ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
Dulos |
May 3 2007, 01:54 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
[quote]ვფიქრობ, ძალიან აუბრალოებ "ეკლესიის " გაგებას; რომელია ის ეკლესია , რომელზეც თქვა "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენო"? არჩევანი სხვაა, მაგრამ რეალობა სხვა არ შეიძლება ყველა მართალი იყოს, ხომ უნდა იყოს რაღაც საზომი, რაღაც ზღვარი?[/quote]
საწინააღმდეგოს გეტყვი შენ: ამცირებ ეკლსიის მნიშვნელობას, რომელსაც თავად ბიბლია აძლევს მას. ეკლსიის გაგება თუ გაინტერესებს როგორი მაქვს, შეგიძლია გაეცნო განთავსებულ სტატიას და შემდეგ ვისაუბროთ. თუ რაიმეს აღმოაჩენ რაც ბიბლიას ეწინააღმდეგება ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. მაგრამ ჯერ ის წაკითხე, რათა საუბარი გაგვიადვილდეს ეკლესიაზე. ყველაფერს ერთად. ვერ დავწერ. რაზე იძახის იესო "ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დასძლევენ მას"? რომელ ეკლესია გულისხმობს? თუ თვლი რომ მართლმადიდებლურს, მაშინ სუბიექტურად ლაპარაკობ და არა როგორც ბიბლიის მკვლევარი თეოლოგი. მაგრამ ჯერ საფუძველი ვნახოთ. რა "კლდეზე" ლაპარაკობს იესო? [quote]მართლმადიდებლობაში ეს დოგმატიკით გარკვეულია და იმის იქით წვალებაა და სექტა.[/quote] ჩემთვისაც არის ბევრი რამ წვალება და ბიბლიის დამატება, მაგრამ ხომ ხედავ თანმიმდევრული ვარ და წერილიდან ვცდილობ ჩემო რწმენა მქონდეს, მაგრამ არა ისტორიიდან. ყველაზე მეტად საკვირველი ეს არის ჩემთვის, რომ ქრისტიანები ვკამათობთ ბიბლიის უპირველეს ავტორიტეტობაზე. მამათა განმარტებას მიხსენებ მერამდენედ. სინამდვილეში კი ბიბლიის მამათა განმარტებების განმარტებებით მელაპარაკები. [quote]აქ ყველაფერი სჩანს ვინაა მთავარი მოქმედი ეკლესიაში.[/quote] ე.ი სულიწმიდაა მთავარი მოქმედი ეკლსიაში? გეთანხმები ასი პროცენტით. ახალი აღთქმისეული ეკლესია როგორ განარჩევდა ერთმანეთისაგან ცრუსწავლებას და საღ მოძრვრებას? როგორ განარჩევდა ცრუწინასწარმეტყველებას ჭეშმარიტისაგან? ვიმეორედ ახალ აღთქმაში, როდესაც მოციქულები ეკლესიებს წერდნენ წერილებს და ასწავლიდნენ ქრისტიანულ მოძრვრებას, რა პრინციპებით ამცნობდნენ ხელმძღვანელობას? შეგიძლია გამცე პასუხი? [quote]ზემო თქმულიდან უკვე პასუხი გაეცა, შენს მომდევნო კითხვასაც, სწორედ იმ საზღვარს იქით რაც არის, რაც ეკლესიამ დააწესა, ითვლება ან თეოლოღუმენად, ან საერთოდ არაა მიღებული ეკლესიისათვის, ტერტულიანე საერთოდაც ანათემირებულია ეკლესიაში, უბრალოდ რაც სწორი თქვა იმ კაცმა იმას ვუსვამთ ხაზს, თქვენც ასე ხომ? მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ეკლესიას აქვს მკვეთრად განსაზღვრული სწავლება, რომელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს და რომელიც I-VII მსოფლიო და სხვა ადგილობრივ კრებებზე დამტკიცდა და უცვლელად მისაღებია ყველასათვის![/quote] არ ვიცოდი თუ ანათემირებული იყო. მგონი თავადაც არ იცოდა. აქ ჩანს იგივე, რასაც მე მეუბნევი. ხაზს უსვავ, ანუ იღებ რაც არ ეწინააღმდეგება შენს მრწამსს, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაადგინა. და უარყოფ რაც ეწინააღმდეგება. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიცია, რაც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა (ამ სიტყვაზე არ გამომყვე, ცუდი გაგებით არ ვიძახი). შენ რომ იტალიაში (გაგიმართლა, რომ ბრაზილიაში არ დაიბადე; ან კათოლიკე იქნებოდი ან პროტესტანტი) ან რომელიმე კათოლიკურ ქვეყანაშI დაბადებულიყავი და კათოლიკე ყოფილიყავი შესაბამისად, დაკარგული გექნებოდა ყველაფერი? უცველელად ვინ ყველასთვის არის მისარები შეგიძლია დააკონკრეტო? ვინ ყველა? ოღონდ ცოტა კონკრეტულად, ზოგადი პასუხი არ მაკმაყოფილებს. ვინ ყველასათვის? იცი დღეს რას ვაკეთებთ ჩვენ? იმას რასაც პავლე მოციქული ეწინააღმდეგებოდა კორინთოს ეკლესიაში. "მე პავლესი ვარ, მე კეფასი, მე აპოლოსის, მე კი ქრისტესი". "მე ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ (მართლმადიდებელი), არა მე ავრ ჭეშმარიტი ქრისტიანი (კათოლიკე), მე უფრო ჭეშმარიტი ქრისტიანი ვარ (პროტესტანტი)". ნუთუ ქრისტე გაიყო? ქრისტე არ გაყოფილა და ვინც ასე ანაწევრებს ქრისტეს სხეულს, ვერ გაუგია რას ნიშნავს ქრისტეს სხეული. მეტი ვიკითხოთ ბიბლია და ღმერთი დაგვეხმარება. [quote]ვფიქრობ ნეიტრალური მკითხველისათვის მაინც ნათელი იქნება რა განსხვავებაა აქ მრავალრიცხოვან, ერთმანეთისაგან განსხვავებულ და ხშირად სწავლებითად ერთმანეთის გამომრიცხავ პროტესტანტულ მიმდინარეობებსა და ერთიანი დოგმატიკით და ჭეშმარიტებით შემტკიცებულ სულიწმიდის მიერ დაარსებულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.[/quote] შეგიძლია ერთი ასეთი ერთმანეთისაგან გამომრიცხავი სწავლება დაასახელო, არ მინდა ჩავთვალო რომ უსაფუძვლოდ ლაპარაკობ. მერე გეტყვი რა დამოკიდებულება აქვთ პროტესტანტებს ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებთან? [quote]კითხვას დაგისვამ სად? [/quote] პასუხი: ეკლესიაში. [quote]ახალი განხეთქილება ქრისტიანობაში არ მოხდებოდა[/quote] რატომ გაიყო კათოლიკე სამოციქულო ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიად? რა იყო მიზეზი? აქ დაწვრილმანება არ მინდა, ყველამ კარგად ვიცით. ვკითხულობ სწავლება, პოლიტიკა, თუ რა? [quote]გაჩვენე რომ გამოსახულებები ძველ ტაძარშიც იყო, დამოკიდებულაზე მერე ვისაუბროთ, მთავარია რომ იყო![/quote] რა თქმა უნდა იყო. უფრო დაწვრილებით ვიტყვი რა გამოსახულებები და რა ფუნქციები და რა დამოკიდებულებები გააჩნდათ. [quote]მერე ისიც რომ თავად მოციქულები აარსებდნენ მიწისქვეშა კატაკომბებს[/quote] ვინ მოციქულები? ეს ახალი. [quote]აარსებდნენ მიწისქვეშა კატაკომბებს[/quote] რომის კატაკომბებით მთლიანად ქრისტიანობის შეფასება უფრო დიდ რიმილს იწვევს. რამდენი კატაკომბი არის აღმოჩენილი და საშუალოდ რამდენი ადამიანი იკრიბებოდა კატაკომბში? რომის კატაკომბების გარდა სხვაგანაც იყვნენ ქრისტიანები, თანაც ბევრნი და ბევრ ადგილას. რომი ქრისტიანობის ერთერთი ცენტრი იყო, როგორც იერუსალიმი, კართაგენი, ანტიოქია. იყო კიდევ ქალაქები, სადაც ქრისტიანების დიდი ჯგუფები არსებობდნენ. მათტვის ცნობილი იყო მსგავსი პრაქტიკა? კერთაყვანისცემისაგან თავის დაცვას თუ ცდილობდნენ, მითუმეტეს ესეთი რამ რომში არ უნდა გაეკეთებინათ. (ერთ ადგილს დამიწერ ვიცი, პირველი ქრისტიანული ეკლესია სადაც იყო. სხვებიც თუ ძნელი არ არის). [quote]ისტორია არის ბიბლიური რეალობის შედეგი[/quote] ეს რა თქვი? ბიბლიურ რეალობას და საერთოდ ბიბლიას ისტორიის გვერდით აყენებ? ევსევეი კესარიელს და იგივე ეზრას ან ნეემიას და მეფეთას და ნეშტთას წიგნებს ერთნაირი დამოკიდებულებით რომ არ კითხულობ, ვფიქრობ არ ვცდები. [quote]პომაზანსკის კი არ დაუწერია ჩემო დულოს დოგმატიკა [/quote] პომაზანსკი როგორც მაგალითი ვახსენე. რაც ამ ბოლო დროს წავიკითხე. რა თქმა მას კი არა მამებს აქვთ შედგენილი დოგამატიკა. თავისას როგორ დაამატებდა. თუმცა მისი არგუმენტები მეჩვენა სუსტი. [quote]სულიწმიდამ ეკლესიაში დაამტკიცა და რასაც ეკლესია ასწავლის მოციქულთა დროიდან, ასე რომ წყარო ერთია სულიწმიდა,[/quote] შენ თავად დაუკვირდი რა დაწერე ეხლა. კომენტარს არ გავაკათებ. სულიწმიდამ დაამტკიცა, რასაც მოციქულები ასწავლიდნენ? მე რომ პირველ საუკუნეში დავბადებულიყავი, როდესაც არ იყო ხატთაყვანისცემა ეკლესიაში და კიდევ ბევრი რამ რასაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, ვიქნებიდი, ტუ არა ჭეშმარიტი ქრისიტანი, საკმარისი იქნებოდა ჩემი ცხონებისათვის ის რასაც იესოს მოციქულებისაგან მოვისმენდი? [quote]შეიძლება, რადგან პროტესტანტული "ტრადიცია" ძალიან პატარაა, რომ მართლმადიდებელ ტრადიციას შეედავოს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიცია ურთიერთგამომრიცხავია და ეკლესიის საერთო ( ვგულისხმობ განხეთქილებამდე პერიოდს II-XI სს.ებს) ტრადიციას ეწინააღმდეგება..[/quote] მადლობ პასუხისთვის უკუნისამდე იცოცხლე დულოსი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი