![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] ღმერთი და ღვთისმსახურება
იესო ღმერთს "მამას" უწოდებდა რაღაც ახლებური,უფრო მეტად პიროვნული გაგებით,ვიდრე ვინმეს უწოდებია მანამდე.ის გვასწავლიდა,რომ ღმერთი რაღაც განსაკუთრებული სახით არის მისი მშობლიური მამა.იმავროულად ის თავის თანამოაზრეებს ასწავლიდა ლოცვას:"მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა!" ის ასწავლიდა მათ მისულიყვნენ ღმერთთან ისე,როგორც შვილები მიდიან მოსიყვარულე,მიმტევებელ და ბრძენ მამასთან.მან თავის მიმდევრებს მისცა "ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა"(ინ.1:12) მრავალი ადამიანისთვის ეს მოძღვრება მეტისმეტად ახალი იყო.რელიგია მათ წარმოედგინათ მხოლოდ რიტუალებისა და წესების სისტემად,იესომ კი აჩვენა,რომ რელიგიის საფუძველთა საფუძველია - ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობანი.ღმერთი,როგორც მამა,წვდება ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს,ის ზრუნავს ჩვენზე.ეს კი ლოცვას სრულიად სხვაგვარ აზრს აძლევს. როდესაც ქალმა ჭასთან მისულ იესოს ჰკითხა,სად უნდა სცენ ადამიანებმა თაყვანი ღმერთს,მან უპასუხა:"დგება ჟამი,არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.მაგრამ...ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით,რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის"(ინ.4:21-23).მოციქულთა საქმეების წიგნში ჩვენ ვხედავთ,როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველებამ განხორციელება,როცა "სახარება" არა მარტო ებრაელებს,არამედ წარმართებსაც ექადაგათ. თავად მაცხოვარი სისტემურად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში და ესწრებოდა დღესასწაულებს იერუსალიმში.ის არ აწესებდწ რელიგიური რიტუალების ახალ სისტემებს.ის ვარაუდობდა,რომ მისი მოწაფეები მოძღვარს მიბაძავდნენ :შეისწავლიდნენ ბიბლიას,ილოცებდნენ და იმარხულებდნენ.და მან ანდერძად დაუტოვა მოწაფეებს,რომ ახალრწმენამიღებულნი მოენათლათ და გაეხსენებინათ მისი სიკვდილი,იმავდროულად ერთად მიეღოთ პურიცა და ღვინოც,ისევე როგორც მან გაუნაწილა მოწაფეებს პური და ღვინო თავის უკანასკნელ სერობაზე. გავაგრძელებ....... -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
[] ლოცვა
ახალ აღთქმაში მოხსენიებულია იმის თაობაზე,რომ ქრისტიანები ინდივიდუალური ლოცვების შესრულების გარდა,ერთობლივი ლოცვის ჩასატარებლად ჯგუფებადაც იკრიბებოდნენ.მორწმუნენი ერთობლივად მონაწილეობდნენ "ზიარებაში,პურის გატეხასა და ლოცვებში". ისინი ლოცულობდნენ,რათა ღმერთს გამბედაობა მიენიჭებინა მათთვის,როცა იუდეველთა სინედრიონმა პავლესა და იოანეს იესო ქრისტეზე ქადაგება აუკრძალა.ისინი ლოცულობდნენ პეტრესთვის,როცა ის პატიმრობაში იმყოფებოდა;ისინი ლოცულობდნენ ბარნაბასა და პავლეს მისიონერული საქმიანობის წარმატებით დაგვირგვინებისათვის.ეს ლოცვები სპონტანური კი იყო,მაგრამ აღსავსე სულიერებითა და ძველი აღთქმიდან მოტანილი სიტყვებითა და გამოთქმებით. ზოგიერთი სიტყვები,რომლებიც პირველქრისტიანების ლოცვებშია გამოყენებული,ჩვენთანაც ცნობილია. *მარან-ათა (მარანათა 1 კორ. 16,22). ეს ორი არამეული სიტყვა ნიშნავს:"უფალო ჩვენო,მოდი!" ეს სიტყვები კვლავ გამოჩნდება ბიბლიის საბოლოო ლოცვაში:"ჰე,მოდი,უფალო იესო". *აბბა (მაკ.14,36) თვით იესოს მიერ გამოიყენებოდა ღვთის მიმართ. ეს არამეული სიტყვა "მამას" ნიშნავს.ის ორჯერ გვხვდება აგრეთვე პავლეს ეპისტოლეებში:"მაგრამ მიღებული გაქვთ შვილობის სული,რომლითაც ვღაღადებთ:აბბა, მამაო!" სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს,რომ ღვთის შვილები ვართ"(რომ.8,15-16). ანდა სხვა ადგილას:"და რაკიღა თქვენ შვილები ხართ,ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული,რომელიც შესძახის:აბბა,მამაო!". *ამინ ამ ძველებრაული სიტყვებით მთავრდება ლოცვები,რომლებსაც მსახურების დროს წარმოთქვამდნენ ტაძრებსა და სინაგოგებში.მათი მნიშვნელობაა "ჭეშმარიტად". ამიტომაც გამოცხადების მე-5 თავში აღწერილ ღვთისმსახურებაში,რომელიც ცაში სრულდება,მღაღადებელი ხმების ხმაზე:"ღირსია დაკლული კრავი მიიღოს ძალა და სიმდიდრე,სიბრძნე და სიმტკიცე,დიდება,პატივი და კურთხევა",ლოცვა მთავრდება დიდი "ამინით". სიტყვა "ამინით" მთავრდება ლოცვა რომაელთა 15:33-ში,ლოცვა-კურთხევა ღვთისადმი რომ.9:5-ში,ქება-დიდების შესხმა გალ.1:5-ში და ლოცვა-კურთხევა ქრისტიანი ძმებისადმი გალ.6:18-ში. ასქ.2:42; 4:24-30; 12:5; 13:3; გამოცხ. 22:20; რომ.8:15; გალატ. 4:6; გამოცხ. 5:11-14; 1 კორ. 14:16. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი