![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების შემდეგ იციან კი ბოლოს და ბოლოს, თუ რისთვის ცხოვრობენ? რა მიზანი აქვს მათ არსებობას და რა წარმოადგენს სულიერი კულტურის იდეალს?
მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს და უმთავრესად არც სვამენ მას. ისინი იმგვარად ცხოვრობენ, როგორც ეს მათ ყოფას მოაქვს, აქვთ რა საკუთარი არსებობის ქვეცნობიერი და არაცნობიერი მიზნები. ეს მიზნები კი უმრავლესობასთან იმის იქით არ ვრცელდება, გამოკვებონ, ჩააცვან და გაათბონ საკუთარი სხეული, დააკმაყოფილონ ცხოველური მოთხოვნილებები“. მაინც რა არის ადამიანის ამქვეყნად არსებობს უმთავრესი მიზანი? რა შეხედულებებსაც არ უნდა გაეცნო ამ თემასთან დაკავშირებით, მოცემულ კითხვაზე მართლმადიდებლურ პასუხზე უფრო სწორს, გამართულს ვერ შეხვდები. კატეხიზმოში - მართლმადიდებლურ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ „თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს შემქმნელს თავისას, რომლის მსგავსადაც იგი შეიქმნა“. სულიერი, პიროვნული სრულყოფაა ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და სამწუხაროდ ეს ბევრმა არ იცის, სათანადოდ არ ესმის მრევლის მნიშვნელოვან ნაწილსაც. ეკლესიურ ხალხთან ეს ერთი მხრივ, გასაგებია. იმდენად მრავალფეროვანი, რთულია მართლმადიდებლური ლიტერატურა, სიბრძნენი, დოგმები, რომ ძნელია ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო. ზოგი ერთით დაინტერესდება, დაიმახსოვრებს, შეეცდება გაიაზროს, სხვა მეორეთი, ნაწილი მესამით. კატეხიზმოს ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც ალბათ მრევლის მრავალ წევრს აქვს წაკითხული, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია, ვერ ჩამწვდარა მის არსს, მნიშვნელობას. კიდევ სხვა ნიუანსების აღნიშვნაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა სხვა რამ არის ჩვენთვის მთავარი: ის, რომ დადგა დრო განსაკუთრებით წამოიწიოს იმ სიბრძნემ, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიერი, პიროვნული სრულყოფისკენ სწრაფვა და თანდათანობით ამ მიზნის განხორციელება ეკლესიური წესების დაცვით მოტანილი ღვთიური მადლით. ერთ-ერთი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი, რასაც უნდა ეცნობოდეს ადამიანი ცხოვრებაში და კარგად იბეჭდავდეს გონებაში , სწორედ ეს არის ის, რომ უფლისკენ სავალი გზა წარმოუდგენელია პიროვნეული სრულყოფის გარეშე. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რადგან კეთილმა და ზეკეთილმა ღმერთმა არ იკმარა თავისი თავის ჭვრეტა, არამედ სიკეთის სიჭარბის
გამო ისათნოვა მან იმგვართა შექმნა, რომლებიც მიმღებნი იქნებოდნენ მისი ქველმოქმედებისა და წილმქონენი მისი სიკეთისა, არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა და შექმნა ყოვლიერება, ხილულიც და უხილავიც, აგრეთვე, ხილულისა და უხილავისგან შემდგარი ადამიანი. ხოლო ქმნის იგი, მოიაზრებს რა, და მოაზრებული საქმედ არსდება, სიტყვით აღსრულებული და სულით განსრულებული. ადამიანის შესახებ ასე დააარსა ღმერთმა, ერთი მხრივ, გონისეული არსება, კერძოდ, ანგელოზები და ყველა ციური მწყობრი, რადგან ისინი აშკარად გონისმიერი და უსხეულო ბუნებისა არიან (მაგრამ „უსხეულოდ“ ვამბობ მათ ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით, რადგან მხოლოდ ღვთიურობაა ნამდვილად უნივთო და უსხეულო) მეორე მხრივ, მან შექმნა, აგრეთვე, ის, რაც გრძნობადია: ცა, მიწა და მათ შუაში მდებარენი. პირველი მათგანი საკუთრივია ღვთისთვის (რადგან ესაკუთრება ღმერთს მოაზროვნეობითი და მარტოდენ გონებით აღქმადი ბუნება), მეორე კი ყოვლითურთ შორს მყოფია მისგან როგორც, ცხადია, გრძნობას დაქვემდებარებული. მაგრამ საჭირო იყო, რომ შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი და, ღვთის გამომეტყველი გრიგოლის სიტყვისებრ, „უფრო დიდი სიბრძნისა და ბუნებათა მიმართ უშურველობის ნიშანდება“, როგორც რამ ნაერთობა „ხილული და უხილავი ბუნებისა“. ამასთან, როდესაც ვამბობ: „საჭირო იყო“, ვგულისხმობ შემოქმედის ზრახვას, რადგან სწორედ ესაა უმართებულესი განჩინება და რჯული; და ვერავინ ეტყვის შემძერწველს; „რად შემქმენი ასე?“ რადგან აქვს მექოთნეს უფლება, რომ თავისი თიხისგან სხვადასხვა ჭურჭელი დაამზადოს საკუთარი სიბრძნის წარმოსაჩენად. ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. ერთობლივად შეიძერწა სხეული და სული, არათუ სული პირველად, სხეული კი შემდგომ, თანახმად ორიგენეს ნაყბედობისა. ამრიგად, ღმერთმა ადამიანი შექმნა უბოროტო, წრფელი, სათნო, უჭირველი, უზრუნველი, ყველა სათნოებით გაბრწყინებული და ყველა სიკეთით დამშვენებული, როგორც რამ მეორე ქვეყნიერება, მცირე დიდში, სხვა ანგელოზი, თაყვანისმცემელი, შეზავებული, ხილული შესაქმის განმჭვრეტი, გონებისეულის მესაიდუმლე, მიწისეულთა მეფე, ზენა მეუფებას დაქვემდებარებული1, მიწიერი და ზეციური, წუთიერი და უკვდავი, ხილული და გონებისეული, სიდიადესა და სიმდაბლეს შუა, ერთი და იგივე - სულიც და ხორციც (ხორცი - ამპარტავნების წინააღმდეგ, სული - მადლისთვის, პირველი იმიტომ, რომ ევნოს და ვნებულმა გაიხსენოს და განსწავლა მიიღოს, მეორე კი იმიტომ, რომ იყოს და ადიდოს ქველმოქმედი), სიდიადით პატივდებული, ცხოველი, რომელიც აქ, ესე იგი ამჟამინდელ ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ნამოღვაწები, ხოლო შემდეგ გადანაცვლებული სხვაგან, სამომავლო საუკუნეში და, საიდუმლოს დასასრულს, განღმრთობილი ღვთისადმი მინდობით, ანუ განღმრთობილი საღვთო გამობრწყინების წილმქონეობით და არა საღვთო არსებად გარდაქმნით. ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, თითქოს არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი [ადამიანის] თვითუფლებრივობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი