![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა საინტერესო თემაა, კარგი იქნება ვინმე მცოდნე თუ დაპოსტავს ამ თემაში და მოგვიყვება რის მიხედვით იმოსება მღდელი, უფრო სწორედ რას ემორჩილება რჯულის კანონს თუ სხვა რაიმე ტრადიციას, როცა ანაფორით შემოსილი დადის, ან რატომ არის აუცილებელი მღვდლებმა ჯვარი ატარონ. შეიძლება თუ არა ანაფორის გარეშე იაროს მღვდლმა. ან სად წერია წვერის სიგრძეზე, რატომ უნდა ჰქონდეს ბერს უფრო გრძელი წვერი? მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა წერილის მაგალიტებითა და მცნებებით ხელმძღვანელობს. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ღვთის რჩეული მსახურები - წინასწარმეტყველები და მათი მოწაფეები, ატარებდნენ გრძელ და განიერ ტანსაცმელს. გრძელ სამოსს ატარებდა ჩვენი უფალი; გრძელი და განიერი ტანსაცმლით დადიოდნენ წმიდა მოციქულებიც [იოან. 19. 23; 2ტიმ. 4. 13] მათი მიბაძვით მართლმადიდებელი ეკლესია თავის მსახურებს ანაფორით მოსავს. გრძელი წვერებიტა და თმების ტარებით ისინი ემსგავსებიან ძველ ნაზორეველებს. ეს იყო ხალხი, რომელიც გარკვეული დროით ღვთის წინაშე დებდა აღთქმას და არ იწრიდა თმებს, წვერებს და მტელ ამ დროს ატარებდა მარხვაში, ღმერთზე ფიქრსა და ლოცვაში [იხ. რიცხ. 6 . 5] ნაზორეველები იყვვნენ იოანე ნათლისმცემელიც და უფალი იესო ქრისტე. ამიტომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნი, როგორც ღვთის განსაკუტრებულ მსახურებას მიძღვნილი ხალხი, ატარებენ წვერებსა და გრძელ თმებს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი