როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ალექსანდრე |
May 5 2007, 08:54 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მე მხოლოდ მამა გაბერიელის ნაუბრიდან მოვიყვან ციტატას:
მღვდელი ჭილოფში იცნობა. იყო დრო, როცა ათეისტურ ხანაში, სამღვდელოება და ეკლესიის მსახურნი სასტიკად იდევნებოდნენ, არა მარტო ხელისუფალტაგან, არამედ ურწმუნო ადამიანებისაგანაც. მღვდელი და სხვა სასულიერო პირნი საზოგადოებაში ხშირად დაცინვის ობიექტს წარმოადგენდნენ. მათ ყოველ ნაბიჯზე შეურაცხმყოფელ სიტყვებთან ერთად ფიზიკური საფრთხეც ემუქრებოდათ. ამიტომ სასულიერო პირნი ხშირად მალულად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. განსაკუთრებით ნათლობას, ჯვრისწერასა და მიცვალებულტა წესის აგებას. ათეიძმის სრული ბატონობის დროს, ის საეკლესიო პირნი, რომელნიც ვერ უძლებდნენ დევნას, დაცინვას და სეურაცხყოფას, ცდილობდნენ საზოგადოებრივ ადგილებში ევლოთ კაბის გარეშე ერისკაცივით. სამღვდელო შესამოსელს მხოლოდ მსახურების დროს იცვამდნენ. დრეს კი რწმენის თავისუფლებაა. შენდება მრავალი ძველი დანგრეული თუ ახალი ეკლესია-მონასტრები. მიმდინარეობს ხალხის მოქცევა. მატულობს ეკლესიის მრევლი, იზრდება სასულიერო პირტა რიცხვი და ნაცვლად დევნისა და დაცინვისა, პატივსა და მოწიწებას იწვევენ საზოგადოებაში. ასეთ დროს რა გამართლება აქვს სასულიერო პირის ერისკაცივით, კაბის გარეშე სიარულს? ... უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებაში სასულიერო პირის მიერ კაბიტა და ანაფორით სიარულიც კი ერთგვარი დიდი უსიტყვო ქადაგებაა. სასულიერო პირებისათვის წვერის სიგრძე- სიმოკლე არაა კანონი და ვისაც რამხელა უნდა იმხელას გაიზრდის, არც წვერის სიგრძე სიმოკლით განისაზღვრება მოზღვრის მადლმოსილება. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი