რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ |
KAIROS |
May 3 2007, 03:24 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმი საერთოა და ყველა შეუძლია აქ შემოვიდეს და გვესაუბროს, იმისათვის, რომ შემოსულმა ათეისტებმა თავიანთი პოზიციები უადგილოდ და გაფანტულად არ დააფიქსირონ, ამიტომ ვსხნი ამ თემას, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისათვის, მასთან ვისაც დიალოგი და ჭეშმარიტების ძიება სურს და ობიექტურია ფაქტების მიმართ! აბა გელით, პატივისცემით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
May 5 2007, 01:30 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ეგრიშენ მეგობარო ჭკვიანი კაცი ჩანხარ , მაგრამ საუბედუროდ ვიღაცას ცუდ გზაზე დაუყენებიხარ, იძახო დამანახეთ ღმერთი და დავიჯერებო, ღმერთი უნდა იგრძნო , დაუკვირდე მის ზემოქმედებას ჩვენს ყოველდღიურობაზე და ნათელი გახდება შენთვის ყველაფერი. თუ ძალით არ გინდა დაიჯერო, ეს სხვა საქმეა. მაშინ აქაურების ნებისყოფის შესამოწმებლად ხარ შემოსული? აი სწორედ ეს მოთმინება, სიმშვიდე, დაკვირვების უნარი , ნათელი თვალები და კიდევ უამრავი ადამიანური თვისებები გაგვიძლიერა ღმერთის სიყვარულმა. დააკვირდი ღვთისმსახურის თვალებს და მერე ათეისტის თვალებს , დიდ სხვაობას აღმოაჩენ მათში. ჩვენ ღმერთის არსებობას კი არ ვამტკიცებთ, ჩვენ გვწამს ღმერთი. ეს შენ ამტკიცებ რომ არარსებობსო. მაშ სიყვარულს თუ ვერ უყურებ და ხელით ვერ ეხები ,არ გწამს მისი? თუ არ გწამს უკვე კამათს აზრი აღარ აქვს.
რომ გაიძახი ყველაფერზე დადეთ ლინკიო, ლინკი კიარ უნდა მაგას შეგრძნება და შეცნობა უნდა მეგობარო. თუ არა და ლინკიც დაგიდეს 62-ე პოსტზე და არც წაგიკითხავს ისე იძახი მაქ ხშირი სტუმარი ვარო.( 63-ე)აი სწორედ მაქაა ის წიგნი გარჩეული (ჩვენთან არს ღმერთი) და თუ წაიკითხე 69 პოსტში კიდევ ლინკს ითხოვ ? ამას რა ქვია ?ჯინიანობა? თუ რამე კიდევ სხვა? მიჩურინებს და დარვინებს ნუ აყვები , უკან დახევა ლაჩრობა არაა- სხვათაშორის მაგ გზა გამოვლილი მაქვს და მოვიგე. და შენ რას აგებ მაგი რომ გაიგო მაგას გთხოვთ ჩვენ. დიდი პატივისცემით! აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი