IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დეტალები
Lenus
პოსტი Apr 22 2007, 03:54 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



-------------


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 4 2007, 07:50 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მოვლენები. ბრძოლა ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარებისათვის, რუსეთის და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ქართველი უმაღლესი სასულიერო იერარქები აქტიურად შეუდგნენ მუშაობას, რათა ერთის მხრივ, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიების და მეორეს მხრივ, არამართლმადიდებელ ქრისტიანულ კონფესიებს ოფიციალურად ეცნოთ 1917 წლის 12(25) მარტის სვეტიცხოვლის დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტმა, პირველ ყოვლისა, სცადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რაც დაკავშირებული იყო საეკლესიო ქონების გაყოფასთან, ეკლესია-მონასტრების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის პრობლემებთან.

რუსეთის დროებითი მთავრობა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებეული გახდა დათანხმებულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მაგრამ რუსეთის ეკლესიის სინოდი, რელიგიის საქმეთა სამინისტრო, ობერპროკურორი 25 მარტის ერთობლივ სხდომაზე იღებენ გადაწყვეტილებას სცნონ საქართველოს ეკლესიის ეროვნული ავტოკეფალია, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოში არსებული არაქართული მართლმადიდებელი ეკლესიები თავისი მრევლით საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის მიღმა რჩებოდა. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, 27 მარტიდან საქართველოს ეგზარქოსყოფილი პლატონი კავკასიისა და თბილისის მიტროპოლიტად გამოცხადდა. ამის გამო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტმა 29 მარტის კრებაზე ოფიციალური პროტესტის ტექსტი შეიმუშავა დროებითი მთავრობის სახელზე.

რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობას ადგილი ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ვლადიმერ ბენეშევიჩის თბილისში ვიზიტისას 10 აპრილიდან 4 ივნისის ჩათვლით, მას მოლაპარაკება ჰქონდა დეკანოზ კ. კეკელიძესა და ნ. თალაკვაძესთან. ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, არქიმანდრითი ამბროსი ხელაია და დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე პეტერბურგში, როცა ისინი სპეციალური მისიით საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის კომიტეტის სახელით მოლაპარაკებას აწარმოებდნენ რუსეთის დროებით მთავრობასთან, რუსეთის წმ. სინოდთან. 1917 წლის 1 აგვისტოს ეპისკოპოსმა ანტონმა სიტყვით მიმართა რუსეთის სინოდს: "ივერიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესია აუწყებს ამას ქრისტეს მიერ საყვარელ თავის და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიას, თქვენი უწმიდესობის სახით, და უძღვნის მართლმადიდებლობის შინა მყოფ რუს მოძმე ხალხს ქრისტიანულ წრფელსა და მხურვალე ამბორს. ქრისტეს მიერ ამ სიყვარულის ცხოველ გრძნობით ჯვაროსანი ეკლესია ივერიისა ითვალისწინებს განვლილ ჟამთა შინა საუკუნოთა სტადიონზე ორივ ეკლესიათა მიერ მართლმადიდებელ სარწმუნოების წმიდა დოგმათა თანხმობლივ დაცვას და გამოსთქვამს მტკიცე რწმენას იმაში, რომ ამიერიდან ორივე მონათესავე სარწმუნეობითაცა და სულიერ მისწრაფებით ეკლესიანი იცხოვრებენ კეთილთანხმობით, მჭიდრო კავშირისა და ურთიერთისადმი სიყვარულით, რათა ერთი გულითა, თუმცა არა ერთითა ენითა, ადიდებდნენ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ქრისტე არს ჩვენ შორის".

სინოდის სხდომაზე მთავარეპისკოპოსმა სერგიმ გამოთქვა იმედი, რომ ის ზოგიერთი გაუგებრობა, თუ უთანხმოება, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ რუსეთის ეკლესიასთან წარმოიშვა მოლაპარაკების გზით გადაიჭრება მომავალ საეკლესიო კრებაზე.

1917 წლის 19 აგვისტოს გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება. ამ დროს, როგორც ჩანს, სინოდში გაიმარჯვა იმ აზრმა, რომელნიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას უკანონოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ იქ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ერთად არ მიიწვიეს საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის წარმომადგენლები. კრებამ სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩია ტიხონ ბელავინი, რომელმაც 1917 წლის 29 დეკემბერს მრისხანე წერილით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს კირიონ II-ს, წერილი გამოირჩეოდა ფაქტებისა და მოვლენების ტენდენციური შეფასებით. პატრიარქი ტიხონი თვლიდა, რომ საქართველოში ეკლესიური გამგებლობა ეკუთვნოდა რუსეთის წმიდა სინოდს, რომ თითქოს ეგზარქოსობის ხანაში ქართველობას არავითარი უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ რუსული მმართველობის მიმართ. პატრიარქი ტიხონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებდა, რომ წარმდგარიყვნენ რუსეთის საეკლესიო კრებაზე, როგორც დამნაშავენი და ეღიარებინათ თავიანთი შეცოდებანი. წერილი იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ საერთოდ არ უპასუხა მას.

1919 წლის 5 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდმა წერილობით უპასუხა რუსეთის პატრიარქ ტიხონს. წერილის დასაწყისშივე კარგად სჩანდა, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური უკან დახევას არ აპირებდა "მდაბალი ლეონიდი, წყალობითა ღვთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, საყვარელ მეუფესა და ქრისტეს მიერ უპატიოსნესს ძმასა და თანამსახურსა, უწმიდეს ტიხონს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს". უწმიდესი ლეონიდი მისთვის ჩვეული თაქტის, ისტორიული საბუთების მოშველიებით აბათილებდა ტიხონის ბრალდებას. იგი დაწვრილებით განიხილავდა ეგზარქოსობის ხანაში ქართველი სამღვდელოების, მორწმუნე მრევლის საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ბრძოლის ეტაპებს, რომელსაც რუსი ეგზარქოსები ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტების ფანტასტიურ ბოდვას უწოდებდნენ. უწმიდესი ლეონიდი დასძენდა: "ჩვენ საქმეთა შინა ცდომებს არ აქვს ადგილი, ხოლო უკეთუ ასეთები შეგვენიშნა, მათი აღკვეთისათვის ყოველ ეკლესიას მოეპოვება საშუალება... პატრიარქი ლეონიდი გამოთქვამდა რწმენას, "რაკი აღვადგინეთ კანონიკური წყობილება ქართულსა და რუსულ ეკლესიაშიც, მტკიცედ უნდა ვუთვალყუროთ, რათა შემდგომში არავითარი ესეგვარი არ იქმნეს". სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიამ ამ ეტაპზე არ ისურვა საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის აღდგენა, მისი, როგორც დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება, უფრო მეტიც, რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდი თვლიდა, რომ სოხუმის ეპარქია და თბილის რუსთა სამრევლო მათ გამგებლობაში უნდა დარჩენილიყო. ისინი ანგარიშს არ უწევდნენ იმას, რომ თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ხოლო სოხუმის ოლქში ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი იჯდა.

1919 წელს აფხაზთა სახელით თავადმა ვ. შერვაშიძემ მიმართა წერილით სოხუმის რუს ეპისკოპოსს სერგის, წერილში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სოხუმის ეპარქიის მმართველად საკათალიკოზო საბჭოს მიერ დანიშნულია მიტროპოლიტი ამბროსი და აქ თქვენი ადგილი აღარ არისო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ 1926 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე განიხილა რუსეთის წმ. სინოდის მცდელობა ჩარეულიყო საქართველოს ეკლესიის საქმეებში და მკაცრი პროტესტი გაუგზავნა რუსეთის მხარეს. მიტროპოლიტი ქრისტეფორე აღნიშნავდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობს საკავშირო კპ/ბ/-ს მსგავსად განავრცოს თავისი უფლებები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებზე, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელიაო. 1926 წლის დეკემბერში თბილისში ჩამოვიდა ბაქოსა და კავკასიის მიტროპოლიტი პეტრე სერგეევი, რომელსაც დავალებული ჰქონდა განეგო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული ეკლესიების საქმეები. იგი შეხვდა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოს წევრებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდს ეცნო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიის უფლებათა იგნორირებას შეეცადნენ 1927 წლის თებერვალში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიათა კრებაზე, სადაც ლენინგრადის მიტროპოლიტმა ბენიამინმა, მოსკოვის მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებს ვასილ დიმოპულოსს, პაველ კატაპოტისს საქმის ვითარება ისე დაუხატეს, თითქოს საქართველოს ეკლესია "სქიზმაზე" (განხეთქილებაზე) მიდიოდა. ამ შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია საერთოდ არ მიუწვევიათ. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული სამრევლოები კვლავ არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

(გავაგრძელებ)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა   Apr 22 2007, 03:54 PM
marine   წმინდა ილია მართალ...   Apr 24 2007, 12:29 PM
დათიკო   მე უფრო მეტად ჩვენ...   Apr 24 2007, 03:31 PM
KAIROS   დიდი თემაა. ნაწილ-...   Apr 24 2007, 05:59 PM
afxazi   KAIROS უკაცრავად მაგრ...   Apr 24 2007, 06:04 PM
დათიკო   ქართული ეკლესიის ა...   Apr 24 2007, 07:53 PM
afxazi   ქართული ეკლესიის ...   Apr 24 2007, 08:03 PM
დათიკო   KAIROS თუ არ დაგეზარებ...   Apr 24 2007, 08:11 PM
KAIROS   როცა ვხუმრობ, ვწერ...   Apr 24 2007, 10:48 PM
afxazi   KAIROS სიტყვებით აშკა...   Apr 25 2007, 09:37 AM
კანონისტი   [size=2]კონსტანტინოპოლ...   Apr 25 2007, 11:28 AM
KAIROS   არცერთმა, და არც შ...   Apr 30 2007, 04:02 PM
afxazi   Lenus რუსეთის ეკლესია...   Apr 30 2007, 08:04 PM
afxazi   Lenus ვერ გაიგებდი იმ...   May 1 2007, 10:26 AM
afxazi   Lenus გაიხარე. მე ზემო...   May 1 2007, 03:57 PM
afxazi   ავტოკეფალიის აღდგ...   May 4 2007, 07:50 PM
afxazi   1938 წლის 4 აგვისტოს ს...   May 5 2007, 11:00 AM
afxazi   საქართველოს მართლ...   May 5 2007, 07:00 PM
afxazi   დასასრული მეორე მ...   May 7 2007, 10:32 AM
ირგე   afxazi რაც ვერ განხორც...   May 28 2007, 04:50 PM
afxazi   ირგე სტალინი ჯერ ე...   May 28 2007, 04:56 PM
ირგე   afxazi სერიოზული ეჭვე...   May 28 2007, 05:33 PM
afxazi   ირგე ეს ემიგრანტუ...   May 28 2007, 05:41 PM
ირგე   afxazi ჰოო. ეგ არ ვიცოდ...   May 28 2007, 05:52 PM
afxazi   ირგე რა ეჭვი?   May 28 2007, 08:08 PM
ირგე   afxazi რომ იუმორი აკლდ...   May 28 2007, 11:20 PM
afxazi   ირგე ამ გადაკრული ...   May 29 2007, 10:46 AM
ulvashi   არ მჯერა მაგის ქრი...   May 29 2007, 11:44 AM
ulvashi   Lenus მონათლული ბევრს ...   Jun 21 2007, 04:59 PM
GOKA   ბატონო ლენუს 1943 წელ...   Jun 28 2007, 03:22 AM
GOKA   ეჰ რა ვქნა ეხლა თქვ...   Jun 30 2007, 12:39 AM
დათიკო   GOKA მცდარი შეხედულე...   Jun 30 2007, 02:43 AM
GOKA   ბატონო ლენუს მაგ ფ...   Jun 30 2007, 11:09 PM
ზვარე   ისე სტალინის დიდი ...   Mar 18 2008, 11:56 PM
marine   "ისტორიიდან იცით,...   Apr 5 2016, 08:30 PM
marine   "სწორედ საქართვე...   Apr 17 2016, 12:45 PM
marine   "ჩამონათვალის ბო...   Jul 27 2016, 10:58 AM
marine   "...ქართველებმა და...   Feb 1 2017, 05:18 PM
marine   "...რუსეთის ხელისუ...   Feb 2 2017, 10:13 PM
marine   "როდესაც დედაეკლ...   Mar 23 2017, 11:38 AM
marine   "ტაძრები, რომლები...   Apr 12 2017, 02:00 PM
marine   "XX საუკუნეში, როგო...   Apr 21 2017, 10:07 AM
marine   "მიტროპოლიტმა ლე...   Apr 26 2017, 12:23 PM
marine   "2017 წლის 12/25 მარტი ი...   Apr 26 2017, 07:27 PM
marine   "1905-1907 წლებში ბრძოლ...   Jun 14 2017, 10:23 PM
marine   "მზად ვართ, მტლად ...   Jul 18 2017, 02:39 PM
marine   "მამა-შვილი შიო დ...   Aug 2 2017, 12:26 PM
marine   "პატრიარქის მოღვ...   Jan 4 2018, 08:50 PM
marine   "არ იქნებოდა საქა...   Jan 16 2018, 06:29 PM
marine   "ჩვენთვის ძალიან ...   Mar 30 2019, 07:09 PM
marine   "თბილელმა მიტროპ...   Aug 9 2019, 10:04 PM
marine   "იყო ასეთი კანონი...   Apr 2 2020, 07:09 PM
marine   "[იურისტი, ისტორი...   May 3 2020, 10:35 PM
marine   "უფალმა ინებოს, რ...   May 9 2021, 07:39 PM
marine   "ავტოკეფალიის აღ...   Feb 8 2022, 07:39 PM
marine   "საქართველოს ეკლ...   Feb 13 2022, 12:13 PM
marine   "კათოლიკოს-პატრი...   Feb 13 2022, 01:33 PM
marine   "ქართლში კათოლიკ...   Feb 26 2022, 09:22 PM
marine   "მხოლოდ მსოფლიო კ...   Apr 17 2022, 02:27 PM
marine   "კონსტანტინე (კოტ...   Jun 11 2022, 07:33 PM
marine   "ბევრი მწარე დღე ...   Dec 5 2022, 07:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 06:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი