ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
KAIROS |
May 3 2007, 09:33 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომელ ეკლესია გულისხმობს? თუ თვლი რომ მართლმადიდებლურს, მაშინ სუბიექტურად ლაპარაკობ და არა როგორც ბიბლიის მკვლევარი თეოლოგი. მაგრამ ჯერ საფუძველი ვნახოთ. რა "კლდეზე" ლაპარაკობს იესო? დაგწერა შე კაცო ქართულად და მოკლედ უფალი იმ ეკლესიას გულისხმობს , რომელიც არის "ერთი, წმიდა და სამოციქულო", ანუ ის ვინც დაარსდა მოციქულების მიერ და ინახავს ჭეშმარიტებას პირველი საუკუნეებიდან დღემდე, რომელია არ უნდა იყოს ძნელი, ორი უდიდესი ხაზია შემორჩენილი სადაც სამოციქული ხელდასხმის ჯაჭვი და ტრადიცია შემორჩა , კათოლიკურში და ჩვენთან, დანარჩენი ეკლესიების ისტორია შენც კარგად იცი, როდის იწყება და რატომ მაწვალებ მოკლედ ანტიისტორიკოსებიც თუ იყვნენ პროტესტანტები არ მეგონა, მაგრამ ალბათ ლოგიკურია, თორემ გადაადგამ თუ არა საქმე მოციქულთა ეპოქიდან თუნდაც რამოდენიმე ათწლედს და უცებ მოხვდები პირველქრისტიანულ ეკლესიებში, თავისი ხატებით და ამას როგორ მიიღებთ... მესმის, მაგრამ შენთვის ავტორიტეტი შენი აზრია და იმ ახალი ეკლესიის რომელსაც შენ ეკუთვნი და რომელიც ერთერთია იმ უამრავი ეკლესიების რომლებიც პროტესტანტიზმის წიაღში იშვა, ჩემთვის კი ბიბლიის განმარტების ავტორიტეტები არიან კლიმენტი რომაელი ანუ მისი მასწავლებელი პეტრე მოციქული, ეგნატე ღმერთშომისილი ანტიოქელი, პოლიკარპე სმირენელი იოანე მახარებლის უშუალო მოწაფენი, ახლა მითხარი, ვინ უფრო დიდი ავტორიტეტებისაგან სწავლობს ბიბლიას? ციტატა მათტვის ცნობილი იყო მსგავსი პრაქტიკა? იყო ძამიკო, იყო, არა მარტო რომში, არამედ ალექსანდრიაში, პალესტინაში და მსოფლიო სხვადასხვა კუთხეებშია შემორჩენილი კატაკომებები, ღიმილს ის იწვევს, რომ ამხელა რეალობას აუბრალოებ და თვალს ხუჭავ!თორემ II-III საუკუნის ხატები უამრავია და მთელ მსოფლიოშია გაფანტული, ახლახანს დავბრუნდი IV- V ს.ის მოხატული ტაძრიდან ციტატა კერთაყვანისცემისაგან თავის დაცვას თუ ცდილობდნენ, მითუმეტეს ესეთი რამ რომში არ უნდა გაეკეთებინათ. ასე მხოლოდ პროტესტანტები ფიქრობთ, ჩემო კარგო, თორემ პირველქრისტიანს ისე არ ეშლებოდა ხატი კერპში, როგორც ახლანდელ მართლმადიდებელს ან თუნდაც ძველ ებრაელს ქერუბიმებით რომ აავსო ტაძარი!ციტატა ეს რა თქვი? ბიბლიურ რეალობას და საერთოდ ბიბლიას ისტორიის გვერდით აყენებ? ევსევეი კესარიელს და იგივე ეზრას ან ნეემიას და მეფეთას და ნეშტთას წიგნებს ერთნაირი დამოკიდებულებით რომ არ კითხულობ, ვფიქრობ არ ვცდები. მე ევსები კი არ დავაყენე ბიბლიის გვერდზე, არამედ შედეგზე გითხარი, რომ არ შეიძლება რეალობა, ანუ ისტორიული რეალობა ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან თავად ბიბლიაა დიდი რეალობა, ისტორიაში კი ერთი ან ორი წიგნი კი არ ვიგულისხმე, არამედ ზოგადად ისტორიული რეალობა, რეალური არსებობა II-III ხატებისა, ჯვრებისა, ტაძრებისა; გასაგებია ხომ? [u] ციტატა ციტატა სულიწმიდამ ეკლესიაში დაამტკიცა და რასაც ეკლესია ასწავლის მოციქულთა დროიდან, ასე რომ წყარო ერთია სულიწმიდა, შენ თავად დაუკვირდი რა დაწერე ეხლა. კომენტარს არ გავაკათებ. სულიწმიდამ დაამტკიცა, რასაც მოციქულები ასწავლიდნენ? ვერ გავიგე, დამიკონკრეტე რამ გაგაოცა, მოციქულები რომ ასწავლიდნენ, სულიწმიდის მადლით ხომ იყო? მაშ, სულიწმიდა მკვიდრობს იქ სადაც მოციქულთა სწავლებაა, ანუ ეკლესიაში. რა იყო აქ გასაოცი? ციტატა პირველ საუკუნეში დავბადებულიყავი, როდესაც არ იყო ხატთაყვანისცემა ეკლესიაში ეგ შენ გონია ეგრე, თორემ ლამაზად დაგიწერე, რომ ხატები არსებობდა, და ჯერ ამ არსებობაზე შევთანხმდეთ, დამოკიდებულების განსაზღვრა შემდეგი საფეხურია, ასე რომ რაც დაწერე არ შეესაბამება რეალობას... ციტატა კიდევ ბევრი რამ რასაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, ვიქნებიდი, ტუ არა ჭეშმარიტი ქრისიტანი, საკმარისი იქნებოდა ჩემი ცხონებისათვის ის რასაც იესოს მოციქულებისაგან მოვისმენდი? მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის რომ ცხონებისათვის საჭიროა, რწმენა, საიდუმლოებებში მონაწილეობა და კეთილი საქმეები, ამათ თუ გააკეთებ XXI საუკუნეშიც ცხონდები ციტატა ციტატა შეიძლება, რადგან პროტესტანტული "ტრადიცია" ძალიან პატარაა, რომ მართლმადიდებელ ტრადიციას შეედავოს, მითუმეტეს თუ ეს ტრადიცია ურთიერთგამომრიცხავია და ეკლესიის საერთო ( ვგულისხმობ განხეთქილებამდე პერიოდს II-XI სს.ებს) ტრადიციას ეწინააღმდეგება.. მადლობ პასუხისთვის უი, არაფრის, მაგრამ ეჭვი დამრჩა, რომ გეწყინა იხარე! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი