![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მიხეილ ჯავახიშვილს, ჩვენი ქართული პროზის მშვენებას, აქვს მოთხრობა "ეშმაკის ქვა". გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებანი მის ირგვლივ. ვისაც არ წაუკითხავს, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეს და წაიკითხოს. ადრე მე-8 კლასში იკითხებოდა. გასაკვირიც კი იყო, ასეთი რთული ნაწარმოები რად შეიტანეს მერვეკლასელთა სახელმძღვანელოში. მოკლედ, მთავარი პერსონაჟია სოფიო, რომელსაც მთელი სოფელი უწოდებს ანგელოზს. ჰოდა, ეს ანგელოზი ერთ ავბედით დღეს მონაწილეობას მიიღებს ადამიანის, რომელმაც ქალი მოკლა, ჩაქოლვაში. მერე კი , როცა გაიაზრებს, ფსიქიურად შეირყევა. თავის მართლებასავით ამბობს: არ მინდოდა, ეშმაკმა მასროლინა, სულ ერთი ქვა იყოო. საინტერესო სახეა "სოფიოს ფენომენი". როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლური მრწამსიდან გამომდინარე, ვინ არის სოფიო: ანგელოზი თუ დაცემული ადამიანი?
|
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ბრბო იძლევა ორგვარ საშუალებას: გამოაჩინო საკუთარი პიროვნება და პირიქით, დამალო და წაშალო პიროვნება. ვიწრო წრეში ადამიანი ზრუნავს თავის იმიჯზე და იკეთებს ნიღაბს. ბრბოში ადამიანი შეუმჩნეველია და თავს იჩენს დაცემული ბუნების თვისებები შელამაზების გარეშე. მხოლოდ ძლიერ (და არა უბრალოდ კეთილ ადამიანს) ძალუძს ბრბოში შეინახოს საკუთარი სახე . ძლიერება მხოლოდ თავისუფალი ადამიანის თვისებაა. თავისუფლებას კი მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობა და მისდამი უპირობო მორჩილება გვანიჭებს.
თვალში საცემია სოფიოს ზებუნებრივი სათნოება ყოველგვარი ნაკლის უქონლობის ფონზე. სათნოება უშრომველად, უტანჯველად დაცემულ ადამიანს არ ეძლევა.სიკეტე ღვაწლის გარესე ხიბლია და უკიდურესი ამპარტავნებისაგან მოდის. ერთი მომენტი იქცევს ყურადღებას:აღწერილია სოფიოს სათნოება სასწავლებელში დარუნების შემდეგ . ასეთი მდგომარეობა მისთვის ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მწერალი გვეტყოდა, რომ სოფიო ბავშვობიდანვე იყო ასეთი, მოგვითხრობდა მის საწავლებამდელ კეთილ საქმეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ის იზრდებოდა როგორც, შეიძლება კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი გოგონა. სიკეთე დაცემიდან ამოსვლაა. სოფიოს სიკეთე უფრო ეშმაკის მახეა. იგი დათას დედას მიყვება , როგორც მხსნელი და არა როგორც თანამგრძნობი. ეკლესიის მამები მოწმობენ , რომ ამპარტავნების მწვერვალზე ადამიანი ან გიჟდება ან იკლავს თავს. სოფიოს ნარცისული ტვითკბობა, დამყარებული ზნეობაზე, ირღვევა ბრბოსთან შეხებისთანავე. ქვას ის საკუთარ თავს, საკუთარ სახეს ესვრის და შედეგიც საკლაოდ ლოგიკურია -ის ვერ იტანს თავის თავს ასეთს. სინანული, ღვთის იმედი მისთვის უცხოა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი