სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
![]() ![]() |
| ეკუმენისტი |
May 4 2007, 07:13 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
ჯოჯოხეთური სატანჯველი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით რას წარმოადგენს მომავალი სატანჯველი? (წმინდა იოანე ოქროპირი) შეუძლებელია გონებამ წარმოიდგინოს მომავალი სიკეთენი, მეტადრე გადმოსცეს სიტყვამ; რამეთუ ამათი საპირისპირო, თუმცა ჩვენთვის გასაგები ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოიცემა, რომ იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება. გეენიასა შინა ტანჯვათა დაუსრულებლობაზე (წმინდა იოანე ოქროპირი) ყოველი ადამიანი კითხულობს: ექნება თუ არა დასასრული გეენიის ცეცხლს? ქრისტემ გაგვიმჟღავნა, რომ ამ ცეცხლს არა აქვს სასრული: სადა მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკოზი 9,46). ვხედავ, თქვენ შეკრთით, მაგრამ რა? ღმერთი გვიბრძანებს, დღემუდამ გამცნობდეთ ამაზე. თუმცა, თუ ისურვებთ, ეს თქვენთვის არ იქნება უსიამოვნო. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე (რომაელთა მიმართ 13,3). ასე რომ, თქვენ არა მარტო უშიშრად მოგვისმინეთ, არამედ – სიამოვნებითაც. ქრისტე მათ შესახებ, ვინც მას არ აპურებდა, ამბობს: და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა (მათე 25,46). ნუ მეტყვი, რომ უსამართლობაა, თუკი ტანჯვა მარადიულია. როცა ღმერთი რაიმეს იქმს, დაემორჩილე მის განსაზღვრებას და ნუ ბრძნობ ადამიანურად. ამასთან, განა უსამართლობაა, თუკი კაცი თავიდან ათას სიკეთეს მიიღებს, ხოლო შემდეგ ღირსს სასჯელისას ჩაიდენს ისე, რომ გონს არ მოვა არც შერისხვისა და არც კეთილისმყოფელობისგან, ბოლოს დაისაჯოს? თუ შენ სამართლიანობას ითხოვ, მაშინ სიმართლის კანონით უკვე სათავეშივე უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ ღმერთი მაშინაც არა მარტო სიმართლის კანონით მოქმედებდა, არამედ მისი კაცთმოყვარება იყო ის, რასაც ჩვენ დავექვემდებარეთ. ღმერთმა შენ სამოთხეზე მეტი სიკეთე აღგითქვა; ჯერეც არ მოუნიჭებია, რათა შენ ღვაწლში არ გაზარმაცებულიყავ და ამასთან, შრომათა შინა არ დაუძლურებულიყავ. სცოდა რა ადამმა ერთი ცოდვით, სიკვდილი მოიმკო, ჩვენ კი – ყოველდღე ათასობით ცოდვას ჩავდივართ. თუკი მან ერთადერთი ცოდვით ამდენი ბოროტება იწვნია და ამსოფლად სიკვდილი შემოიყვანა, მაშინ ჩვენ რაღა დაგვემართება, ვინც მიწყივ ცოდვაში გავხევებულვართ, თუმცა კი სამოთხის ნაცვლად ზეცას ველოდებით? თუკი ნაკლების მიმღებელი დასჯილია და ვერაფერმა გაამართლა, მეტადრე ჩვენ მადლისაკენ მოწოდებულნი და უფრო მეტად ცოდვილნი, მივეცემით აუტანელ საუკუნო სატანჯველს. ტანჯვათა სხვადასხვაგვარობაზე (წმინდა ეფრემ ასური) როგორც სახარებიდან გსმენიათ, სხვადასხვაგვარია ტანჯვა. ამიტომაც ბნელი გარესკნელი (მათე 8,12) განსაკუთრებულ მხარეშია; გეჰენია ცეცხლისა (მათე 5,22) – სხვა მხარეა; ღრჭენაჲ კბილთა (მათე 13,42) – სხვაა; მატლი დაუძინებელი (მარკოზი 9,48) – ასევე სხვა; ერთი ადგილია ტბა ცეცხლისა (გამოცხადებაჲ 19,20), ხოლო მეორე – გეჰენია, ცეცხლი უშრეტი (მარკოზი 9,48) სრულიად სხვა კი – ქუესკნელი (ფილიპ. 2,10). სწორედ ამ სატანჯველებში განაწილდებიან უბედურნი, თითოეული თავისი შეცოდებისდა მიხედვით. როგორც განსხვავდებიან ცოდვები, ასევე განსხვავდება სატანჯველი სატანჯველისაგან. სხვაგვარად იტანჯება მრუში, სხვაგვარად – მეძავი, განსხვავებულად – მკვლელი, სხვაგვარად – ქურდი და სხვაგავრად – მემთვრალე, მწვალებლობებით შებღალულებს კი ეთქმით: მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ (ისაია 26,10). ვისაც სხვის მიმართ ჰქონდა მტრობა, განიკითხება როგორც მძულვარე და წარიგზავნება უკუნ წყვდიადში, რამეთუ მოიძულა ქრისტე, მთქმელი ამისა: იყვარებოდეთ ურთიერთარს და შეუნდობდეთ ერთმანეთს. ვაი, მაშინ მეძავთა. ვაი, მემრუშეთა. ვაი, მემთვრალეთა. ვაი, გრძნეულთა და მარჩიელთა. ვაი, განცხრომასა და ცეკვა-თამაშში ღვინისმსმელთა. ვაი, ერეტიკული გმობით შებღალულთა. ვაი, სინანულისთვის ბოძებული დროის სიცილსა და გართობაში გამფლანგველთა. ვაი, უკეთურთა ქრთამით გამამართლებელთა. ვაი, სხვისი საკუთრების გამფლანგველთა. ვაი, მუშაკისთვის გასამრჯელოს წამრთმევთა, რამეთუ ასეთები იგივე არიან, რაც სისხლის დამქცევნი. ვინც დედამიწაზე ძარცვა-გლეჯვით შეურაცხყოფდა ღმერთს და ფარავდა თავის საქმეებს, ჩაგდებულ იქნება უკუნ წყვდიადში, სადაც სხივიც კი არაა სინანულისა. ვინც გულით მზაკვრობას ატარებდა, ხოლო გონებით – შურს, საშინელი უფსკრული დაჰფარავს, აღსავსე ცეცხლითა. ვინც მრისხანებას ეძლეოდა და გულს სიყვარულს არ აკარებდა ისე, რომ მოყვასიც კი სძულდა, ანგელოსებს გადაეცემა სასტიკი ტანჯვისთვის. ვინც პურს არ უტეხდა მშიერს, არ შეეწეოდა გაჭირვებულს, ხმამაღლა მოუხმობს თავის ტანჯვებში, მაგრამ არავინ გამოეხმაურება და არავინ განუსვენებს. ვინც მდიდარი იყო და გემოთმოყვარებითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებულს კი კარს არ უღებდა, ცეცხლის ალში გახვეული წვეთ წყალს ინატრებს, მაგრამ ბაგეს არავინ დაუსველებს... ვინც ბაგეს ავსიტყვაობით იბილწავდა და ენას – ღვთისმგმობობით, მყრალ წუმპეში შთაეფლობა და საშუალება აღარ ექნება პირი გახსნას. ვინც ძარცვავდა და სხვებს ავიწროებდა და უმართლებულო შენაძენით თავის სახლს ქონებას მატებდა, შეუბრალებელი დემონები თავისთან წაათრევენ. კბილთა ღრჭენა იქნება მისი მონაპოვარი. ვინც სამარცხვინო ავხორცობის ჟინით განხურდებოდა, სატანასთან ერთად მიეცემა საუკუნო წვას გეენიაში. ვინც სამღვდელოების აკრძალვას არღვევდა და თვით ღმერთისაგან ბრძანებულს ფეხით თელავდა, ყველაზე უფრო მძიმესა და ყველაზე უფრო საზარელ ტანჯვას მიეცემიან... მაშინ ცოდვილნი და მართალნი განცალკევებულ იქნებიან ერთმანეთისგან და გაჰყვებიან გზას, საიდანაც არ ბრუნდებიან. განცალკევებულ იქნებიან ისინიც, ვინც ერთ დროს მეფობდნენ: ბავშვებივით ატირდებიან და მონებივით გააძევებენ. განცალკევებულ იქნებიან უდებად მცხოვრებნი მონაზონნი, ამა სოფლის შემყვარებელნი და მიწიერად განმსჯელნი. განშორებულ იქნებიან მშობელნი შვილთაგან, მეგობრები მეგობართაგან. განცალკევებულ იქნებიან მეუღლენი, რომელთაც არ დაიცვეს სარეცელი შეუბღალავად. თუმცა აღარას ვიტყვი, რამეთუ თავად მეც შიში მომიცავს... გაიქცევიან მაშინ ცოდვილნი, განდევნილნი, იძულებულნი და მძვინვარე ანგელოსთაგან გამათრახებულნი; გაიქცევიან ისინი კბილების ღრჭენით და სულ უფრო და უფრო ხშირად მიჰხედავენ უკან მართალთ, რომელთანაც განაცალკევეს. იმ სიხარულსა და სინათლეს დაინახავენ, რომელშიც წილი უძევთ და უკანასკნელ მწარედ ატირდებიან, თვალს მიეფარებიან. და მიაღწევენ ისინი ყველაზე უფრო საზარელ ადგილს, სადაც კიდევ ერთხელ იქნებიან განცალკევებულნი და განაწილებულნი სატანჯველისდა მიხედვით. (წმინდა ბასილი დიდი) თუკი ღმერთი სამართლიანი მსაჯულია, არამარტო კეთილთათვის, არამედ მანკიერთათვისცა, მიმგებელი თითოეულისთვის საქმეთაებრ მათთა, მაშინ ერთი შეიძლება ჩაუქრობელი ცეცხლის ღირსი იყოს, მეორე უფრო სუსტისა, ან უფრო მწველისა, სხვა კი – და???ანელი ტკივილის მომყენებელისა, თითოეულის შესატყვისად, ხოლო სრულიად სხვანი – გეენიისა, რომელშიც, უეჭველია, სხვადასხვაგვარი სატანჯველია, სხვები – უკუნი წყვდიადისა, სადაც ერთი ტირილამდეა მისული, მეორე კი – გადამეტებული ტანჯვისგან, კბილთა ღრჭენამდე. თავად უკუნი წყვდიადი გვაფიქრებინებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანი. და იგავში ნათქვამი სიღრმესა შინა ქვესკნელისასა (იგავი 9,18) გულისხმას გვაძლევს, რომ ზოგიერთები, თუმცაღა ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა ქვესკნელის სიღრმეში, განიცდიან რა შედარებით მსუბუქ ტანჯვას. |
ilia_7 რა არის ჯოჯოხეთი May 2 2007, 10:45 PM
miss_kartveli ღმერთმა ადამიანს უ... May 2 2007, 10:48 PM
makuna7474 ცოტა რთული თემაა დ... May 2 2007, 10:54 PM
მარიამი მე მაქვს კარგი წიგ... May 2 2007, 11:04 PM
ilia_7
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:12 PM
ეკუმენისტი
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:40 PM
დათიკო makuna7474
მოძღვრის გარე... May 2 2007, 11:42 PM
ilia_7
მოწყალებას გაცემე... May 2 2007, 11:58 PM
ai gogoo მე იმას გავიმეორებ... May 3 2007, 12:23 AM
ალექსანდრე ilia_7
როგორც ყოველთვ... May 3 2007, 12:40 AM
KAIROS http://church.ge/index.php?showtopic=1558&...t=0... May 3 2007, 12:58 AM
მეხელი შეკითხვები მაქვს. ... May 3 2007, 11:17 AM
KAIROS მეხელი,
აჯობებს ბო... May 3 2007, 12:01 PM
KAIROS დამხმარე ლიტერატუ... May 3 2007, 12:38 PM
Dulos
თავად გჯერავს, რო... May 3 2007, 02:39 PM
orthodox_82
თავად გჯერავს, რომ ... May 3 2007, 05:24 PM
afxazi Dulos
შენ არ გჯერა? May 3 2007, 02:53 PM
მეხელი KAIROS, მადლობას გიხდი... May 3 2007, 03:48 PM
lado s
შეგახსენებთ, რომ ს... May 3 2007, 05:54 PM
მეხელი
რაც შეეხება წმ. გრ... May 4 2007, 01:29 PM
marita26 მეც მწამს რომ შეიძ... May 3 2007, 05:49 PM
sofi89
მე პირადად ნამდვი... May 3 2007, 06:51 PM
ai gogoo
ai gogoo
ე.ი. შენი მოძღვ... May 3 2007, 09:50 PM
marita26 sofi89
მეც მსმენია მაგ ... May 3 2007, 08:08 PM
ilia_7
როგერ შეილება მივ... May 3 2007, 09:21 PM
marita26 ilia_7
მერე შეიძლება ს... May 3 2007, 09:30 PM
ilia_7
ანუ ადამიანის ლოც... May 3 2007, 09:44 PM
marita26 ilia_7
არა მარტო ლოცვი... May 3 2007, 09:45 PM
ilia_7
მე იმის მჯერა რომ მ... May 3 2007, 09:49 PM
marita26 ilia_7
რათქმაუნდა უფლი... May 3 2007, 09:52 PM
adamis_nekni რავიცი, ჯოჯოხეთი ა... May 3 2007, 09:53 PM
ilia_7 KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:56 PM
ეკუმენისტი
KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:58 PM
მხევალი ნინო sofi89
ეს ცოტა კითხვი... May 4 2007, 01:39 PM
Dulos
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 04:22 PM
ეკუმენისტი
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 07:03 PM
marita26 Dulos
აბა რატომ მოგვიწ... May 4 2007, 04:24 PM
მხევალი ნინო Dulos
????????????????????? ბევრზე ... May 4 2007, 04:32 PM
sofi89
ილია, რა თქმა უნდა, ... May 4 2007, 07:11 PM
ილია ეკუმენისტი
მადლობ... May 5 2007, 08:24 PM
KAIROS
ნინოს გაუმარჯოს,
... May 5 2007, 08:56 PM
ეკუმენისტი
ცხონება სულის მდგ... May 5 2007, 10:47 PM
KAIROS
ვერა, მაგრამ ის მხ... May 6 2007, 11:37 AM
ეკუმენისტი
ჩვენი არცერთი გულ... May 6 2007, 02:02 PM
KAIROS
რათქმაუნდა, ასწავ... May 6 2007, 05:56 PM
ზურა KAIROS
კარგი გამარჯობა... May 13 2007, 03:09 PM
ილია ხო საინტერესო საკ... May 13 2007, 03:41 PM
დათიკო ზურა
როგორ მოგვანა... May 13 2007, 07:35 PM
ზურა ღმერთმა გაგიმარჯო... May 13 2007, 08:58 PM
დათიკო ზურა
:მპუა:
"მოკვ... May 13 2007, 09:26 PM
KAIROS
გაგვიხარდა შენი გ... May 13 2007, 11:42 PM
ზურა ღმერთმა გადლოცოთ :)
... May 15 2007, 07:06 PM
Iona
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:12 AM
ეკუმენისტი
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:26 AM
ekusia ჯოჯოხეთი ერთადერთ... May 14 2007, 12:21 AM
ნათია ჯოჯოხეთი - ეს არის ა... May 14 2007, 12:55 AM
sofi89
:კი: არ უნდა დაგვავ... May 14 2007, 06:34 PM
KAIROS
მგონი გავეცი პასუ... May 14 2007, 07:17 PM
Iona
სრულიად ვერა მაგრ... May 14 2007, 08:38 PM
sofi89 მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 2 2007, 11:27 PM
ზებედე
მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 4 2007, 03:26 AM
ეკუმენისტი
მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 4 2007, 10:20 PM
inkvizitor კეთილო ხალხო!
დეი... Jun 5 2007, 10:52 AM
sofi89 წიგნს ჰქვია "ჩევნ... Jun 9 2007, 08:15 PM
sofi89
ეს შეიძლება პირობ... Jun 9 2007, 09:22 PM
KAIROS
სოფი შეეშვი ამ ზღ... Jun 9 2007, 09:41 PM
sofi89
ok,არც მე მინდა მაგა... Jun 10 2007, 07:12 PM
inkvizitor ვისაც გგონიათ რომ ... Jun 10 2007, 08:47 PM
KAIROS
ხუმრობდი მეგონა, ა... Jun 10 2007, 09:00 PM
death ჯოჯოხეთის მდებარე... Jun 10 2007, 10:43 PM
KAIROS
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 10 2007, 10:58 PM
death
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 11 2007, 12:05 AM
KAIROS
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 11 2007, 12:02 PM
death
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 12 2007, 07:09 PM
sofi89
შეგეშალა,სვანი არ ... Jun 11 2007, 02:30 PM
shota1 ჩემი აზრით ჯოჯოხეთ... Jun 11 2007, 05:10 PM
agmsarebeli ჯოჯოხეთი მარადიულ... Jun 15 2007, 01:46 PM
ზებედე
ან კიდევ ისეთი კატ... Jun 15 2007, 06:13 PM
agmsarebeli [განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 07:06 PM
ზებედე
[განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 10:11 PM
agmsarebeli [რა დავწერე და თუ მი... Jun 17 2007, 10:26 PM
ზებედე
[რა დავწერე და თუ მ... Jun 17 2007, 10:47 PM
agmsarebeli [შეწყალებულ იქნები... Jun 18 2007, 05:41 PM
afxazi agmsarebeli
განსაწმედელს ... Jun 15 2007, 04:44 PM
ალექსანდრე ვინმეს შეუძლია გამ... Jun 15 2007, 06:21 PM
ზებედე
ვინმეს შეუძლია გა... Jun 16 2007, 04:55 PM
KAIROS
პასუხს მაგ კითხვა... Jun 16 2007, 09:01 PM
death
მაშინ სადაა აბრაა... Jun 16 2007, 11:08 PM
ზებედე
აბრამმა ბინა გაყი... Jun 17 2007, 12:06 AM
death
მოგიტევოს უფალმა...... Jun 17 2007, 12:17 AM
ზებედე
ვახ კაცო, მოდი მაში... Jun 17 2007, 12:30 AM
death
რა უაზრო შედარება... Jun 17 2007, 12:41 AM
ზებედე
აბრამის წიაღი არ ი... Jun 17 2007, 12:55 AM
death ზებედე როგორ ჩანს, ... Jun 18 2007, 06:24 PM
ალექსანდრე KAIROS
ეს ყველაფერი კა... Jun 16 2007, 11:37 PM
KAIROS აბრამიის წიაღის არ... Jun 17 2007, 11:30 AM
Sotiris ამ პოლემიკაში ჩართ... Jun 18 2007, 05:30 PM
KAIROS
მოდი ახლა ალექსან... Jun 17 2007, 11:43 AM
KAIROS სოტირისს, აშკარად ... Jun 18 2007, 06:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 03:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი