IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა არის სული
მხევალი ნინო
პოსტი May 3 2007, 09:46 AM
პოსტი #381


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 06:39 PM
პოსტი #382


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ.

მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც.

მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“25.



სულის უკვდავება


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.


____________________________________________________________________-


სამშვინველი და სული


წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მხევალი ნინო   რა არის სული   May 3 2007, 09:46 AM
მეხელი   უფალმა პირველ ადა...   May 3 2007, 10:34 AM
მხევალი ნინო   მეხელი ასეთ შემთ...   May 3 2007, 01:40 PM
miss_kartveli   მეხელი ასეთ შემთხ...   May 3 2007, 01:47 PM
მხევალი ნინო   miss_kartveli რა არის მიდრ...   May 3 2007, 01:49 PM
მეხელი   miss_kartveli რა არის მიდრე...   May 3 2007, 02:09 PM
miss_kartveli   miss_kartveli რა არის მიდრე...   May 4 2007, 06:31 PM
likita   სული ღვთაებრივი გო...   May 3 2007, 05:02 PM
დათიკო   მეხელი მე ისეთი მო...   May 4 2007, 12:23 AM
მხევალი ნინო   დათიკო ზუსტად ეს ...   May 4 2007, 09:00 AM
marine   მე ის წამიკითხვას, ...   May 4 2007, 01:47 PM
მხევალი ნინო   marine გამოდის, რომ ყვ...   May 4 2007, 01:54 PM
ეკუმენისტი   marine გამოდის, რომ ყვე...   May 4 2007, 06:28 PM
Pianist   არავინ არ იცის რა ა...   May 4 2007, 01:57 PM
მხევალი ნინო   Pianist ძალიან კატეგო...   May 4 2007, 02:26 PM
Pianist   Pianist ძალიან კატეგორ...   May 4 2007, 06:41 PM
ეკუმენისტი   მოდი ასე ვთქვათ.. ყ...   May 4 2007, 06:44 PM
Pianist   ყველაზე ახლო ჭეშმ...   May 4 2007, 07:00 PM
მხევალი ნინო   ეკუმენისტი ამაზე...   May 4 2007, 06:31 PM
miss_kartveli   ეკუმენისტი ამაზე ...   May 4 2007, 06:33 PM
მხევალი ნინო   miss_kartveli ეს ალბათ უფრ...   May 4 2007, 06:36 PM
ეკუმენისტი   ცალკეულ ადამიანთა ...   May 4 2007, 06:39 PM
მხევალი ნინო   ეკუმენისტი ყოჩაღ ...   May 4 2007, 06:50 PM
მხევალი ნინო   Pianist თემას მართლაც ...   May 4 2007, 07:03 PM
დათიკო   გამიგია ასევე მესა...   May 4 2007, 10:20 PM
marita26   მამა თეოდორემ თქვა...   May 6 2007, 02:00 PM
Pianist   მამა თეოდორემ თქვ...   May 6 2007, 02:47 PM
ekusia   სული რა არის ვერ ვი...   May 6 2007, 10:19 PM
ნათია   სული არის არსება ც...   May 7 2007, 01:58 AM
მხევალი ნინო   ხალხნო, სული რა არი...   May 7 2007, 10:27 AM
ზებედე   ხალხნო, სული რა არი...   May 7 2007, 12:20 PM
ნათია   უფალმა პირველ ადა...   May 7 2007, 05:24 PM
agmsarebeli   ღმერთმა რომ დაასრ...   May 15 2007, 12:07 AM
inkvizitor   თუ ვინმე ფიქრობს რ...   May 18 2007, 12:02 AM
დათიკო   inkvizitor მე ვფიქრობ რომ...   May 18 2007, 01:57 AM
afxazi   დათიკო ყოველ ადამ...   May 18 2007, 04:35 PM
დათიკო   afxazi საიდან ასეთი და...   May 18 2007, 06:43 PM
მეხელი   საღვთო წერილში ბოლ...   Jul 19 2007, 11:19 AM
maZiebeli   agmsarebeli „მამაჲ ჩემი მ...   Jun 28 2007, 11:19 PM
southruislip   ადამიანის სული არ...   Jul 18 2007, 10:16 PM
გიორგი   მომავლის მიმართ კ...   Jul 18 2007, 10:41 PM
ზურა   მშვიდობა თქვენ! - ...   Jul 19 2007, 11:59 AM
დათიკო   მეხელი მე აქ არაფე...   Jul 19 2007, 06:50 PM
abo   სული ადამიანის გამ...   Jul 19 2007, 07:05 PM
shota1   ღმერთი დედისაგან დ...   Jul 19 2007, 08:15 PM
southruislip   შოტა1-ს ციტატა: სული...   Jul 20 2007, 01:28 AM
გიორგი   southruislip რატომ თვლი, რ...   Jul 20 2007, 10:43 AM
გიორგი   სული სიცოცხლეს ნი...   Jul 20 2007, 11:02 AM
iraklidze   მე დიდად გათვითცნო...   Jul 20 2007, 11:20 AM
გიორგი   iraklidze მართალია, სწორ...   Jul 20 2007, 12:18 PM
di_onise   აუ ერთხელ ისტორიის...   Jul 20 2007, 12:32 PM
iraklidze   ძალიან დიიიიდი ეჭ...   Jul 20 2007, 12:34 PM
კანონისტი   southruislip ბოდიში კითხვი...   Jul 20 2007, 12:35 PM
გიორგი   di_onise 3-4 გრამს არა. ეგ ...   Jul 20 2007, 01:04 PM
di_onise   iraklidze ხო არც მე დავუჯ...   Jul 20 2007, 01:08 PM
southruislip   კანონისტს ციტატა ...   Jul 20 2007, 01:14 PM
კანონისტი   southruislip მაგალითად? 1 მ...   Jul 20 2007, 01:17 PM
გიორგი   southruislip გულწრფელად გ...   Jul 20 2007, 01:36 PM
გიორგი   southruislip ისეთ რაცას წე...   Jul 20 2007, 01:55 PM
გიორგი   southruislip მათემატიკა დ...   Jul 20 2007, 02:15 PM
iraklidze   არა სული ენერგია ა...   Jul 20 2007, 03:57 PM
კანონისტი   iraklidze ანუ გიჟი უსულო...   Jul 20 2007, 04:29 PM
iraklidze   კანონისტი არა მოდი...   Jul 20 2007, 04:30 PM
გიორგი   დააზუსტე რას ამბო...   Jul 20 2007, 04:41 PM
iraklidze   თუ უტვინო და უორგა...   Jul 20 2007, 04:50 PM
გიორგი   თუ უტვინო და უორგა...   Jul 20 2007, 04:57 PM
iraklidze   მე მაინც მგონია რო...   Jul 20 2007, 05:01 PM
southruislip   გიორგის რატომ მიმ...   Jul 20 2007, 05:27 PM
Sotiris   იესო ქრისტე სჯული...   Jul 20 2007, 05:39 PM
კანონისტი   southruislip მე გკითხე, და ...   Jul 20 2007, 05:40 PM
გიორგი   southruislip მე მიგითითებ ...   Jul 20 2007, 06:01 PM
southruislip   კანონისტს დოგმატი...   Jul 20 2007, 06:05 PM
iraklidze   კაით ეხლა ნუ დახოც...   Jul 20 2007, 06:07 PM
კანონისტი   southruislip საინტერესოა.....   Jul 20 2007, 06:09 PM
iraklidze   ადამიანის დაწრილი...   Jul 20 2007, 06:11 PM
კანონისტი   ბოდიში, ესენი გგო...   Jul 20 2007, 06:12 PM
გიორგი   southruislip რა სულ ახალ ახ...   Jul 20 2007, 06:27 PM
southruislip   გიორგის და კანონის...   Jul 20 2007, 10:11 PM
leluka   სული შეიძლება აქვთ...   Jul 20 2007, 10:25 PM
iraklidze   southruislip საინტერესოა. ...   Jul 20 2007, 10:38 PM
გიორგი   southruislip ეს ბუნებრივი...   Jul 20 2007, 10:56 PM
southruislip   გიორგის გიორგი ერ...   Jul 21 2007, 12:56 PM
Sotiris   southruislip მოგვასვენე რ...   Jul 21 2007, 09:14 PM
southruislip   სოტრის ვერ გავიგე ...   Jul 21 2007, 10:55 PM
Sotiris   ვერ გავიგე თან მეუ...   Jul 22 2007, 12:00 AM
southruislip   სოტირის შენ გეტყო...   Jul 22 2007, 12:44 AM
Sotiris   სოტირის შენ გეტყო...   Jul 22 2007, 01:18 AM
southruislip   სოტრის ჩემს ქრისტ...   Jul 23 2007, 12:51 AM
გიორგი   southruislip ასეთი რაიმე ი...   Jul 23 2007, 10:08 AM
გიორგი   კათოლიკური ეკლესი...   Jul 23 2007, 10:48 AM
გიორგი   ამ კითხვაზე უკვე გ...   Jul 23 2007, 11:19 AM
გიორგი   ჭეშმარიტების გზა ...   Jul 23 2007, 11:30 AM
southruislip   გიორგის მე არ ვამბ...   Jul 23 2007, 10:17 PM
iraklidze   პირველ რიგში როგორ...   Jul 23 2007, 11:55 PM
გიორგი   southruislip ჯერ დავიწყოთ ...   Jul 24 2007, 12:49 PM
southruislip   გიორგის ციტატა: ბუ...   Jul 24 2007, 09:51 PM
დათიკო   southruislip თუ არ შეწუხდე...   Jul 24 2007, 10:37 PM
მართა   :lol: :lol: :lol: ბოდვაა!   Jul 24 2007, 10:43 PM
Sotiris   ისე ზოგს რა მაგრად ...   Jul 24 2007, 10:58 PM
დათიკო   Sotiris :D   Jul 24 2007, 11:03 PM
5 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 01:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი