...   Apr 18 2007, 09:11 PM
Dulos   ვისაც სურვილი გაქვ...   Apr 19 2007, 12:19 PM
მარიამი   ჩვენ მაგას ვნახავ...   Apr 19 2007, 12:22 PM
lado s   ბატონო პროტესტანტ...   Apr 19 2007, 06:54 PM
გლახა   lado s ჩემო კარგო ჯერ ...   Apr 19 2007, 07:01 PM
მხევალი ნინო   გლახა სად დადიან ...   Apr 19 2007, 07:06 PM
ლეონტი   გლახა, აბა ყოფილი პ...   Apr 19 2007, 07:54 PM
Dulos   გლახა ვფიქრობ აქა...   Apr 19 2007, 09:12 PM
Dulos   ნინო მაპატიეთ დაგ...   Apr 19 2007, 09:34 PM
Dulos   მე მივეკუთვნები ს...   Apr 19 2007, 10:11 PM
likka   შვედეთის პროტესტ...   Apr 19 2007, 10:18 PM
ლეონტი   ПРОГУЛКА ПРОТЕСТАНТА ПО ПР...   Apr 19 2007, 10:36 PM
solomony   რამდენიმე კითხვას ...   Apr 20 2007, 02:10 AM
kato_Bato   მოკლედ, ერთმანეთს ...   Apr 20 2007, 01:12 PM
მხევალი ნინო   Dulos დულოს, ცოტა ემი...   Apr 20 2007, 03:23 PM
Dulos   ნაწილობრივ კი. უმა...   Apr 20 2007, 03:30 PM
მხევალი ნინო   პროტესტანტებს ჰყა...   Apr 20 2007, 03:31 PM
KAIROS   თუ არსებობს ზუსტი ...   Apr 26 2007, 01:38 PM
მხევალი ნინო   ამ ბოლო დროს პროტე...   Apr 27 2007, 11:34 AM
matebichi   ამ ბოლო დროს პროტე...   Apr 27 2007, 02:43 PM
მხევალი ნინო   matebichi აქ ძალიან საი...   Apr 27 2007, 02:48 PM
matebichi   matebichi აქ ძალიან საინ...   Apr 27 2007, 02:58 PM
მხევალი ნინო   matebichi ოხო, რა ადვილა...   Apr 27 2007, 03:01 PM
matebichi   matebichi ოხო, რა ადვილად...   Apr 27 2007, 03:05 PM
Dulos   ამ სიტყვებიდან გა...   Apr 27 2007, 06:10 PM
matebichi   ამ სიტყვებიდან გა...   Apr 30 2007, 03:23 PM
მხევალი ნინო   Dulos ???????????????????????????????????????   Apr 27 2007, 06:30 PM
KAIROS   :D გეთანხმები :D დულ...   Apr 29 2007, 05:29 PM
Dulos   როგორც ჩანს კარგა...   Apr 30 2007, 02:36 PM
Dulos   ლუთერი და რასელი, ...   Apr 30 2007, 03:50 PM
მხევალი ნინო   დულოს, მეც მიპასუხ...   Apr 30 2007, 03:53 PM
KAIROS   რა გჭირს დულოს? რ...   Apr 30 2007, 03:58 PM
გლახა   მხევალი ნინო მე გა...   Apr 30 2007, 04:04 PM
მხევალი ნინო   გლახა სად ნახე ხე...   Apr 30 2007, 04:10 PM
Dulos   მიხარია ადამიანუ...   Apr 30 2007, 04:15 PM
მხევალი ნინო   Dulos ეუჰ, მართლა გლა...   Apr 30 2007, 04:17 PM
Dulos   აბა როცა გაბრაზებ...   Apr 30 2007, 04:20 PM
matebichi   არანაირად არ დამიკ...   Apr 30 2007, 04:35 PM
Dulos   ჩვენი სწავლება ბი...   Apr 30 2007, 05:14 PM
KAIROS   აბა ახლა ამეტებ ...   Apr 30 2007, 08:34 PM
KAIROS   ანუ არ არსებობს ა...   Apr 30 2007, 08:44 PM
Dulos   მართალი ხარ. არც ...   May 1 2007, 01:51 PM
მხევალი ნინო   Dulos ხანდახან ძალია...   May 1 2007, 03:09 PM
Dulos   არ მითქვამს არ არს...   May 2 2007, 05:39 PM
KAIROS   ძალიან კარგი, ასე ...   May 2 2007, 09:52 PM
Dulos   საწინააღმდეგოს გ...   May 3 2007, 01:54 PM
KAIROS   დაგწერა შე კაცო ქ...   May 3 2007, 09:33 PM
გლახა   KAIROS მაოცებ კაიროს...ძ...   May 4 2007, 10:45 AM
მხევალი ნინო   გლახა არ დაგვავიწ...   May 4 2007, 10:59 AM
გლახა   მხევალი ნინო არა...   May 4 2007, 11:00 AM
KAIROS   და ის მორწმუნენი ...   May 6 2007, 11:26 AM
S W A T   გლახა რას აპროტესტ...   May 6 2007, 11:36 AM
გლახა   KAIROS კომენტარს არ ვა...   May 7 2007, 11:24 AM
S W A T   გლახა ააა და ეგ არი...   May 7 2007, 12:00 PM
Dulos   კაიროს სხვა საკი...   May 8 2007, 01:00 PM
Dulos   კიდევ ერთხელ გიმე...   May 10 2007, 02:32 PM
KAIROS   მე კი ისევ გიმეორ...   May 10 2007, 02:56 PM
Dulos   კი არ გამოგრჩა, უბ...   May 10 2007, 03:55 PM
Dulos   პ.ს. კაიროს ეს გახსნ...   May 10 2007, 04:57 PM
KAIROS   აბა ვისზე გეკამათ...   May 14 2007, 12:27 PM
Dulos   უფრო ზუსტად მე გე...   May 14 2007, 03:44 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 09:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი