![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა თუ განგიცდიათ იმგვარი დავრდომილობა რომელიც ერთგვარ სიხარულს და თითქოსდა "სულიერ საზრდოს" გაძლევს, და უდიდეს ვნებით და (თითქოსდა,,,შეიძლება კიდეც ასეა) სულიერ სიამოვნებას გაიჭებს... ანუ განსაცდელის ჟამს მიგრძვნია თუ არა უფლისმიერი სიხარული სწორედ მოწეული განსაცდელისთვის ? თუ სწორად გავიგე შენი კითხვა გიპასუხებ მიგრძვნია ჩემი ცხოვრების ერთი პერიოდი ძალიან მძიმე და განსაცდელების რაოდენობა დღითიდღე მატულობდა უფლის შეწევნით ცხოვრების ეს პერიოდი თითიქოს დაზომბებულმა გაშეშებულმა უგრძნობლად გადავიარე გულში სულ პატარა სიხარული მეპარებოდა ვლოცულობდი და ვმადლობდი უფალს ყველაფერისთვის აი როცა ყველაფერი დასრულდა და ცაც გაიხსნა გაოცებული ვიყავი როცა გავანალიზე რა გადავიტანე და რამხელა სტრესი მივიღე მაგრამ თავს ისე მსუბუქად ვგრძნობდი თითქოს არც მახსოვდა და არც ყოფილა ... განსაცდელში უფალს შევთხვო ლოცვის ძალა მომცეს გულმოდგინე მლოცველი ყოველთვის იპოვის პატარა იმედს სიხარულს და უფლის წყალობის იმედათ გახარებული მშვიდათ გადალახავს განსაცდელს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი