როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
May 5 2007, 04:32 PM
პოსტი
#22
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა პროფესიონალობაზე რა მოგახსენო. ცოტა ხმამაღალი სიტყვაა (თუ აქ ირონია არაა გარეული). არა, არანაირი ირონია თუ შენ სემინარიის სტუდენტი ხარ, ცხადია ისწავლიდი, ამიტომ პროფესიონალი ხარ. რატომ იფიქრე ასე არ მესმის ციტატა ესა თუ ის კანონი თან არ მაქვს რომ ზუსტი ციტირება მოვახდინო (შევეცდები უახლოეს მომავალში ვიშოვო). რაც შეეხება შეუძლია თუ არა მოძღვარს კაბის გარეშე სიარული ქუჩაში, მე არ მითქვამს რომ არ შეუძლია, გააჩნია გარემოებას. მაგალითად რუსეთში არის კურთხევა უმაღლესი იერარქისგან რომ მღვდლებმა შარვლით იარონ ქუჩაში და ეს იმიტომ რომ იქ სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან ისინი. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს ცოტა უცნაურია, თან აქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. ძალიან კარგია თუ ზუსტად მიუთითებ წყაროს. ანუ მაინტერესებს კაბით სიარულის მხოლოდ ტრადიციაა თუ არსებობს რაიმე დადგენილი წესი , ვთქვათ სჯულის კანონი, სადაც კატეგორიულად ეწერება, რომ მღვდელმა უნდა იაროს კაბით. ასე უფრო ზუსტი იქნება ინფორმაცია, ვიდრე მე ვიცი ან მითხრეს. თუმცა, მჯერა შენიც და იმ ადამიანებისაც ვინც გითხრა, მაგრამ ვფიქრობ წყაროს მითითება უკეთესია. ამასთან, გამონაკლისებსაც თუ დაგვიზუსტებ კარგი იქნება. გამონაკლისებიც წესებით არის დადგენილი თუ ვთქვათ იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სასულიერო პირის კურთხევით, ვთქვათ რაღაც გარემოების გამო გამონაკლისის დაშვების სახით. რა ვიცი თუ შეგიძლია დაგვიდე ეს ინფორმაცია. რუსეთზე მეც გამიგია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 06:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი