რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
KAIROS |
May 3 2007, 03:24 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმი საერთოა და ყველა შეუძლია აქ შემოვიდეს და გვესაუბროს, იმისათვის, რომ შემოსულმა ათეისტებმა თავიანთი პოზიციები უადგილოდ და გაფანტულად არ დააფიქსირონ, ამიტომ ვსხნი ამ თემას, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისათვის, მასთან ვისაც დიალოგი და ჭეშმარიტების ძიება სურს და ობიექტურია ფაქტების მიმართ! აბა გელით, პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
May 3 2007, 11:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აუ ეგ დაზიანება ამიხსენი რა, გთხოვ. მოკლედ, ექსორიაქმნილი (გამოდევნილი) კაცობრიობა, უკვე აღარ წარმოადგენდა სრულყოფილ ადამიანს, ისინი ჰარმონიადაკარგულნი აღმოჩნდენ, დაკარგეს შემეცნების უნარი, გახდნენ მიწას მიჟაჭვულნი, მათ ბუნებაში (და ზოგადად ბუნებაში) შევიდა აქამდე არნახული "რჯული" - ცოდვისა, ანუ მიდრეკილება ცოდვისკენ, ვნებებმა იჩინეს თავი და ეს იყო მასიური რეგრესი... ადამიანი ზნეობრივ ცხოვრებას ახერხებდა მაგრამ არ შეეძლო ღვთის პირის ხილვა, არ შეეძლო პნევმატური ცხოვრება... უფრო სწორედ შეეძლო მცირედით და არასრულყოფილად... იმისთვის რომ ეს დაცემული, რეგრესირებული ადამიანია აღმდგარიყო, საჭირო გახდა თავად ლოგოსის მოვლინება (თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა), რათა მას ადამიანად ქცეულს, ეცხოვრა და შემოაეტანა პრეცედენტი სრულქმნილი ცხოვრებისა, მოერეცხა გზა სასუფევლისკენ მიმავალი... რომელიც აქამდე დახშული იყო... მოვიდა, ეწამა, დაეფლა და აღდგა, - აღდგა და განგვაახლა, მოშალა ჯოჯოხეთის კარი და ამოიყვანა ადამი მისი კუთვნილი ადგილიდან, ამიერიდან ვინც მის ნათელს მიიღებს, მიიღებს შესაძლებლობას თავის თავში დათრგუნოს ვნებანი, იბრძოლოს მისი სულის სამოთხისეული სისპეტაკისთვის, იბრძოლოს ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი მდგომარეობისთვის რომელიც მისმა ნებამ მოიტანა, ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ნათლობა რომელიც ქრისტეს გზის გამეორებაა (შესაბამისად ცოდვებიც მოგვეტევება) არამედ განკურნების გზა, ბრძოლა რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ არამედ ჩვენი ნებით ნუგეშისმცემელი სული (სულიწმიდა) რომელიც მხნელმა მოგვივლინა როცა მამის გვერდზე დაჯდა (მადლი ქვია ამ მოვლინებას) ადამიანში ცოცხლობს ცოდვითი ბუნება, სწორედ ამიტომ მე მსურს ქრისტე და ვიღებ ბელიარს, რადგან თავი დავიავადე, ამიტომ საჭიროა ლოცვა, მწველი და შემმუსვრელი, რის შედეგადაც მაცხოვარი მოგაშველებს ხელს და შენი კაკუნის სიძლიერისამებრ გაგიღებს.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი