IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
მნათე
პოსტი Feb 16 2007, 10:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ იქნებ საბოლოოდ გავაანალიზოთ ეს თემა? ბოლოსდაბოლოს გავცეთ კითხვებს პასუხი! ძალიან საინტერესო იქნება წმინდა წერილის ერთგვარი 'შეხედულება' ამის ირგვლივ ირგვლივ....

სულ თავიდან როდესაც ხსენებული საკითხის გაანალიზებას შევუდექი, კითხვა დამებადა; ოდესმე თუ ყოფილა ეკლესიაში მომენტი, როდესაც ხატთა უარყოფა გადაწყვიტეს? პასუხად მივიღე-კი! წინ ამაფარეს ისტორია:

VII საუკუნის დასაწყისი-ბიზანტია დიდ საფრთხეშია.

კონსტანტინეპოლი ძლივს გადაურჩა არაბებს, დასავლეთიდან სლავები... სარცინებმა კონსტანტინეპოლი გარე სამყაროდან მთლიანად მოწყვიტეს... მოულოდნელად ბიზანტიის ჯარი შეტევაზე გადადის და არაბებს მუსრს ავლებს... შორსმჭვრეტელი იმპერატორი არაბიის გაქრისტიანებას გეგმავს... მაგრამ იგი აწყდება პრობლემას რომლის მტავარი მიზეზი ქრისტეანული ხატები ხდება. იგი ხატების აკრძალვას ითხოვს.

ამას მოსდევს სასულიერო დასის ორად გახლეჩვა რომლის ერთი ნაწილი თვლის რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება ხატების აზრს და მათ გაკერპებას იწყებს, უფრო მოწადინებული ნაწილი კი, ღრმავდება თეოლოგიაში და ცდილობს ეკლესიის აზრის შემობრუნებას-ერესის დაფუძნებას.

მათ წინ დგება ძალა, ეკლესიის მამებისა და მორწმუნე მრევლისა, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეთაურობს-მის გვერდიტაა იოანე დამასკელი და პაპი გრიგორი III, იმპერატორი ისავრეს ამ წინააღმდეგობამ, ხატმებრძოლობა უფრო გაუძლიერა.

დიდი ქარიშხალის შემდეგ 787 წელს, წმიდა ეკლესია მსოფლიო კრებაზე იკრიბება, 767 მამა ერთდროულად იღებს დოგმატს რომელიც მწვალებლობას უარყოფს!

-----------------------------------

რასთან გვაქვს საქმე? რა არგუმენტაცია ქონდა წმიდა ეკლესიას? სად მივდივართ ხატების უარყოფით? იქნებ ნესტორიანელობაში?

გვეკიტხებიან: რტომ მიაგებთ პატივს ხატებს?
ვპასუხობთ: ჩვენ ხატს არ მივაგებთ პატივს, არამედ მასზე გამოსახულს!


აი აქ იწყება კითხვათა მთელი ქარბუქი, რა საჭიროა ხატი როცა გყავს ცოცხალი ღმერთი?! როგორ შეიძლება ღვთაებრიობის გამოსახვა?! რატომ არ გვხვდება ამის შესახებ გარკვევით წმიდა წერილში?!

მკითხველთ ალბათ ავიწყდებათ რომ, წმიდა სამების შესახებ ძალიან ცოტა რამაა გარკვევით წმიდა წერილში, არ ვსაუბრობ ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა დიოფიზიტიზმი... გარკვეულწილად სწორედ ამაშია ხატთაყვანისმცემლობის გასაღები, მაგრამ როგორ?

იქნებ მიმასწავლოთ ხატმებრძოლობის დროინდელი მამების, არგუმენტები?


და ა.შ

რას გვეუბნება წმიდა იოანე დამასკელი?

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრე
ხატთა შესახებ



რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნგლად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
alex_b
პოსტი Apr 20 2007, 01:29 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ლადო

QUOTE
ცხონება შეიძლება ნებისმიერ ეკლესიაში, რომელიც წმიდა წერილს უმთავრეს ავტორიტეტად აღიარებს

შევასწორებ ცოტას ჩემო ლადო, თუმცა მგონია ბევრი შესწორებები მომიწევს შენს პოსტში wink.gif

ცხონება ეკლესიაში კი არა ქრისტეშია შესაძლებელი. ეკლესია არის გადარჩენილი ადამიანების ერთობლიობა და არა ორგანიზაცია, რომელიც გადარჩენას სთავაზობს. ისე კი სთავაზობს გადარჩენას, მაგრამ არა მისგან, არამედ ქრისტესგან. ანუ, მე ვქადაგებ, რომ ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები (საქ.16:31) და არა გახდი ჩემი კონფესიის წევრი და აუცილებლად გადარჩები. ალბათ ხვდებით განსხვავებას.

QUOTE
პროტესტანტთა სწავლებით მართლმადიდებლებმა (ასევე რომის კათოლიკებმა, მონოფიზიტებმა და ა.შ.) გადაუხვიეს წმიდა წერილის და ძველი ეკლესიის (1–3 საუკუნეები) სწავლებიდან შემდეგ საკითხებში (დანარჩენი შეუძლიათ დაამატონ): შემოიღეს ხატების, ჯვრის, წმინდა ადგილების და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემა; წმინდანებისადმი ვედრება და მათი სხეულების თაყვანისცემა; მიცვალებულებისთვის ლოცვა; აღიარებენ წმინდა გადმოცემას; შემოიღეს საეკლესიო საიდუმლოებები, სამღვდელო იერარქია, ბავშვების ნათლობა; საკუთარ ეკლესიას აღიარებენ შეუმცდარად და ა.შ.

აი ამაში კი გეთანხმები wink.gif

QUOTE
ნებისმიერი პროტესტანტი განმარტავს სახარებას ისე, როგორც მის მიმდინარეობაშია მიღებული

კი, ჩემი, დულოსის და გლახას გარდა wink.gif
მე არ განვმარტავ ისე, როგორც ჩემს მიმდინარეობაშია მიღებული (ზოგიერთივით). მე ვამბობ იმას, რაც ბიბლიაში წერია. და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, არასდროს არ მოგვდის ინსტრუქცია "ზემოდან" როგორ განვმარტოთ ბიბლია. ასეთი რაღაც შეგიძლია ე.წ. "იეჰოვას მოწმეებზე" თქვა. და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებზე.

QUOTE
რატომ ვერ იცნეს ებრაელმა მწიგნობრებმა განკაცებული ღმერთი, ნუთუ ამაზე მთავარი არის რამე მორწმუნისათვის? ნუთუ მწიგნობრები და ფარისევლები არ სწავლობდნენ ძველი აღთქმის წიგნებს?

კი, როგორ არ სწავლობდენ, მაგრამ ამასთან ერთად მათ შემოღებული ჰქონდათ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი სხვა ტრადიცია და წარმოდგენები, რომელმაც აშკარად ხელი შეუშალა ქრისტეს აღიარებაში.


QUOTE
საქმეც ის არის, რომ ბიბლიაში ყველაფერი მთავარი წერია, მაგრამ ამის შეცნობას გვანიჭებს არა იმდენად მეცნიერული კირკიტი, რამდენადაც სულიერი განწყობა და სულიერი ხედვა, რომლისთვისაც ღვთაებრივი მადლია საჭირო

მაგაში გეთანხმები მეგობარო, მაგრამ კარგად დაუკვირდი სიტყვებს: "განა არის თქვენს შორის მამა, რომელსაც შვილი პურს სთხოვს, ის კი ქვას აძლევს, ანდა თევზს სთხოვდეს და ქველს აძლევდეს? ჰოდა თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმას, ვინც სთხოვს." (ლუკ.11:11-13).
ხოდა უამრავი ადამიანი (და მათ შორის მეც) ხშირად ევედრება ღმერთს იესო ქრისტეს სახელით, რომ ჭეშმარიტებისაკენ წაგვიძღვეს. და სულიერი განწყობა შენ მარტო შენი იცი, სხვის სულში რა ხდება უნდა აღიარო რომ არ იცი. ისე გეთანხმება, მეცნიერებას სულიწმიდის განმარტება სჯობს, მაგრამ ეს სულიწმიდა შეზღუდული არ არის. მისი შეუზღუდაობაზე შეგიძლია წაიკითხო იოელის წინგში ანდა მოციქულთა საქმეების მე-2 თავში "თქვენს ძეებზე და ასულებზე და თქვენს მხევლებზე და მონებზეც მოვაფენ ჩემს სულს და იწინასწარმეტყველებენ".

QUOTE
თუ პროტესტანტები თვლიან, რომ ცხონება ყველა ეკლესიაშია შესაძლებელი, მაშინ რატომ გამოეყვნენ კათოლიკებს და რატომ იყოფიან დაუსრულებლად? წმინდა წერილი დაყოფისკენ, შუღლისკენ და მტრობისკენ მოგვიწოდებს, თუ ერთობისკენ და მშვიდობისკენ? იქნებ არ იციან პროტესტანტებმა, რამდენი სისხლისღვრა და მწუხარება მოიტანა ამ გაყოფამ და დაპირისპირებამ? თუკი ასე ნაკლებმნიშვნელოვანია, – მართლმადიდებელი იქნები, მონოფიზიტი, ლუთერანი თუ ბაპტისტი, მაშინ გამოდის, რომ ლუთერს, კალვინს და მათ თანამოაზრეებს საშინელი ბოროტება ჩაუდენიათ, როცა ამისთანა გაყოფას და დაპირისპირებას ჩაუყარეს საფუძველი.

სანამ ლუთერი კათოლიკებს გამოეყოფოდა, ქრისტიანული ეკლესი მანამდევე გაიყო. ეხლა შენ მეტყვი კათოლიკეები გამოგვეყვნენო, მაგრამ აბა იმათ ჰკითხე.... ასე, რომ გაყოფა ჩვენი მოგონილი არ არის.
მერე კიდევ სისხლისღვრას რაც შეეხება, არც მაგაში აქვთ სასიქადულო ისტორია ტრადიციულ ეკლესიებს.

და კიდევ ლუთერს ის კი არ უთქვამს ლუთერანობა გადაგვარჩენსო, არამედ მხოლოდ რწმენა, მადლი და ღვთის სიტყვა. ეკლესია კი გინდა გითხრა რა არის? "სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის" - იესო.

QUOTE
ჩვენ რომ ხატების და სხვა სიწმინდეების თაყვანისცემით წმიდა წერილის ერთერთ უმთავრეს მცნებას ვარღვევდეთ, მაშინ კერპთაყვანისმცემლები ვიქნებოდით და წმიდა წერილისავე საფუძველზე ჩვენთან პროტესტანტებს არანაირი რელიგიური ერთობა არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენი ცხონებაც გამორიცხული იქნებოდა. მაშ სად არის ლოგიკა პროტესტანტების მსოფლმხედველობაში, რატომ ცდილობენ ჩვენთან და კათოლიკებთან რელიგიურ ურთიერთობაში შესვლას?


იმ ადამიანის ცხონება კი არაა გამორიცხული, რომელსაც მართლმადიდებელი ანდა კათოლიკე ქვია. არამედ იმის, ვისაც იმედი აქვს, რომ რო მოკვდება ჭიქას ასწევენ, სანთელს აუნთებენ და სულ ჩირაღდნებით გაუნათებენ სასუფეველს. (ამას თქვენზე არ ვამბობ). მე კიდევ ვიმეორებ, რომ გადარჩენა არის იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის რწმენაში და იმაში, ვინც მისდევს მის გზებს. და არა რელიგიურ სახელწოდებაში.

QUOTE
პროტესტანტები ეკლესიის ისტორიაში ვერ იპოვიან იმ მორწმუნეთა უწყვეტ ჯაჭვს, რომელთაც ისევე სწამდათ, როგორც დღეს სწამთ ლუთერის და კალვინის შთამომავლებს,

მინდა შეგახსენო რომ პროტესტანტული (უმეტესი ყოველ შემთხვევაში) თეოლოგია დაფუძნებულია ბიბლიაზე და არა ისტორიაზე!!!

QUOTE
მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეებში ეკლესიის დევნის გამო შეუძლებელი იყო ხატების დაუბრკოლებლად გამოყენება ღვთისმსახურებაში

ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ მოციქულთა პერიოდში პირველ ნახევარში და კიდევ უფრო მეტში იყო თავისუფლების პერიოდი, ისე რომ ქრისტიანებს ჰქონდათ შესაკრებელი ადგილებიც და აზრის გამოხატვის უფლებაც, მაგრამ ჩემთვს უმაღლეს ავტორიტეტ წიგნში, მსგავსი არაფერი წერია. და რა მოგახსენოთ?


დანარჩენ წმინდანებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ჩემი რწმენა წმინდანების ნაწერებზე კი არა ბიბლიაზეა დაფუძნებული.
და დღეს ვისაც მე ვუსმენ თუ ვკითხულობ, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ბიბლიისაგან განსხვავებით.

აბა ველი თქვენს პასუხებს smile.gif cool.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი May 2 2007, 11:52 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738





ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

ცხონება ეკლესიაში კი არა ქრისტეშია შესაძლებელი. ეკლესია არის გადარჩენილი ადამიანების ერთობლიობა და არა ორგანიზაცია, რომელიც გადარჩენას სთავაზობს. ისე კი სთავაზობს გადარჩენას, მაგრამ არა მისგან, არამედ ქრისტესგან. ანუ, მე ვქადაგებ, რომ ირწმუნე უფალი იესო და გადარჩები (საქ.16:31) და არა გახდი ჩემი კონფესიის წევრი და აუცილებლად გადარჩები. ალბათ ხვდებით განსხვავებას.
cool.gif


რას ნიშნავს „ცხონება ეკლესიაშია“? ამ შეკითხვას პასუხობს წმ. თეოფანე დაყუდებული: „ცხონებისათვის მადლია საჭირო; სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაშია. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, მას არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი“. მაგრამ რადგან პროტესტანტები წმინდანებს ნდობით ვერ უყურებენ, სახარებას მივმართოთ; ნამდვილად ღირს ცხონების საკითხი ყურადღების შესაჩერებლად.
სახარებისეულ ცხრა ნეტარებას თუკი დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აქ საუბარია სწორედ იმაზე, თუ როგორი ადამიანი ცხონდება – ანუ ის, ვინც არის ჭეშმარიტად მდაბალი, მშვიდი, გულით წმინდა... მაგრამ ასეთი რომ გახდე, საჭიროა ღვთის მადლი და პიროვნული თავგანწირვა მცნებების აღსრულებისთვის. ამასთანავე სახარება გვასწავლის, რომ სიცრუის მამა ეშმაკია, ანუ ყველა ცრუმოძღვრების მიმდევარი მასთან ხდება სულიერად დაკავშირებული, ხოლო ღმერთი ეძიებს ისეთ თაყვანისმცემლებს, რომლებიც თაყვანს სცემენ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“. ამიტომაც ასეთი თაყვანისმცემელნი – მართლმადიდებელნი, ანუ ჭეშმარიტებით მადიდებელნი და თაყვანისმცემელნი შეადგენენ უფლის ერს ანუ ეკლესიას, რომლის თავი თვითონ უფალია; ამ ეკლესიას მიანიჭა მან სამღვდელოება, საიდუმლოებები, მადლი და ცხონება. ასე რომ, ცხადია, „ცხონება ქრისტეშია“, მაგრამ ქრისტესთან მისასვლელად გვჭირდება ჭეშმარიტი რწმენა, ეკლესია, სამღვდელოება, მადლი, ბრძოლა ქრისტეს მცნებებისათვის. სახარება გვეუბნება, რომ სასუფეველი ცათა იიძულების, ანუ ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა სასუფევლისათვის, ამ ბრძოლაში კი გვეხმარება უფალი და მისი ეკლესია – მადლით, სწავლებით, ცოცხალი მაგალითებით...
ამასთანავე აღსანიშნავია ერთი საკითხი. პროტესტანტები ამბობენ, რომ განყოფები ჯერ კიდევ პროტესტანტობამდე დაიწყო. ეს ფაქტია, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ჩვენთან განყოფა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სარწმუნოების შეცვლა, ანუ როცა რაღაც ნაწილში სულიერი სიცრუე მკვიდრდება და პროცესი განუკურნებელი ხდება. ეკლესია ასეთ მკვდარ ნაწილს მოიკვეთავს. პროტესტანტები კი ამბობენ, რომ ისინი უმნიშვნელო მიზეზებით იყოფიან, ანუ ისეთი მიზეზებით, რომლებიც, მათივე თქმით, საფრთხეს არ უქმნის სარწმუნოების სიწმინდეს და ცხონებას. ეს სულისკვეთება, მგონი თვითონაც ხვდებიან, აშკარად ეწინააღმდეგება სახარებას: „რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ“.

ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

ხოდა უამრავი ადამიანი (და მათ შორის მეც) ხშირად ევედრება ღმერთს იესო ქრისტეს სახელით, რომ ჭეშმარიტებისაკენ წაგვიძღვეს.


ცხადია, უფალს მრავალნი სთხოვენ „სვლად გზათა სიმართლისათა“, მათ შორის – მართლმადიდებლები, პროტესტანტები, კათოლიკები, მონოფიზიტები... და რა გამოდის? ხომ არ შეიძლება უფალი ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებს უგზავნიდეს ადამიანებს. საქმე ის არის, რომ ხშირად ჩვენი ბაგეები და გონება ერთს ითხოვს, გული კი სხვას... ანუ ალბათ ძნელი მოსაძებნი იქნება კაცი, რომელსაც ცხონება არ უნდა, მაგრამ მთელი გულით რამდენს უნდა? „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ“.


ციტატა(alex_b @ Apr 20 2007, 01:29 PM) *

მინდა შეგახსენო რომ პროტესტანტული (უმეტესი ყოველ შემთხვევაში) თეოლოგია დაფუძნებულია ბიბლიაზე და არა ისტორიაზე!!!

ჩემი რწმენა წმინდანების ნაწერებზე კი არა ბიბლიაზეა დაფუძნებული.


ბიბლია, როგორც წერილობითი ძეგლი, შეიქმნა ისტორიაში და თვითონ ბიბლიაში გადმოცემულია ისტორია, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიის, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიის პირველი პერიოდის. და ის წიგნები, რითიც ჩვენ ვსარგებლობთ, ისტორიის მანძილზე იწერებოდა, ითარგმნებოდა, გადაიწერებოდა. და სხვათა შორის ბიბლიამ ჩვენამდე ამ სახით რომ მოაღწია, წმინდა მამებს დიდი წვლილი მიუძღვით, მათ, სული წმიდის შთაგონებით, დააკანონეს ახალი აღთქმის კრებული, ისინი ავრცელებდნენ, თარგმნიდნენ, ინახავდნენ და ხშირად სისხლსაც ღვრიდნენ ხელნაწერების დასაცავად.
მართლმადიდებლების რწმენა, უეჭველია, პირველ რიგში ბიბლიაზეა დაფუძნებული, მაგრამ პროტესტანტებისგან განსხვავებით, ჩვენ ბიბლიას არ ვუპირისპირებთ ეკლესიას, არ განვიხილავთ ცალკე, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, არამედ ეკლესიის ნაწილად აღვიქვამთ მას, და საკუთარ გონებასთან შედარებით უპირატესობას ვანიჭებთ ეკლესიის მიერ მიღებულ განმარტებას, რადგან „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). თუკი გვწამს, რომ ეკლესიაში სული წმიდა მუდამ მოქმედებს, მაშ ცხადია, რომ იგი განაბრძნოს ბიბლიის განმმარტებლებელ წმინდანებს ყველა საუკუნეში. და თუკი სიმდაბლითა და სიყვარულით ჩავუღრმავდებით ბიბლიას, ცხადად დავინახავთ, რომ მართლმადიდებლობა მას არაფერში ეწინააღმდეგება. ვნახავთ მასში სიწმინდის პატივისცემასაც, წმინდა სიმბოლოებსაც, წმინდანების მოხმობასაც, სამღვდელოებასაც, ეკლესიასაც და საიდუმლოებებსაც...

ციტატა(Dulos @ Apr 23 2007, 01:09 PM) *

ცხონება მხოლოდ იესო ქრისტეს სახელშია. იოანეს 3:16 - ეს მუხლი ყველასათვის ცნობილია. შემდეგ საქმე 4:12: "სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით". აზრი გასაგებია. ერთადერთი მოთხოვნა გადასარჩენად არის იესო სახელის რწმენა.



გააჩნია რას ვიგულისხმებთ რწმენაში. მართლმადიდებლობა არ ასწავლის (როგორც პროტესტანტებს ჰგონიათ), რომ ადამიანი საქმეებით ცხონდება, ეს კათოლიკური სწავლებაა. ადამიანი ცხონდება რწმენით, მაგრამ არა უბრალო, ზედაპირული, არამედ ცოცხალი რწმენით, და ამ ცოცხალი რწმენის მოსაპოვებლად საჭიროა დიდი ბრძოლა, დიდი თავგანწირვა. ეს შეიძლება ერთ დღეშიც აღსრულდეს (მაგ. მოწამეები), მაგრამ უმეტესად წლებია საჭირო ამის მოსაპოვებლად, – სინანული, სიყვარული, მოთმინება და „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.
საინტერესოა, რას ფიქრობენ პროტესტანტები სახარების ამ სიტყვებზე: „ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან“.

ფორუმელი პროტესტანტები რატომღაც არაფერს წერენ თავისი განშტოების ისტორიაზე, როდიდან არსებობს, სად ჩაისახა და ვინ იყვნენ პირველები, ვინც გამოეყო სხვა პროტრსტანტებს, რა იყო მიზეზი, რამდენნი არიან მსოფლიოში და რამდენნი საქართველოში, რომელ საიდუმლოს ცნობენ, ვინ არის მათი უმაღლესი ლიდერი თუ იერარქი... არადა მგონი საინტერესოა. ამბობენ აქ იმიტომ შემოვედით, რომ თავი გაგაცნოთო და რაღაც მგონი უფრო ჩვენი სარწმუნოების კრიტიკით არიან დაკავებული...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ხატთა შესახებ   Feb 16 2007, 10:04 PM
დავით ივერიელი   არაფრის თქმას ვაპი...   Feb 16 2007, 10:15 PM
მნათე   სერგის კითხვები მ...   Feb 16 2007, 10:16 PM
დათიკო   სანამ ხატმებრძოლე...   Feb 16 2007, 11:04 PM
მნათე   მოდი :lol: კატაკომბე...   Feb 16 2007, 11:05 PM
lado s   რატომ არ წერია ახა...   Feb 16 2007, 11:07 PM
მნათე   გლახა გიპასუხებდ...   Feb 16 2007, 11:15 PM
დათიკო   МЫ МОЛИМСЯ НЕ ИКОНАМ - ЧЕРЕЗ...   Feb 16 2007, 11:28 PM
მარიამი   დათიკო არაჩვეულებ...   Feb 16 2007, 11:34 PM
დათიკო   მარიამი კურაევი ძ...   Feb 17 2007, 12:07 AM
გლახა   lado s რატომ არ წერია ა...   Feb 17 2007, 12:27 AM
დათიკო   ძალიან გთხოვ მოეშვ...   Feb 17 2007, 01:06 AM
გლახა   gaixare daTiko :) ara uSavs, mTavari isaa roma am ...   Feb 17 2007, 01:08 AM
დათიკო   გლახა გაიხარე :) ეხ...   Feb 17 2007, 01:14 AM
დათიკო   კიდევ ერთ საინტერე...   Feb 17 2007, 01:52 AM
lado s   გლახა გეთანხმები, ...   Feb 17 2007, 08:41 PM
solomony   არსებობს ხელთ უქმნ...   Feb 17 2007, 10:20 PM
მნათე   lado s გამარჯობა :) როც...   Feb 17 2007, 10:26 PM
lado s   მნათე „აქ რა იგული...   Feb 17 2007, 11:15 PM
მნათე   მეც მანდ ვარ კეთილ...   Feb 17 2007, 11:22 PM
გლახა   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 05:41 PM
Irine   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 06:48 PM
ქავთარაძე   გლახა წმინდანს კი ...   Feb 18 2007, 07:17 PM
ubralod gio   "აღიღე ტილოი იგი ...   Feb 18 2007, 07:29 PM
გლახა   Irine ძალიან უცნაურ დ...   Feb 18 2007, 07:32 PM
ubralod gio   არა მეგობარო ნუ მი...   Feb 18 2007, 07:37 PM
მნათე   'არიან რა წმიდები,...   Feb 18 2007, 09:53 PM
ქავთარაძე   ubralod gio ვაი რამხელა ავ...   Feb 18 2007, 09:56 PM
გლახა   ubralod gio მე ეს შენთვის ...   Feb 19 2007, 11:51 AM
დათიკო   Irine ჩვენ ღმერთის გა...   Feb 19 2007, 05:39 PM
მხევალი ნინო   დათიკო ამ სიტყვე...   Feb 19 2007, 05:46 PM
დათიკო   მხევალი ნინო იმედ...   Feb 19 2007, 05:47 PM
მნათე   თავად გლახა ამას ა...   Feb 19 2007, 06:07 PM
მხევალი ნინო   ოჰ, გლახა, გლახა! რ...   Feb 19 2007, 06:25 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 19 2007, 06:48 PM
მხევალი ნინო   გლახა მადლობთ, კა...   Feb 19 2007, 07:07 PM
მხევალი ნინო   თორემ დღეს გუჯამ ი...   Feb 19 2007, 07:21 PM
დათიკო   ნუ, თუ ის არის არგუმ...   Feb 20 2007, 01:17 AM
მნათე   მაგას რომ თავი გავ...   Feb 20 2007, 02:01 AM
გლახა   დათიკო დათიკო... ის...   Feb 20 2007, 03:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავ ერთი შ...   Feb 20 2007, 03:36 PM
გლახა   მხევალი ნინო კომენ...   Feb 20 2007, 03:50 PM
მხევალი ნინო   გლახა რა დროს კომე...   Feb 20 2007, 03:51 PM
დათიკო   გლახა შემწეობა ის...   Feb 20 2007, 04:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავი, რა ა...   Feb 20 2007, 04:39 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 20 2007, 05:54 PM
მხევალი ნინო   ჩაქრი !!! ;)   Feb 20 2007, 06:00 PM
მარიამი   გთავაზობთ ძალიან ს...   Mar 3 2007, 08:15 PM
გლახა   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 12:07 PM
miss_kartveli   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 02:42 PM
ალექსანდრე   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 09:37 PM
mariami-k   გლახა ჩემს ოპჯახს ...   Mar 10 2007, 02:35 PM
დათიკო   გლახა მთავარი ადა...   Mar 10 2007, 09:49 PM
მარიამი   როგორ მნათე იტყოდ...   Mar 10 2007, 09:59 PM
გლახა   მარიამი მნათე ხომ ...   Mar 11 2007, 12:12 AM
lado s   ძალიან საინტერესო ...   Mar 21 2007, 07:40 PM
lado s   В-пятых, кто первый сделал и...   Mar 21 2007, 08:10 PM
lado s   XVб. И опять из книги тогоже ...   Mar 21 2007, 08:23 PM
lado s   როგორც ამ ფორუმზე ...   Apr 19 2007, 06:33 PM
გლახა   lado s ყველას არ უნდა დ...   Apr 19 2007, 07:03 PM
დათიკო   გლახა რა თქმა უნდა ...   Apr 20 2007, 12:29 AM
ალექსანდრე   გლახა რა თქმა უნდა...   Apr 20 2007, 12:47 AM
დათიკო   ალექსანდრე ალბათ ...   Apr 20 2007, 12:51 AM
alex_b   ლადო შევასწორებ ც...   Apr 20 2007, 01:29 PM
lado s   ცხონება ეკლესიაში...   May 2 2007, 11:52 PM
კანონისტი   alex_b სახარება მათეს...   Apr 20 2007, 02:01 PM
alex_b   ვიზე საუბრობს და უ...   Apr 20 2007, 02:27 PM
დათიკო   alex_b ურჯულოებზე? ურ...   Apr 20 2007, 03:03 PM
კანონისტი   alex_b მეც დათიკო-ს აზრ...   Apr 20 2007, 03:55 PM
Dulos   როგორც იცით, ამ ფო...   Apr 23 2007, 01:09 PM
დათიკო   Dulos ანუ, საკმარისია ...   Apr 23 2007, 05:16 PM
Dulos   ცოტა ვრცელი პასუხ...   Apr 23 2007, 05:21 PM
დათიკო   Dulos გასაგებია, ბატო...   Apr 23 2007, 06:27 PM
კანონისტი   Dulos ჩემ წინა პოსტს რ...   Apr 24 2007, 10:53 AM
გლახა   დათიკო მე მგონია შ...   Apr 24 2007, 11:00 AM
კანონისტი   გლახა შენც გეხება ...   Apr 24 2007, 11:01 AM
გლახა   კანონისტი ნამდვილ...   Apr 24 2007, 11:35 AM
გლახა   გლახა ციტატა დავი...   Apr 24 2007, 12:11 PM
კანონისტი   გლახა როგორ და როც...   Apr 24 2007, 12:27 PM
გლახა   კანონისტი დავით მ...   Apr 24 2007, 12:32 PM
კანონისტი   გლახა ვერ გავიგე რ...   Apr 24 2007, 12:33 PM
გლახა   კანონისტი კაი არ გ...   Apr 24 2007, 12:34 PM
Dulos   როგორც ჩანს აშკარ...   Apr 24 2007, 01:49 PM
კანონისტი   Dulos რადგან ალექს_ბ-ს...   Apr 24 2007, 02:41 PM
Dulos   მიხარია, რომ გაგა...   Apr 24 2007, 03:02 PM
კანონისტი   Dulos მე სხვა რამეს ვა...   Apr 24 2007, 05:02 PM
Dulos   ძალიან კარგი. ხომ...   Apr 24 2007, 05:46 PM
კანონისტი   Dulos ამაზე რომ გამცე...   Apr 24 2007, 05:51 PM
Dulos   რა თქმა უნდა მეც მ...   Apr 24 2007, 06:33 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე, ძალიან ...   Apr 25 2007, 11:01 AM
alex_b   სალამი ფორუმელებო....   Apr 25 2007, 03:16 PM
lado s   რაც შეეხება ნათლო...   Apr 25 2007, 04:44 PM
კანონისტი   alex_b გასაგებია. ქადა...   Apr 25 2007, 03:24 PM
alex_b   მერე უფალი იმას არ ...   Apr 26 2007, 04:53 PM
Dulos   რა რწმენაც უნდა გ...   Apr 27 2007, 12:43 PM
matebichi   სხვადასხვაა იწამო ...   Apr 27 2007, 03:09 PM
Dulos   ალბათ მართალი ბრძ...   Apr 27 2007, 03:38 PM
ilia_7   ეპისტოლე აღმოსავლ...   Apr 28 2007, 09:49 AM
Dulos   მინდა გაგიზიაროთ ...   May 2 2007, 01:29 PM
მეხელი   . . . პავლე მოციქულის...   May 3 2007, 12:20 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 09:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი