![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა რა ვიცი თუ შეგიძლია დაგვიდე ეს ინფორმაცია შევეცდები ყველანაირად დაზუსტებული სახით მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. kato_Bato ციტატა მაგრამ მეც მიჩნდება ეგ შეკითხვა როცა ანაფორიანს ვხედავ, ვთქვათ, მინდა კურთხევის აღება, ის კიდევ ან მორჩილია ან რა ვიცი. ანაფორიანს როცა დაინახავ და გაგიჩნდება სურვილი, აიღო ლოცვა-კურთხევა. არ არის პრობლემა არის თუ არა ის მონაზონი, ან მღვდელი, იყოს მორჩილი არა უშავს ხომ ვერ მიხვდები რა ხარისხი აქვს. დალოცვა ყველას შეუძლია ადამიანსაც, ის კურთხევას ვერ მოგცემს, თორემ დალოცვით დაგლოცავს არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ მივდივარ ხოლმე თუ არ ვიცი რომ მღვდელი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადულია და არა ისე რომ წესი (ეს უცხოს), თორემ ვიცნობ დიაკონს, ბერს რომელსაც დალოცვას ვთხოვ და ისინიც მლოცავენ (კურთხევას ვერ მაძლევენ, ეს მხოლოდ მღვდლის კომპეტენციაა). ჩვენც რომ ვლოცავდეთ ერთმანეთს რა იდეალური მდგომარეობა იქნებოდა. პატრიარქმა მოგვცა ერთხელ ასეთი ლოცვა-კურთხევა, ფურცელზე დაწერეთ ადამიანის დალოცვა და რომელსაც გინდათ მიეცითო, ან ჩუმათ ჩაუგდეთ ჩანთაშიო. ის ამას ნახავს და ძალიან გაეხარდებაო. იცი ხშირად მიფიქრია რატომ იკლავს ადამიანი თავს და მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც ადამიანი ამას აკეთებს ის იმ დროს მარტო გრძნობს თავს, მიაჩნია რომ მარტოა, არადა ერთი ადამიანიც რომ ასე მოქცეოდა, ჩაიდენდა ამას? ვიქტორ ჰიუგო ამბობს "ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად იმის ცოდნაა, როცა იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ" -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ანაფორიანს როცა დაინახავ და გაგიჩნდება სურვილი, აიღო ლოცვა-კურთხევა. არ არის პრობლემა არის თუ არა ის მონაზონი, ან მღვდელი, იყოს მორჩილი არა უშავს ხომ ვერ მიხვდები რა ხარისხი აქვს. დალოცვა ყველას შეუძლია ადამიანსაც, ის კურთხევას ვერ მოგცემს, თორემ დალოცვით დაგლოცავს არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ მივდივარ ხოლმე თუ არ ვიცი რომ მღვდელი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადულია და არა ისე რომ წესი (ეს უცხოს), თორემ ვიცნობ დიაკონს, ბერს რომელსაც დალოცვას ვთხოვ და ისინიც მლოცავენ (კურთხევას ვერ მაძლევენ, ეს მხოლოდ მღვდლის კომპეტენციაა). ალბათ შეამჩნევდით რომ არა მარტო მართლმადიდებელი ღვთისმსახურები ატარებენ ანაფორას. მამაოსგან ვიცი, ქუჩაში რომ შეგხვდება ანაფორით შემოსილი ადამიანი, თუ არ იცნობ და არ იცი რომელი სარწმუნოების აღმსარებელია მაშინ უნდა მოერიდო კურთხევის აღებას ![]() არამარტო რუსეთში, ევროპის ქალაქებში და ამერიკაში კაბის გარეშე დადიან ბერებიც კი ![]() მე მყავს თეთრი სამღვდელოების უგოსლავიელი ნათლია, მაგრამ გერმანიაში მოღვაწეობს. საქართველოში რომ ჩამოვიდა სახლში შარვლით დადიოდა, როცა ეკლესიაში წავედით მაშინ შეიმოსა ანაფორით. გამიკრვიდა და ვკითხე თქვენთან შეიძლება მამაო ანაფორის გარეშე დადიოდეს თქო და კი პრობლემა არ არისო ![]() ჩემი აზრია რომ ყველა ღვთისმსახურს უნდა ეცვას ანაფორა, ისინი გამორჩეულები უნდა იყვნენ ჩვენგან. ანაფორა რომ აცვიათ უფრო დიდი მოკრძალება და რიდია სასულიერო პირის მიმართ. (ნუ მე ასე ვფიქრობ) -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი