![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
უჩა |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.
ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“. დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“ ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“. შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“. ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“ ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული. ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა. ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები. უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“ იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“. იაროსლავსკი - ათეისტული ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“ -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
აკრძალული ნაყოფი ტკბილია 09.08.2006 გუშინ მოსკოვში დაიწყო ბილეთების გაყიდვა ამერიკელი პოპ-მომღერალ მადონას კონცერტზე, რომელიც გაიმართება 11 სექტემბერს ვორობიოვის მთაზე. სალაროების გახსნამდე დიდი ხნით ადრე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ბილეთის მოლოდინში. უფრო ადრე მომღერალმა, მიუხედავად ვატიკანის აშკარა წინააღმდეგობისა, რომის ოლიმპიურ სტადიონზე სრული ანშლაგი მოაწყო, ხოლო მადონას შემოქმედების ჩეხმა გულშემატკივრებმა ბილეთები პრაღაში კონცერტამდე 9 წუთით ადრე იყიდეს. “მოუსმინე, რას ამბობს ეკლესია და ყველაფერი გააკეთე საპირისპიროდ”. ეტყობა, სწორედ ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობს მოსახლეობა როგორც რუსეთში, ისე დასავლეთში. ვატიკანმა და მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეაჩვენა ფილმი “დავინჩის კოდი”, მაგრამ კინოთეატრები მაინც ხალხითაა გადავსებული. კათოლიკური იერარქია მადონას ახალ შოუსაც გმობს, მოსკოვის საპატრიარქო კი მართლმადიდებლებს აძლევს რეკომენდაციას, თავი შეიკავონ მომღერლის მოსკოვურ კონცერტზე დასწრებისაგან. ამავე დროს ამ სკანდალური შოუს ბილეთები რუსეთსა და ევროპაში ცხელი ფუნთუშებივით იყიდება. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი