რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
მეხელი |
May 3 2007, 03:48 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
KAIROS, მადლობას გიხდით ინფორმაციის მოწოდებისათვის, მაგრამ იგი ჩემს კითხვას არ ეხება, აქ მხოლოდ მართლმადიდებლური დოგმატური სწავლებაა გადმოცემული აღნიშნულ საკითხზე, რასაც მეც სრულებით ვიზიარებ.
რაც შეეხება ორიგენეს, მისი სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ დაკავშირებულია სულთა წინარეარსებობის შესახებ სწავლებასთან, რაც ხაზგასმულია მეხუთე მსოფლიო კრებაზე მის წინააღმდეგ გამოტანილ ანათემატიზმებში. მაგრამ შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ცხონებას უშვებდა უდიდესი წმინდა მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამავე დროს გმობდა ორიგენეს სწავლებას სულთა წინარეარსებობაზე. ასევე გარკვეულ თავშეკავებულ მოსაზრებებს საყოველთაო ცხონების შესახებ გამოთქვამდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. მაქსიმე აღმსარებელიც, ხოლო წმ. ისააკ ასურის ახლად აღმოჩენილ ნაშრომებშიც არის ასეთი სწავლებები. მე არ მინდა იმის თქმა, რომ ყველა აუცილებლად ცხონდება, ეს ადამიანის ან თუნდაც დაცემული ანგელოზის თავისუფალ ნებაზე ძალადობა იქნება. მაგრამ როგორ შევურიგოთ ერთმანეთს ერთი მხრივ, პიროვნების თავისუფალი მაგრამ მისივე თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნება და მეორე მხრივ, ღმერთისა და წმინდანების სიყვარული და თანალმობა. მე მხოლოდ კითხვას ვსვამ და არანაირი მზა პასუხი არ გამაჩნია. |
lado s |
May 3 2007, 05:54 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 |
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ცხონებას უშვებდა უდიდესი წმინდა მამა, გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამავე დროს გმობდა ორიგენეს სწავლებას სულთა წინარეარსებობაზე. ასევე გარკვეულ თავშეკავებულ მოსაზრებებს საყოველთაო ცხონების შესახებ გამოთქვამდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. მაქსიმე აღმსარებელიც, ხოლო წმ. ისააკ ასურის ახლად აღმოჩენილ ნაშრომებშიც არის ასეთი სწავლებები. წმინდა გრიგოლ ნოსელს რაც შეეხება, დაზუსტებით ვერ ვიტყვით ამას, რადგან ზოგიერთი მამა ამბობს, რომ ეს სწავლება მწვალებლება შეიტანეს მის ნაშრომებში, ზოგიც ამგვარ ეჭვს გამოთქვამს, ამასთან, ეს სწავლება არსებითად არ უკავშირდება სულთა წინარეარსებობას. რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს და მაქსიმე აღმსარებელს, მოდი ჯობია ნუ დავაბრალებთ, რაც არ უთქვამთ. ისააკ ასურთან დაკავშირებით, ეს ე.წ. ახალი ნაშრომი მრავალ მწვალებლობას შეიცავს და ცხადია ამ სახით ის წმ. ისააკს არ ეკუთვნის, ან ჩამატებებია შიგ ან საერთოდ ნაყალბევია. რაც შეეხება შენს მიერ დასმულ კითხვას, ღმერთი მოწყალეა და ამავე დროს სამართლიანი. ადამიანი კი თავისუფალი არსებაა და მისი ცხონება ამ თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კაცობრიობის ისტორია თამაში გამოვა, ინდური „მაია“-ს მსგავსი, ანუ მათთან ყველაფერი ილუზიაა და თამაში, არც სამუდამო წარწყმედის შიში არსებობს. |
მეხელი |
May 4 2007, 01:29 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 |
რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს და მაქსიმე აღმსარებელს, მოდი ჯობია ნუ დავაბრალებთ, რაც არ უთქვამთ. ისააკ ასურთან დაკავშირებით, ეს ე.წ. ახალი ნაშრომი მრავალ მწვალებლობას შეიცავს და ცხადია ამ სახით ის წმ. ისააკს არ ეკუთვნის, ან ჩამატებებია შიგ ან საერთოდ ნაყალბევია. რაც შეეხება შენს მიერ დასმულ კითხვას, ღმერთი მოწყალეა და ამავე დროს სამართლიანი. ადამიანი კი თავისუფალი არსებაა და მისი ცხონება ამ თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კაცობრიობის ისტორია თამაში გამოვა, ინდური „მაია“-ს მსგავსი, ანუ მათთან ყველაფერი ილუზიაა და თამაში, არც სამუდამო წარწყმედის შიში არსებობს. lado s, ქვემოთ გთავაზობ წმინდა მამების ციტატებს. Знаю и огонь не очистительный, но карающий - или Содомский, который на всех грешников одождит Господь.., или уготованный диаволу и ангелам его, или тот, который идет пред лицом Господа и вокруг попаляет врагов Его, и - что ужаснее всего этого - действует вместе с червем неусыпающим, неугасим и увековечен для злых. Ибо все это показывает силу истребляющую, если, впрочем, и об этом не угодно будет думать более человеколюбиво и достойно Того, Кто карает. 40–ე სიტყვა „წმინდა ნათლისღების შესახებ“ св. Григорий Богослов, Творения, Свято- Троицкая сергиева лавра, 1994. т I, 568 с. "Может быть, они там крестятся огнем - последним крещением, самым болезненным и продолжительным,- который поглощает материю, как сено, и истребляет легкость всякого греха". 39–ე სიტყვა „უფლის გამოცხადების წმინდა ნათლის შესახებ“ св. Григорий Богослов, Творения, Свято- Троицкая сергиева лавра, 1994. т I, 543 с. ზოგადად ადამიანის პიროვნული ნების ფერიცვალებაზე წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერს, რომ იგი მოხდება ‘იმ მთლიანი ცვლილებისა და განახლების შედეგად, რასაც მომავალში ექნება ადგილი, საუკუნეთა დასასრულს ჩვენი უფლისა და ღმერთის მეშვეობით“ წმ. მაქსიმე აღმსარებელი, 59–ე ფსალმუნის განმარტება. სამწუხაროდ ახლა ხელთ არა მაქვს ამ ნაშრომის რუსული თარგმანი და ზუსტად ვერ გითითებ იმ ადგილს, სადაც ეს ტექსტია მოთავსებული. როგორც ვხედავთ, აქ არ არის რაიმეს დაჟინებული მტკიცება, არამედ ფრთხილი მოსაზრებებია გამოთქმული. წმინდა მამები არასოდეს იბრალებდნენ ყოვლისმცოდნეობას და ღვთის ნების საიდუმლოს ყოველთვის კრძალვიტ ეპყრობოდნენ. რაც შეეხება წმ. ისააკ ასურს და წმ. გრიგოლ ნოსელს, ასე ყოველთვის ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ იმის შესახებ, რაც მამების შრომოებში არ მოგვეწონება, რომ მწვალებლებმა ჩაუმატეს. რაც შეეხება ღმერთის სიყვარულსა და სამართლიანობას, წმ. ისააკ ასურს ძველ და ეკლესიაში კარგად ცნობილ თხზულებებში წერია, რომ ღვთის სიყვარული ისე აღემატება მისავე სამართლიანობას, როგორც მთელი გროვა ოქროს წონა ქვიშის ერთი ნამცეცისას. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანისას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი