რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
KAIROS |
May 5 2007, 08:56 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ციტატა მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა. ეს ცოტა კითხვის ნიშნებს მიჩენს , თუ მხოლოდ ლოცვით შეიძლება ადამიანის ცხონება, მაშინ რა საჭიროა კეთილი საქმეები რწმენა და ა.შ? ამ ცოდვილ ადამიანს ასე ვტქვათ ბედი ჰქონია, რომ ძმა ბერი ჰყავდა და ,,უშრომელად,, ცხონდა, ჩვენ, რომ არ გვყავს ასეთი ძმები???? მხოლოდ ამიტომ არ უნდა ვხცოვნდეთ? თუმცა, ლოცვის ძალას და არ უარვყოფ არანაირად, მაგრამ ასეთი ისტორიების გამგონეს ეს შეკითხვა მებადება ხოლმე. რატომ ცხონდა ეს ადამიანი, რატომ? ნინოს გაუმარჯოს, მაპატიეთ არ მცალოდა ამ მოთხრობაში, რომელიც უპირველესად პატერიკია, სულ სხვა შინაარსია ჩადებული, ის რომ უნდა ვილოცოთ მიცვალებულისათვის, სექტანტებს ეს არ ესმით, მაგრამ ჩვენ ვიცით... მაშინ რა არის ეს პატერიკი? ვფიქრობ დასასრულია საინტერესო: ციტატა მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა. აქ არსად წერია, რომ ის ცხონდა, უბრალოდ ალეგორიულად წერია, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო,იმდენად შეუმსუბუქდა ხვედრი, "სრულიგათავისუფლება" სწორედ იმას ნიშნავს, რომ ძმის ლოცვამ სრულად შეეწიე,მაქსიმუმი გააკეთა რაც შეეძლო, ცხონება კი აქ არ წერია, რაც შეუძლებელია, იმ უბრალო მდგომარეობის გამო, რომ ცხონება სულის მდგომარეობაა, რაც სხვათა მიერ კი არა,ჩვენს მიერ მიიღწევა ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, რაც გამორიცხავს, რაიმე "ანგელოზის ფრთების ამოსვებას" ან "ბერის მიერ უკანასკნელი ცოდვილის ცხონებას", სხვათ ვისაც მლოცველი არ ყავთ, ეკლესია ყავს მლოცველად, როცა ე.წ. ელოცველ და უპატრონო მიცვალებულებს იხსენებენ ( უდიდესი სულიერების გამო ჩვენს წინაპარს სპეციალური სადღეგრძელოც კი ქონდა), ასე რომ ყველას პატრონი ღმერთია და ყველგან სამართლიანობა გაიმარჯვებს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ეკუმენისტი |
May 5 2007, 10:47 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
ცხონება სულის მდგომარეობაა, რაც სხვათა მიერ კი არა,ჩვენს მიერ მიიღწევა ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, რაც გამორიცხავს, რაიმე "ანგელოზის ფრთების ამოსვებას" ან "ბერის მიერ უკანასკნელი ცოდვილის ცხონებას", ანუ, ვინც გარდაცვლილზე ლოცულობს, და თუ გარდაცვლილის სული ჯოჯოხეთშია, ლოცვით შეუმსუბუქდება ტანჯვა, მაგრამ სრულიად ვერ გამოიხსნის ჯოჯოხეთიდან ანუ ვერ ცხონდება იმათი ლოცვით ვინც ამ ქვეყნიდან ლოცულობს წარწყმენდილისთვის? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი