![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
Pianist |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 ![]() |
მოკლედ...
ეს პირადად ჩემთვის იმხელა თემაა რო აქ რომ დავწერო ეხლა რა მაინტერესებს მართლა მთელი კვირა ვერ მოვრჩები... ამიტომ მოკლედ , ლაკონურად, და ძალიან გთხოვთ არა "პროფესორულად" არამედ გასაგებად !, დაწერეთ და გამოხატეთ ტქვენი მოსაზრება, .. თუ ჩავარდნილხართ განსაცდელში ამის გამო, საერთოდ რას შეუმოსიხართ სულიერად, თუ განგიცდიათ იმგვარი დავრდომილობა რომელიც ერთგვარ სიხარულს და თითქოსდა "სულიერ საზრდოს" გაძლევს, და უდიდეს ვნებით და (თითქოსდა,,,შეიძლება კიდეც ასეა) სულიერ სიამოვნებას გაიჭებს... გიორგი ჩვენთან არს ღმერთი ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი