სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Lenus |
Apr 22 2007, 03:54 PM
პოსტი
#1
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
-------------
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
| afxazi |
May 5 2007, 07:00 PM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საკათალიკოზო საბჭო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სომხურ გრიგორიანულ ეკლესიასთან ურთიერთობას. მართალია, დოგმატურ საკითხებზე უთანხმოება, რომელიც ეკლესიებს შორის VII საუკუნიდან არსებობდა, განხილვის საგანი აღარ იყო, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტი, რომ 1917 წელს საქართველოში მოქმედი იყო 200-მდე სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, თბილისში იყო სომხური ეპარქიის საეპისკოპოსო, რომლის რეზიდენცია იყო ვანქის ეკლესია. იმხანად ეჩმიაძინის კათალიკოზი იყო თბილისელი სომეხი გევორქ V, მეტსახელად ტფილელი. საქართველოს ახლად აღდგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას ნორმალური ურთიერთობა უნდა დაემყარებინა ეჩმიაძინთან.
უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის წერილი ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოს გევორქ V-სადმი არის ერთის მხრივ მაღალი დიპლომატიისა და მეორეს მხრივ მართლმადიდებელი პატრიარქის განსხვავებული კონფესიისადმი დამოკიდებულების ბრწყინვალე ნიმუში: "მიმოვიხილავ გარემოსა ჩემსა და თვალთა გონებისა ჩემისა შევაყენებ ღვთივმოშიშსა ერსა ზედა ჰაიკანისასა ძმური ნათესაობით ქართლოსიან-ჰაოსიანთა... მოგიკითხავ უწმიდესო მეუფევ, რათა წრფითა და ღვაწლითა ჩუენთა აღდგენილ იქმნას ერთობა, ჩუენდამი რწმუნებულთა ერთა. ერთობას ვიტყვი არა სარწმუნოებრივ-დოგმატურსა, არამედ მოქალაქეობრივ განმანათლებლობისა, რათა დაემყაროს ჩუენ შორის ძმობაი და ურთიერთს გულისხმავჰყოთ და რაითა სამშობლოსა შინა ჩუენისა დაამკვიდროს სასუფეველი ღმრთისაი". თავის მხრივ, არც სომხური ეკლესია დარჩენილა გულგრილი საქართველოს ეკლესიაში მომხდარი ცვლილებებისა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური ეკლესია რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რუსი ეგზარქოსების გულთბილი და სასურველი მასპინძელი იყო (მაგ. XIX საუკუნეში ეგზარქოსი პავლეს ჩანაწერებში მითითებულია, როგორი სიყვარულითა და გულთბილად მიიღო იგი სომეხთა კათოლიკოსმა და ძვირფასი საჩუქრებიც მიართვა - ს.ვ.), 1917 წლის 1 ოქტომბერს თბილისში მოვიდა ასეთი შინაარსის დეპეშა: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. პირადად ჩემი და უძველესი სომხური სამოციქულო ეკლესიის სახელით გილოცავთ პატრიარქად არჩევას. უფლებამოსილნი არიან ეპისკოპოსები მხითარი და ხორენი დაესწრონ თქვენს საზეიმო ინტრონიზაციას. გევორქ V ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი". 1922 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩამოვიდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი გევორქ V (სურენიანი), რომელმაც სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგო უწმიდესი კათოლიკოსების კირიონ II-ს და ლეონიდის ხსოვნას. მიესალმა ქართველ საზოგადოებას. როგორც თანამედროვენი აღნიშნავენ, იგი ბრწყინვალედ საუბრობდა ქართულად (მას თავის დროზე უსწავლია თბილისის ნერსესის სემინარიაში) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მიიწვია სომხეთში. საქართველოსა და სომხურ ეკლესიათა შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. საქართველოს მართლმაიდებელი ეკლესია, საკათალიკოზო საბჭო იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოში შექმნილი სპეციპიკური ვითარების გამო აუცილებელი იყო კონტაქტები რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან. უწმიდესი კირიონ II რომის პაპისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩუენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტეისათა, რომელთა თესლი უბიწოდ განაბნიეს მართალსა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომთა ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინასწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი"... უწმიდესი კირიონ II მოაგონებდა რომის პაპს, რომ საქართველოში მრავლად იყვნენ კათოლიკე მისიონერები, მცირედნი ქართველი კათოლიკენი, რომელნიც არასოდეს შევიწროვებული არ იქნებიან. ამავე დროს, წერილში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერთგვარად ესარჩლებოდა ქართველ კათოლიკებს, რომელთაც რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან სასტიკად დევნიდნენ და აიძულებდნენ გასომხებულიყვნენ იმ მიზეზით, რომ თითქოს ბუნებაში ქართველი კათოლიკენი არც არასოდეს ყოფილან, თუ ეს პროცესი გაგრძელდებოდა (ამის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ პეტრე ხარისჭირაშვილი, იოანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი) მესხეთის ქართველობის ერთი ნაწილის გადაგვარებას არაფერი წინ აღარ უდგა. ამიტომ იყო, რომ უწმიდესი კირიონ II რომის პაპს მიმართავდა: "ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელყოფს ქართველ კათოლიკეთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ ხასიათს". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა აქტიურობა შესუსტდა საბჭოური რეჟიმის პირობებში. როცა სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ხურავდნენ ეკლესია-მონასტრებს, როცა მოუწოდებდნენ ყველას: "მეტი კლასიური გამჭრიახობა გამოიჩინეთ მტრებთან ბრძოლაში, ნიღაბი ახადეთ ეკლესიის მსახურთ, რომელნიც სოციალისტურ მეურნეობას ძირს უთხრიან დადაუყონებლივ გადაეცით ისინი ხელისუფლების ორგანოებს. მართლმადიდებელ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირის საკიტხები კი არა, ქალაქში მოძრაობა ეკრძალებოდათ სასულიერო პირებს, მათ "ჩეკას" წევრები უთვალთვალებდნენ "სასულიერო პირს დღეს თავისუფლად მოგზაურობა არ შეუძლიათ საქართველოში"-აღნიშნულია საკათალიკოზო საბჭოს მოხსენებაში -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Lenus საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა Apr 22 2007, 03:54 PM
marine წმინდა ილია მართალ... Apr 24 2007, 12:29 PM
დათიკო მე უფრო მეტად ჩვენ... Apr 24 2007, 03:31 PM
KAIROS
დიდი თემაა. ნაწილ-... Apr 24 2007, 05:59 PM
afxazi KAIROS
უკაცრავად მაგრ... Apr 24 2007, 06:04 PM
დათიკო ქართული ეკლესიის ა... Apr 24 2007, 07:53 PM
afxazi
ქართული ეკლესიის ... Apr 24 2007, 08:03 PM
დათიკო KAIROS
თუ არ დაგეზარებ... Apr 24 2007, 08:11 PM
KAIROS
როცა ვხუმრობ, ვწერ... Apr 24 2007, 10:48 PM
afxazi KAIROS
სიტყვებით აშკა... Apr 25 2007, 09:37 AM
კანონისტი [size=2]კონსტანტინოპოლ... Apr 25 2007, 11:28 AM
KAIROS
არცერთმა, და არც შ... Apr 30 2007, 04:02 PM
afxazi Lenus
რუსეთის ეკლესია... Apr 30 2007, 08:04 PM
afxazi Lenus
ვერ გაიგებდი იმ... May 1 2007, 10:26 AM
afxazi Lenus
გაიხარე. მე ზემო... May 1 2007, 03:57 PM
afxazi ავტოკეფალიის აღდგ... May 4 2007, 07:50 PM
afxazi 1938 წლის 4 აგვისტოს ს... May 5 2007, 11:00 AM
afxazi დასასრული
მეორე მ... May 7 2007, 10:32 AM
ირგე afxazi
რაც ვერ განხორც... May 28 2007, 04:50 PM
afxazi ირგე
სტალინი ჯერ ე... May 28 2007, 04:56 PM
ირგე afxazi
სერიოზული ეჭვე... May 28 2007, 05:33 PM
afxazi ირგე
ეს ემიგრანტუ... May 28 2007, 05:41 PM
ირგე afxazi
ჰოო. ეგ არ ვიცოდ... May 28 2007, 05:52 PM
afxazi ირგე
რა ეჭვი? May 28 2007, 08:08 PM
ირგე afxazi
რომ იუმორი აკლდ... May 28 2007, 11:20 PM
afxazi ირგე
ამ გადაკრული ... May 29 2007, 10:46 AM
ulvashi
არ მჯერა მაგის ქრი... May 29 2007, 11:44 AM
ulvashi Lenus
მონათლული ბევრს ... Jun 21 2007, 04:59 PM
GOKA
ბატონო ლენუს 1943 წელ... Jun 28 2007, 03:22 AM
GOKA ეჰ რა ვქნა ეხლა თქვ... Jun 30 2007, 12:39 AM
დათიკო GOKA
მცდარი შეხედულე... Jun 30 2007, 02:43 AM
GOKA ბატონო ლენუს მაგ ფ... Jun 30 2007, 11:09 PM
ზვარე ისე სტალინის დიდი ... Mar 18 2008, 11:56 PM
marine "ისტორიიდან იცით,... Apr 5 2016, 08:30 PM
marine "სწორედ საქართვე... Apr 17 2016, 12:45 PM
marine "ჩამონათვალის ბო... Jul 27 2016, 10:58 AM
marine "...ქართველებმა და... Feb 1 2017, 05:18 PM
marine "...რუსეთის ხელისუ... Feb 2 2017, 10:13 PM
marine "როდესაც დედაეკლ... Mar 23 2017, 11:38 AM
marine "ტაძრები, რომლები... Apr 12 2017, 02:00 PM
marine "XX საუკუნეში, როგო... Apr 21 2017, 10:07 AM
marine "მიტროპოლიტმა ლე... Apr 26 2017, 12:23 PM
marine "2017 წლის 12/25 მარტი ი... Apr 26 2017, 07:27 PM
marine "1905-1907 წლებში ბრძოლ... Jun 14 2017, 10:23 PM
marine "მზად ვართ, მტლად ... Jul 18 2017, 02:39 PM
marine "მამა-შვილი შიო დ... Aug 2 2017, 12:26 PM
marine "პატრიარქის მოღვ... Jan 4 2018, 08:50 PM
marine "არ იქნებოდა საქა... Jan 16 2018, 06:29 PM
marine "ჩვენთვის ძალიან ... Mar 30 2019, 07:09 PM
marine "თბილელმა მიტროპ... Aug 9 2019, 10:04 PM
marine "იყო ასეთი კანონი... Apr 2 2020, 07:09 PM
marine "[იურისტი, ისტორი... May 3 2020, 10:35 PM
marine "უფალმა ინებოს, რ... May 9 2021, 07:39 PM
marine "ავტოკეფალიის აღ... Feb 8 2022, 07:39 PM
marine "საქართველოს ეკლ... Feb 13 2022, 12:13 PM
marine "კათოლიკოს-პატრი... Feb 13 2022, 01:33 PM
marine "ქართლში კათოლიკ... Feb 26 2022, 09:22 PM
marine "მხოლოდ მსოფლიო კ... Apr 17 2022, 02:27 PM
marine "კონსტანტინე (კოტ... Jun 11 2022, 07:33 PM
marine "ბევრი მწარე დღე ... Dec 5 2022, 07:59 PM
marine "როგორც სრულიად ს... Jul 10 2024, 01:13 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "ავტოკეფალია გად... Feb 27 2025, 05:34 PM
marine "კიდევ ერთხელ გილ... May 10 2025, 06:07 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი