![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
პროფესიონალობაზე რა მოგახსენო. ცოტა ხმამაღალი სიტყვაა (თუ აქ ირონია არაა გარეული). უპირველესად აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მტკიცებით ფორმაში. მე იმას გეტყვი რაც წამიკითხავს და კომპეტენტური ხალხისგან გამიგონია. ესა თუ ის კანონი თან არ მაქვს რომ ზუსტი ციტირება მოვახდინო (შევეცდები უახლოეს მომავალში ვიშოვო). რაც შეეხება შეუძლია თუ არა მოძღვარს კაბის გარეშე სიარული ქუჩაში, მე არ მითქვამს რომ არ შეუძლია, გააჩნია გარემოებას. მაგალითად რუსეთში არის კურთხევა უმაღლესი იერარქისგან რომ მღვდლებმა შარვლით იარონ ქუჩაში და ეს იმიტომ რომ იქ სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან ისინი. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს ცოტა უცნაურია, თან აქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ მღვდელს შეუძლია იაროს კაბა გახდილმა, მაგრამ ეს ხალხის დასანახად, ანუ ქუჩაში (ნუ ვინც ცნობს მას, თორემ ვინც არ იცის რომ მღვდელია რა აზრი აქვს), უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის საშუალება ადამიანთა მიერ მისი განკითხვის. ასევეა წვერთან მიმართებაშიც. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი