![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ეს ეპოქა ყველაზე წმიდაა და ყველაზე სათუთი, ახალდაბადებული და თავგანწირული, ეს არის ღვთის სასწაულის ისტორია, ჭეშმარიტების ქადაგების ისტორია... შევეცადოთ დავუბრუნდეთ ფესვებს, ვისწავლოთ მათგან, გავიგოთ მათი ისტორიები, მათი ცხოვრება, აქ მოვყვეთ მოწამეთა ისტორიები, მოციქულთა ღვაწლი, აქვე დავდოთ წიგნები და სტატიები ( რომელიც შესაბამისად იქნება ასევე ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში) რომლებიც პირველი ოთხი საუკუნის ქრისტიანობაზე ისაუბრებს... აბა გთხოვთ იაქტიუროთ, მოძებნოთ და აქ თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საუკუნეებზე მოგვიყვება: აქ ახლა პირველ საეკლესიო ისტორიკოსს გთავაზობთ: ევსები კესარიელს http://www.4shared.com/file/13075045/3d408...KL_ISTORIA.html ეს კი პირველ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას შეეხება: http://www.4shared.com/file/11631280/d93f2...__LITURGIA.html აბა, გელით ![]() პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
რუსული რომ მოსაწყენი არ იყოს მოდით ახლა ნაბიჯ-.ნაბიჯ მივყვეთ ქრისტიანობის ისტორიას:
1) წმიდა სახარება - პირველწყარო უფლისა და მისი მოციქულების მოღვაწეობისა ვაღიარებთ რა ქრისტეს როგორც განკაცებულ ღმერთად, რომელიც განკაცდა ჩვენს გამოსახსნელად, სწორედ ქრისტეა და არა ვინმე სხვა ბაზისი და საფუძველი ქრისტეს ეკლესიისა, რომელის მისტიური თავიც თავად უფალია! 2) ქრისტეს მოციქულები უფლის ამქვეყნიური მოღვაწეობის ჟამს, მის ირგვლივ იყო 12 მოციქული მარკოზი 3:14 " და ყვნა ათორმეტნი იგი, რაითა იყნეს მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად" : პეტრე ( ნამდვილი სახელი სიმონი, ძმა ანდრიასი, შემდგომ ანდრია პირველწოდებული); ძმები იაკობი და იოანე ზებედეს ძენი, ფილიპე, თომა, ბართლომე, იაკობ ალფეს ძე, თადეოზი, სიმონ ზილოტი და იუდა ისკარიოტელი ამ 12 მოციქულს ( იუდა იცვლება მატათიათი : " გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა. ( საქმე : 1 : 26) განსაკუთრებულად აღერიცხება და თავად მოციქულთად შეირაცხება საული-პავლედ ქცეული; რომელიც მსოფლიო მქადაგებლად იქცა ქრისტიანობისათვის, პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები ქრისტიანობას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში, პირდაპირი თხრობა მოციქულთა მოღვაწეობისა, სწორედ აქ , ანუ 64 წლამდე მთავრდება, როდესაც მოციქულთა თავნი აღესრულნენ. 3) ქრისტიანობის გავრცელების ისტორია სამ ცეცხლს შუა: იუდეველთა, წარმართა და რომის იმპერიისა. ა) იუდეველები: ისინი არ ღებულობდნენ ქრისტიანობას, რადგან ვერ წარმოედგინათ მათი მესია ჯვარზე და 60.იან წლებში უძლიერეს და უდიდეს აჯანყებას იწყებენ, რაც მათი სასტიკი დამარცხებით მთავრდება, ქრისტიანები ამ აჯანყებაში ( როგორც ერთ დროს იერემია) მონაწილებას არ ღებულობენ და არ იზიარებენ იუდეველთა ამ უაზრო წინააღმდეგობის სულს , და ამიტომაც მეტად და მეტად დევნილი იქნა იუდეველთა მხრიდან, მით უმეტეს, რომ ისინი ქრისტიანებს მამათა რელიგიის მოღალატეებად მიიჩნევდნენ. ბ) წარმართები: წარმართულ სამყაროში ქრისტიანების დევნის და ზიზღის პირველი მიზეზი, ქრისტიანების მხრიდან წარმართი ღმერთების უარყოფა იყო, თავიდან საერთოდაც არ განასხვავებდნენ იუდეველებს და ქრისტიანებს, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებისთანავე, მიხვდნენ, რომ ქრისტიანები დიდად განხვავდებიან მათგან , ქრისტიანობა უფრო უნივერსალურია, აქ ებრაელების გარდა, რომალებიცაა, ბერძნებიც და ყველა სხვა ერის წევრებიც, განსვავების გარეშე, ცოტა ხანში როდესაც იმპერიის ხელისუფლება დაუპირისპირდება ქრისტიანულ თემებს, გავრცელებას იწყებს რამოდენიმე დიდი ცილისწამება, მათ შორის კაციჭამიობა ( ზიარების საიდუმლოს დამახინჯებული გაგება) გარყვნილება ( საიდუმლო შეკრებების დამახინჯებული გაგება), ღმერთების განრისხება ( რადგან ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს წარმართ ღმერთებს, მაშინ ყველა უბედურებას სწორედ ქრისტიანებს მიეწერებოდათ)... ცოტა ხანში ეს ყველაფერი საშინელ დევნაში გადაიზრდება , თუმცა იერუსალიმში დიდი მნიშვნელობის კრება იმართება, 50 წელი, როდესაც ეკლესიამ განურჩევლად მიიღო საკუთარ რიგებში წარმართიც და იუდეველიც, მხოლოდ ნათლისღების გზით, ამავე წლებში რომში ხვდებიან თავნი მოციქულთანი:პეტრე და პავლე, ხოლო მოციქულთაგან უმეტესობა უკვე ქადაგებს სხვადასხვა მხარეს, ზოგი აღესრულა კიდეც : წმ. სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე, იაკობი ეპისკოპოსი იერუსალიმისა... ქრისტიანობა უახლოვდება დევნების პერიოდს, რომელსაც წინ საოცარი მოგზაურობა და მისიონერული მოღვაწეობა უძღვის მოციქულთა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პავლე მოციქულის მოღვაწეობა, რომელიც აღწერილია "საქმე მოციქულთაში", ჩვენ კი თხრობას სწორედ იქიდან გავაგრძლებთ სადაც "საქმე" წყდება, ანუ დევნებიდან, იმპერატორი ნერონის სისხლიანი ეპოქიდან! დროებით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი