რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
KAIROS |
May 3 2007, 03:24 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმი საერთოა და ყველა შეუძლია აქ შემოვიდეს და გვესაუბროს, იმისათვის, რომ შემოსულმა ათეისტებმა თავიანთი პოზიციები უადგილოდ და გაფანტულად არ დააფიქსირონ, ამიტომ ვსხნი ამ თემას, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისათვის, მასთან ვისაც დიალოგი და ჭეშმარიტების ძიება სურს და ობიექტურია ფაქტების მიმართ! აბა გელით, პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გიორგი |
May 4 2007, 07:14 PM
პოსტი
#42
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კათოლიციზმს და განსაკუთრებით მის საშინელ ინკვიზიციას არაფერი კავშირი არა აქვს არამც თუ მართლმადიდებლობასთან არამედ საერთოდ ადამიანობასთან. ეს კარგადაა არეკლილი შუა საუკუნეებში და ცოტა მოგვიანებით დაწერილ ნაწარმოებებშიც. გარდა ისტორიული ფაქტებისა კათოლიციზმის სისასტიკე კარგად ჩანს ჰაგარდის ნაწარმოებში "მონტესუმას ასული", სადაც სავსებით სამართლიანად კათოლიკე ბერები გატოლებული არიან აცტეკების ქურუმებთან, სადაც არსებობდა ველური სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა ცოცხალი ადამიანის დაკვლით და გულის ამოგლეჯით. ეს მართლაც სამარცხვინო ლაქა იყო კაცობრიობის ისტორიაში და ამას საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლობასთან.
რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს საკითხს აქ მეცნიერება არაფერ შუაში არაა, ეს ისტორია რომ ჯორდანო ბრუნო იმიტომ დაწვეს კოცონზე, რომ დედამიწა ბრუნავსო თქვა და უარი არ თქვა თავის ნაშრომებზე არის თავიდან ბოლომდე კომუნისტების მოგონილი, რათა დაეკნინებინათ ეკლესიის და საერთოდ რელიგიის იმიჯი. ჯორდანო ბრუნო კათოლიკურმა ეკლესიამ ჯადოქრად გამოაცხადა ( არა აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა ჯადოქარი და ამით ვის რას უშავებდა), მაგრამ არც მაგიტომ დაუწვავთ, ეს იყო მისი დევნის დასაწყისი მაგრამ საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს რომის პაპის შეურაცხყოფისთვის (რაც აგრეთვე ამაზრზენია, კათოლიკები ხომ რომის პაპს ღვთის მოადგილედ და უცდომელად მიიჩნევენ და მასზე რაიმე ცუდის თქმასიკვდილით ისჯებოდა); გალილეიც არ ყოფილა მხდალი პიროვნება და როგორც მეცნიერი ბრუნოზეც უფრო მეტად მიმაჩნია, მან შეამჩნია ინკვიზიციის ფანატიზმი და მთელ რიგ რაღაცეებზე უარი თქვა, მაგრამ ამით გადაარჩინა მეტი სამეცნიერო ნაშრომი და რომის პაპის წინაშეც შეინანა (შეიძლება გულით სულაც არ ნანობდა, მაგრამ თუ ის პაპს დაუპირისპირდებოდა მასაც მოუონებდნენ რაიმე სისულელეს . . . მეცნიერება არაფერ შუაშია ინკვიზიტორებმა ბევრი პატიოსანი, მაგრამ გაუნათლებელი ადამიანი აწამეს ეშმაკეულობის, ჯადოქრობის და ათასი თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი