რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
მეხელი |
May 3 2007, 03:48 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
KAIROS, მადლობას გიხდით ინფორმაციის მოწოდებისათვის, მაგრამ იგი ჩემს კითხვას არ ეხება, აქ მხოლოდ მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებაა გადმოცემული აღნიშნულ საკითხზე, რასაც მეც სრულებით ვიზიარებ.
რაც შეეხება ორიგენეს, მისი სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ დაკავშირებულია სულთა წინარეარსებობის შესახებ სწავლებასთან, რაც ხაზგასმულია მეხუთე მსოფლიო კრებაზე მის წინააღმდეგ გამოტანილ ანათემატიზმებში. მაგრამ შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ცხონებას უშვებდა უდიდესი წმინდა მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამავე დროს გმობდა ორიგენეს სწავლებას სულთა წინარეარსებობაზე. ასევე გარკვეულ თავშეკავებულ მოსაზრებებს საყოველთაო ცხონების შესახებ გამოთქვამდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. მაქსიმე აღმსარებელიც, ხოლო წმ. ისააკ ასურის ახლად აღმოჩენილ ნაშრომებშიც არის ასეთი სწავლებები. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ყველა აუცილებლად ცხონდება, ეს ადამიანის ან თუნდაც დაცემული ანგელოზის თავისუფალ ნებაზე ძალადობა იქნება. მაგრამ როგორ შევურიგოთ ერთმანეთს ერთი მხრივ, პიროვნების თავისუფალი მაგრამ მისივე თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნება და მეორე მხრივ, ღმერთისა და წმინდანების სიყვარული და თანალმობა. მე მხოლოდ კითხვას ვსვამ და არანაირი მზა პასუხი არ გამაჩნია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი