როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
May 7 2007, 10:04 AM
პოსტი
#22
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ხალხნო, ვინმემ თუ იცით აქ დასმული შეკიღხვების პასუხი, მგონი თემა ეხებოდა წესებს და არა ინტერაქტიულ გამოკითხვას. ჩვენ დავპოსტოთ წესის შესაბამისად როგორ უნდა იცმევდეს მღვდელი, რა ტავსაბურავებს უნდა ატარებდეს მონაზონი (ქალი თუ კაცი) როგორ გავარჩიოთ ეპისკოოსი ჩვეულებრივი ბერისგან, რა შემთვევაში შეუძლია მღვდელს იაროს უკაბოდ ან უჯვროდ.
რაც შეეხება კურთხევას მე ვიცი, რომ არ არის აუცილებელი და ზედმეტიც არის ქუჩაში დანახულ ყველა მღვდელს მოსთხოვო კურთხევა. ამასთან, მღვდელიც არ არის ვალდებული უცნობს მისცეს კურთხევა. ყველას კურთხევა, რომ მოუნდეს მაშინ ეს მღვდელი მთელი დღე ქუჩაში უნდა იდგეს და იძლეოდეს კურთხევას. მეტს ვერაფერს მოასწრებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი