რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#381
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
May 3 2007, 12:01 PM
პოსტი
#382
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მეხელი,
აჯობებს ბოლო კითხვებიდან დავიწყოთ, რომ პირველებს გაეცეს პასუხი, შენს მიერ მოყვანილი წმიდანები სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და ისააკ ასური რაღათქმაუნდა იზიარებდნენ სწავლებას ჯოჯოხეთის მარადიულობის შესახებ და გმობდნენ ორიგენეს სწავლებას, რომელიც საბოლოოდ ყველას სამოთხეში დაბრუნებას ასწავლიდა, რაც დაიგმო კიდეც საეკლესიო კრებებზე, ასე რომ ეს დაზუსტება აუცილებელია, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ მამები მართლმადიდებლური დოგმატიკის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა სანამ დავსვამდეთ რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული, მანამ ისევ დავაზუსტოთ რაა ჯოჯოხეთი: ესაა ღვთის გარეშე ყოფნის საბოლოო არჩევანი, უნდა დავაზუსტოთ, რომ აქ ღმერთი კი არ არის დაშორებული ადამიანისაგან, არამედ თავად ადამიანი შორდება ღმერთს, სწორედ ეს იწვევს სულიერ ტანჯვას, ჯოჯოხეთიც ერთგვარი სულიერი მდგომარეობაა, არჩეული თავისუფალი ნებით, რადგანაც ამ არჩევანში ეშმაკისეული ძალები და მათი მიმდევარი სულები ჯოჯოხეთში მყოფნი გამყარებულები არიან, შესაბამისად, ამ არჩევანის შედეგი მუდამ ზრდადია, ისევე როგორც სამოთხეში ნეტარება მუდამ იზრდება ( საწინააღმდეგოდ იგივე ორიგენეს "მოყირჭების" თეორიისა) , ასევე ჯოჯოხეთშიც ღვთისაგან დაშორება მუდამ ზრდადია, ეს ადამიანის თავისუფალი ნების შედეგია და არა საღვთო რაიმე შურისძიებისა. ასე გამოთქვამს ამას აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე: " ... (ღმერთი) გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას: დავემორჩილოთ ან არ დავემორჩილოთ ღვთის განზრახვას. და ყოველივე ამის შემდეგ განა უაზრობა და უსაფუძვლო არ იქნება იმის მტკიცება, თითქოს მსჯავრდებულთა ხვედრი ღვთის სურვილია? და განა ეს ცილისწამება არ არის ღვთისადმი? ნიშნავს თუ არა ეს საშინელ უსამართლობას და გმობას ზეცისა? ღმერთი არ არის თანამდგომი არავითარი ბოროტებისა. მას ყოველი კაცის ხსნა თანაბრად სურს, მასთან არა აქვს ადგილი თვალღებას (მიკერძოებას). ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ღმერთი სამართლიანად სჯის მათ, ვინც დარჩენილა ცოდვის მორევში თავისივე გამრუდებული ნებითა და მოუნანიებელი გულით. არასდროს ვრაცხდით და არც შევრაცხთ სამუდამო სასჯელისა და ტანჯვის მიზეზად ღმერთს, მით უფრო - კაცთმოძულედ. მან ხომ თავად ბრძანა: სიხარული ისადგურებს ზეცად, ცოდვილთაგან ერთმაც რომ შეინანოსო. სხვაგვარ რწმენასა და ფიქრს ჩვენ არასდროს გავიკარებთ, სანამ ვაზროვნებთ. მათ კი, რომელებიც უკუღმართად ფიქრობენ და ქადაგებენ, ჩვენ გადავცემთ სამუდამო ანათემას და ვრაცხთ ურწმუნოთა შორის ურწმუნოდ. " -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი