სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Apr 22 2007, 03:54 PM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| afxazi |
May 5 2007, 11:00 AM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
1938 წლის 4 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ წერილით მიმართა საქართველოს სსრ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს - წარმოგიდგენთ თბილისის რუსთა სამი სამრევლოს ღვთისმსახურთა სახელით დეკანოზ მეთოდე გირენკოს მიერ მორთმეულ მოხსენებას რუსთა სამრევლოების საქართველოში არსებობის დებულებას. პატივისცემით მოგახსენებთ, რომ საკათალიკოზო მმართველობა ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა რუსთა და ქართველ მორწმუნეთა შორის არსებულიყო მშვიდობა და კეთილგანწყობილება, და არავის მისცემოდა საშუალება ჩამოვარდნილიყო უთანხმოება რუსისა და ქართველ ერს შორის, განურჩევლად რწმენისა. მე დღესაც ამ აზრისა ვარ, საჭიროდ მიმაჩნია მხოლოდ შეურყევლად დარჩეს ძირითადი საეკლესიო კანონი, ერთ ტერტორიაზე არ იყოს ორი ეპისკოპოსის მართვა-გამგეობა, რასაც არა მხოლოდ ეკლესიური ნიშვნელობა აქვს". უწმიდესი კალისტრატე ამ საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საქ. კპ/ბ/ ცენტრელური კომიტეტის სამდივნოსადმი გაგზავნილ წერილში, სადაც დაწვრილებითაა გაანალიზებული, რა პირობებში წაართვეს ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას და როგორ დაიბრუნა იგი, მაგრამ რუსეთის ეკლესიის მეოხებით როგორ მიიღო მან ნაციონალური ხასიათი, რითაც სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრებაში დამკვიდრდა შავბნელი და საზიანო ფილიტერიზმი, რომ ამ თვალსაზრისს იცავდნენ პატრიარქი ტიხონი და პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი სერგი. უწმიდესი კალისტრატე გამოთქვამდა რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას. რუსეთის ეკლესიასთან ასეთი გაურკვეველი ვითარება გაგრძელდა 1943 წლამდე.
1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა კირიონ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა მსოფლიო პატრიარქს ბასილ III-ს. წერილის დასაწყისში უწმიდესი კირიონ II მოკლედ მიმოიხილავდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მიუთითებდა რუსეთის იმპერატორის 1811 წლის უკანონო გადაწყვეტილებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ, "ამა პირსათვის ქალაქსა თბილისს შემოიკრიბა ღვთივგანბრძობილი კრებაი მორწმუნისა ერისა და სამღვდელოისა დასისა, რომელმან ათჩვიდმეტსა სექტემბერსა მიმდინარესა წლისასა აღირჩია უღირსობაი ჩემი და სახელმდვა მე "მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი" ვითარცა იყო წესი ჩვენი ეკლესიისაი... გულისხმავყავ ბრძანებასა მოციქულისასა თანახმად ერთობისა მას სულისასა საკვირველითა. მათ მშვიდობისათა და ვისწრაფვით სიყვარულით მოგიკითხო უნეტარესო მამაო და წრფელითა გულითა გითხრა: - ქრისტე არს ჩვენ შორის". ღვაწლი ჩემდა იქმნების დაცვაი დოღმატთა მართლმადიდებელობისათა, რომელთა არცა გამცემელ ყოფილ არს ეკლესიაი ჩვენი, გზად ჩემდა იქმნების ზრუნვაი კეთილდგომისათვის წმიდათა ღმერთისა ეკლესიათა და კეთილ წარმატებისათვის ერისა ჩემისა ზღუდედ ჩემდა იქმნების კანონნი". კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II გამოთქვამდა რწმენას, რომ მსოფლიო საპატრიარქო სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. სამწუხაროდ, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად არ დააფიქსირა თავისი პოზიცია საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, როცა რუსეთში ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, მათ ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყეს თურქეთთან, რომელიც საბოლოოდ ქემალისტური თურქეთის მთავრობასთან რუსეთის შეთანხმებით დასრულდა. ასეთ პირობებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელიც ფრიად შევიწროვებული იყო თურქეთში, მოერიდა ახალი პრობლემის შექმნას. უწმიდესი კირიონ II და ლეონიდის მცდელობა განაგრძო უწმიდესმა ამბროსიმ, რომელმაც წერილით მიმართა უწმიდეს კონსტანტინოპილის პატრიარქს ბასილ III-ს, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს ბასილ III-ს, იერუსალიმის პატრიარქს უწმიდეს დამიანეს, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქს ნიკოლოზს. წერილში უწმიდესი ამბროსი აღნიშნავდა: 1921 წლის 7 სექტემბერს სრულიად წმიდისა ღვთივ განგრძობილმან კრებამან მორწმუნე ერისა და სამღვდელო დასისმან მთავარეპისკოპოსად მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად აღირჩია უღირსება ჩემი. ვძრწი და ვშიშობ, რაჟამს გულისხმა ვჰყოფ მძიმესა მის უღელსა, რომელი განგებამან ღმერთისმან დამაკისრა მე, გარნა ვითვალისწინებთ რა ივერიის ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში მუდმივად ჰპოულობდა ნუგეშსა და დახმარებას ერთმორწმუნე აღმოსავლეთის ეკლესიებისგან, ვსასოებ. ასეთ შველასა და დახმარებას დღესაც არ იქნება მოკლებული იგი და გულშემატკივარი დედა აღმოსავლეთის ეკლესია. ზნეობრივად ახლაც გაუწვდის ხელს მას". მისი უწმიდესობა ამბროსი ასეთივე წერილებით მიმართავდა რომის პაპს პიო X-ს, კენტებერიის მთავარეპისკოპოსს და ინგლისის პრიმასს. რაოდენ დიდი იყო ქართველი იერარქების გაკვირვება 1926 წ. 17 აპრილს კენტებერიის მთავარეპისკოპოსმა რომ უპასუხა საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქს, შეიძლება ეს იყო გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე კათოლიკოზ-პატრიარქ ამბროსის მემორანდუმის ერთგვარი გამოძახილი. - მოწადინებული ვარ ყოველი ღონე ვიხმარო, დაგეხმაროთ თქვენცა და სხვებსაც, ვისაც გიპყრიათ საჭე თქვენი ეკლესიის სარწმუნოების წინაშე ესოდენ გაჭირვებისა და თვით საფრთხის პირობებშიც. როგორც 1928 წლის 28 სექტემბრის სრულიად საქართველოს საკათალიკოზო სინოდის ოქმიდან ირკვევა, მსოფლიო პატრიარქ ბასილ III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდისათვის მიუმართავს შეკითხვით, "თუ როგორ გადწყდეს მომავალ 1929 წლისათვის პეტრე=პავლობის მარხვის საკითხი, რა სახით შეიძლება მოგვარდეს პასქალიის საკითხი ახალი კალენდარის მიხედვით და შეიძლება თუ არა ამ საკითხების გადაწყვეტა მსოფლიო კრების მოუწვევლად". როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო არაპირდაპირ აღიარებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მსოფლიო საპატრიარქოს დაეგზავნა წერილები ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიების საპატრიარქოებში, სადაც იგი უკანონოდ გამოაცხადებდა საქართველოს ეკლესიის 1917 წლის 12(25) მარტის გადაწყვეტილებას. თუმცა მსოფლიო საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიის რიდით 1926 წელს საქართველოს მართლმაიდდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვია კონსტანტინოპოლში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამის გამო საქართველოს მართლმაიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ 1926 წლის 24 ივლისს საპროტესტო წერილით მიმართეს მსოფლიო პატრიარქს უწმიდეს ბასილ III-ს. საქართველოს საკათალიკოზო შეახსენებდა მსოფლიო პატრიარქს იმ დროს, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდიოდნენ, როგორც კონსტანტინოპილიდან, ასევე ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები, რომ რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ 1811 წელს უკანონოდ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ხშირია მუქარა, შანტაჟი რუსეთის მხრიდან, "არ გვსურს ვიფიქროთ, რომ თქვენი ეს მდუმარება და უყურადღებობა გამოწვეულია იმით, რომ პატარა ერის ეკლესიური ინტერესები მსხვერპლად შეეწიროს დიდი ერის ეკლესიურ მეგობრობას და კეთილგანწყობილებას". საქართველოს საკათალიკოზო საბჭო გამოთქვამდა იმედს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ყველაფერს იღონებდა, რათა საქართველოს მართლმაიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან აღდგენილიყო ევქარისტიული კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში - საქართველოს ეკლესია იძულებული იქნება თავის წიაღში დაიცვას ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და კანონიკური ნორმები იმ წესით და იმ საშულებით, რომელსაც თვით დაინახავს საჭიროდ და მიზანშეწონილად, მაგრამ ამაზე ზნეობრივი პასუხისმგებელი აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიები იქნებიან - წერილს ხელს აწერდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკკოზო საბჭოს წევრები: ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ურბნელი მიტროპოლიტი იოანე, დეკანოზები იოსებ მირიანაშვილი, გიორგი გამრეკელი, საკათალიკოზო საბჭოს წევრები მოქ. ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი. სერგო ვარდოსანიძე (კიდევ გავაგრძელებ) -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Lenus საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა Apr 22 2007, 03:54 PM
marine წმინდა ილია მართალ... Apr 24 2007, 12:29 PM
დათიკო მე უფრო მეტად ჩვენ... Apr 24 2007, 03:31 PM
KAIROS
დიდი თემაა. ნაწილ-... Apr 24 2007, 05:59 PM
afxazi KAIROS
უკაცრავად მაგრ... Apr 24 2007, 06:04 PM
დათიკო ქართული ეკლესიის ა... Apr 24 2007, 07:53 PM
afxazi
ქართული ეკლესიის ... Apr 24 2007, 08:03 PM
დათიკო KAIROS
თუ არ დაგეზარებ... Apr 24 2007, 08:11 PM
KAIROS
როცა ვხუმრობ, ვწერ... Apr 24 2007, 10:48 PM
afxazi KAIROS
სიტყვებით აშკა... Apr 25 2007, 09:37 AM
კანონისტი [size=2]კონსტანტინოპოლ... Apr 25 2007, 11:28 AM
KAIROS
არცერთმა, და არც შ... Apr 30 2007, 04:02 PM
afxazi Lenus
რუსეთის ეკლესია... Apr 30 2007, 08:04 PM
afxazi Lenus
ვერ გაიგებდი იმ... May 1 2007, 10:26 AM
afxazi Lenus
გაიხარე. მე ზემო... May 1 2007, 03:57 PM
afxazi ავტოკეფალიის აღდგ... May 4 2007, 07:50 PM
afxazi საქართველოს მართლ... May 5 2007, 07:00 PM
afxazi დასასრული
მეორე მ... May 7 2007, 10:32 AM
ირგე afxazi
რაც ვერ განხორც... May 28 2007, 04:50 PM
afxazi ირგე
სტალინი ჯერ ე... May 28 2007, 04:56 PM
ირგე afxazi
სერიოზული ეჭვე... May 28 2007, 05:33 PM
afxazi ირგე
ეს ემიგრანტუ... May 28 2007, 05:41 PM
ირგე afxazi
ჰოო. ეგ არ ვიცოდ... May 28 2007, 05:52 PM
afxazi ირგე
რა ეჭვი? May 28 2007, 08:08 PM
ირგე afxazi
რომ იუმორი აკლდ... May 28 2007, 11:20 PM
afxazi ირგე
ამ გადაკრული ... May 29 2007, 10:46 AM
ulvashi
არ მჯერა მაგის ქრი... May 29 2007, 11:44 AM
ulvashi Lenus
მონათლული ბევრს ... Jun 21 2007, 04:59 PM
GOKA
ბატონო ლენუს 1943 წელ... Jun 28 2007, 03:22 AM
GOKA ეჰ რა ვქნა ეხლა თქვ... Jun 30 2007, 12:39 AM
დათიკო GOKA
მცდარი შეხედულე... Jun 30 2007, 02:43 AM
GOKA ბატონო ლენუს მაგ ფ... Jun 30 2007, 11:09 PM
ზვარე ისე სტალინის დიდი ... Mar 18 2008, 11:56 PM
marine "ისტორიიდან იცით,... Apr 5 2016, 08:30 PM
marine "სწორედ საქართვე... Apr 17 2016, 12:45 PM
marine "ჩამონათვალის ბო... Jul 27 2016, 10:58 AM
marine "...ქართველებმა და... Feb 1 2017, 05:18 PM
marine "...რუსეთის ხელისუ... Feb 2 2017, 10:13 PM
marine "როდესაც დედაეკლ... Mar 23 2017, 11:38 AM
marine "ტაძრები, რომლები... Apr 12 2017, 02:00 PM
marine "XX საუკუნეში, როგო... Apr 21 2017, 10:07 AM
marine "მიტროპოლიტმა ლე... Apr 26 2017, 12:23 PM
marine "2017 წლის 12/25 მარტი ი... Apr 26 2017, 07:27 PM
marine "1905-1907 წლებში ბრძოლ... Jun 14 2017, 10:23 PM
marine "მზად ვართ, მტლად ... Jul 18 2017, 02:39 PM
marine "მამა-შვილი შიო დ... Aug 2 2017, 12:26 PM
marine "პატრიარქის მოღვ... Jan 4 2018, 08:50 PM
marine "არ იქნებოდა საქა... Jan 16 2018, 06:29 PM
marine "ჩვენთვის ძალიან ... Mar 30 2019, 07:09 PM
marine "თბილელმა მიტროპ... Aug 9 2019, 10:04 PM
marine "იყო ასეთი კანონი... Apr 2 2020, 07:09 PM
marine "[იურისტი, ისტორი... May 3 2020, 10:35 PM
marine "უფალმა ინებოს, რ... May 9 2021, 07:39 PM
marine "ავტოკეფალიის აღ... Feb 8 2022, 07:39 PM
marine "საქართველოს ეკლ... Feb 13 2022, 12:13 PM
marine "კათოლიკოს-პატრი... Feb 13 2022, 01:33 PM
marine "ქართლში კათოლიკ... Feb 26 2022, 09:22 PM
marine "მხოლოდ მსოფლიო კ... Apr 17 2022, 02:27 PM
marine "კონსტანტინე (კოტ... Jun 11 2022, 07:33 PM
marine "ბევრი მწარე დღე ... Dec 5 2022, 07:59 PM
marine "როგორც სრულიად ს... Jul 10 2024, 01:13 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "კიდევ ერთხელ გილ... May 10 2025, 06:07 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი