რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ალექსანდრე |
May 3 2007, 12:40 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ilia_7
ციტატა მოწყალებას გაცემენ ლოცვებში არ მოიხსენიებენ ანუ მოწყალება მათ სახელზე გარკვეულწილად უმსუბუქებთ იქ ყოფას არაა? აი მგონი საინტერესი იქნება დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება. შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს? - ადამიანი სულისა ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია. მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამშჯავროს მერე დაიმკვიდრებენ. სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ ჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ. ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს. უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან. ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს როგორც ყოველთვის მამა თეოდორეს შესანიშნავი განმარტებები აქვს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 06:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი