IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, დეტალები
Lenus
პოსტი Apr 22 2007, 03:54 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



-------------


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 7 2007, 10:32 AM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დასასრული

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირში შეიცვალა ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება. ამან საქართველოს ეკლესიას საშუალება მისცა გაეაქტიურებინა ერთის მხრივ ხელისუფლებისათვის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მეორეს მხრივ ეზრუნა რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოწესრიგებისათვის.

1943 წლის 14 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ოფიციალური წერილით მიულოცა რუსეთის პატრიარქ სერგის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა რწმენა ამ ორ ეკლესიათა შორის ურთიერთობის აღდგენისა. საპასუხო წერილში რუსეთის პატრიარქი სერგი გამოთქვამდა მზადყოფნას მოლაპარაკების გზით მოგვარებულიყო ჩვენი ორი მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა. 1943 წლის 28 ოქტომბრიდან მოლაპარაკების მიზნით საქართველოში ჩამოვიდა სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი. მოლაპარაკებათა შედეგად, რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. 31 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში მისი უწმიდესობის კალისტრატეს თანამწირველი იყო მთავარეპისკოპოსი ანტონი, რაც იმას მანიშნებელი იყო, რომ ამ ორ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირი აღდგა. "პატივი და დიდება თქვენ, რადგან პირველი იყავით სიყვარულისა და მშვიდობის ინიციატორ ორ ეკლესიას შორის, რომ პირველმა მოისურვეთ და შეიცანით ორი წმინდა ღვთიურ ეკლესიებს შორის ლოცვით და კანონიკურ ურთიერთობათა აღდგენის მნიშვნელობა და აუცილებლობა". მიმართა უწმიდეს კალისტრატეს მთავარეპისკოპოსმა ანტონმა. რუსეთის პატრიარქმა წერილობით მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს და აცნობა, რომ ამიერიდან რუსეთის ეკლესია ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას.

პატრიარქმა სერგიმ ასევე მიმართა საქართველოში მცხოვრებ რუსებს: "1943 წლის 31 ოქტომბერს დამთავრდა განხეთქილება. რუს მრევლს მცხოვრებთ საქართველოში უფლება ეძლეოდა ელოცა ქართულ ტაძრებში, მიეღოთ წმინდა საიდუმლოებანი. ვადიდოთ საქართველოს ღვთისათნოსმყოფელთა ნათელი კრებული: საქართველოს განმანათლებელი მოციქულთასწორი ნინო და ქართველი მოღვაწენი, რომელნიც რუსეთის წმინდა ნათლობამდე მრავალი წლის ადრე უკვე ანთებდნენ მსოფლიოში ქრისტეს მადლს. გვჯერა რომ ზეცაში განდიდებული საქართველოს ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობის".

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ქართველ სასულიერო იერარქებს გზა გაუხსნა მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალიებისაკენ. თუმცა ამ აღიარებამ გარკვეული ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია საქართველოში მცხოვრებ რუსთა შორის. ამის გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ როგორც ე.წ. "ცოცხალი ეკლესიის" ასევე რუსული ემიგრანტული ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთაც სურდათ გარკვეული არეულობანი მოეწყოთ საქართველოში, მაგრამ უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გონივრულმა, მოქნილმა პოლიტიკამ რუსული სამრევლოები უმტკივნეულოდ დაუქვემდებარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ესწრებოდა რუსეთის პატრიარქ ალექსი I-ის აღსაყდრებას მოსკოვში. როგორც უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე აღნიშნავს "მნიშვნელოვანი იყო 1945 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენი ეკლესიის მეთაურის "ფრიად საპატიო სტუმრად" მიწვევა მოსკოვსა და სრულიად რუსეთის პატრიარქის არჩევნებზე დასასწრებად. კრებაზე შეპატიჟებულნი იყვნენ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურნი, რომელთაგან ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა, სერბეთისა და რუმინეთის წარმომადგენელთა სახით. კათოლიკოს-პატრიარქი ამალით, საქართველოს სსრ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის კ. ქადაგიშვილის მეშვეობით, ხელშეწყობით გაემგზავრა თბილისიდან. ალექსი პატრიარქის და საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს არსებული საბჭოს თავჯდომარის, გ. კარპოვის გულთბილმა და თავაზიანმა დახვედრამ და ყველა მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურთა პირადმა ურთიერთ შეხვედრამ, რასაც ადგილი არ ჰქონია 1787 წლის შემდეგ, განაცხოველა და განამტკიცა მათ შორის ძმური სიყვარული და კავშირი".

პატრიარქი ალექსი I 1946 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ორი ერთმორწმუნე ეკლესია კვლავ ურთიერთთანხმობაში მოვიდნენ. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას საფრთხე შეუქმნა 1943 წლის 8 ოქტომბრის სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებამ სახკომსაბჭოსთან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელსაც დაექვემდებარებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ პროტესტის წერილით მიმართა საბჭოთა მთავრობას და მოსთხოვა დაშვებული უზუსტობის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რუსული სამრევლოების მოთხოვნები ეკლესიის გახსნის შესახებ რუსეთის რწმუნებულის საქმე ხდებოდა, რაც რუსეთის საერო ჩინოვნიკებს საშუალებას აძლევდა ჩარეულიყვნენ საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში. უწმიდესი კალისტრატეს აზრით: "მთელი საუკუნის მანძილზე რუსეთის სინოდისგან მედგარი ბრძოლით მოპოვებული საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობა ირღვეოდა. პატრიარქი ითხოვდა რუსული სამრევლოების გახსნის შუამდგომლობის განხილვა საქართველოში მისი კომპეტენცია უნდა ყოფილიყო. ეს მას საშუალებას მისცემდა დაეკმაყოფილებინა პირველ ეტაპზე აფხაზეთის მრევლის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეს კუთხე რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოექცეოდა, რაც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მოასწავებდა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგებოდა, როგორც მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობას ისე საქართველოსა და რუსეთის ეკლესიათა შეთანხმების აქტს".

უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მოახერხა საერო ხელისუფლების დარწმუნება თავისი არგუმენტების სისწორეში და 1947 წლიდან უკვე შეიქმნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან რელიგიის საქმეთა რწმუნებულთ საბჭო, რომელსაც კ. ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, როცა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესია გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაააქტიურა საერთაშორისო კონტაქტები, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციებში, რომელნიც ეძღვნებოდა მშვიდობის დაცვის პრობლემებს. 1949 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში გაიხსნა მშვიდობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ურბნელი მიტროპოლიტის მელქისედეკის ხელმძღვანელობით.

1950 წლის 8 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს ვ. ბუჯიაშვილს მიმართა თხოვნით დახმარებოდა პრესაში გამოქვეყნებულიყო საქართველოს და რუსეთის ეკლესიების ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც სრული მხარდაჭერა იყო გამოთქმული სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო სესიის გადწყვეტილებისადმი.

1950 წლის 12 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მონაწილეობა მიიღო მეორე საკავშირო კონფერენციაში მშვიდობის დაცვის საკითხებზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ამაღლებდა მის საერთაშორისო ავტორიტეტს, არღვევდა მრავალწლიან ჩაკეტილობის და სათანადო ადგილს უმკვიდრებდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Lenus   საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა   Apr 22 2007, 03:54 PM
marine   წმინდა ილია მართალ...   Apr 24 2007, 12:29 PM
დათიკო   მე უფრო მეტად ჩვენáƒ...   Apr 24 2007, 03:31 PM
KAIROS   დიდი თემაა. ნაწილ-á...   Apr 24 2007, 05:59 PM
afxazi   KAIROS უკაცრავად მაგრáƒ...   Apr 24 2007, 06:04 PM
დათიკო   ქართული ეკლესიის ა...   Apr 24 2007, 07:53 PM
afxazi   ქართული ეკლესიის áƒ...   Apr 24 2007, 08:03 PM
დათიკო   KAIROS თუ არ დაგეზარებá...   Apr 24 2007, 08:11 PM
KAIROS   როცა ვხუმრობ, ვწერ...   Apr 24 2007, 10:48 PM
afxazi   KAIROS სიტყვებით აშკაáƒ...   Apr 25 2007, 09:37 AM
კანონისტი   [size=2]კონსტანტინოპოლ...   Apr 25 2007, 11:28 AM
KAIROS   არცერთმა, და არც შáƒ...   Apr 30 2007, 04:02 PM
afxazi   Lenus რუსეთის ეკლესია...   Apr 30 2007, 08:04 PM
afxazi   Lenus ვერ გაიგებდი იმáƒ...   May 1 2007, 10:26 AM
afxazi   Lenus გაიხარე. მე ზემოá...   May 1 2007, 03:57 PM
afxazi   ავტოკეფალიის აღდგá...   May 4 2007, 07:50 PM
afxazi   1938 წლის 4 აგვისტოს სáƒ...   May 5 2007, 11:00 AM
afxazi   საქართველოს მართლá...   May 5 2007, 07:00 PM
afxazi   დასასრული მეორე მáƒ...   May 7 2007, 10:32 AM
ირგე   afxazi რაც ვერ განხორცá...   May 28 2007, 04:50 PM
afxazi   ირგე სტალინი ჯერ ეáƒ...   May 28 2007, 04:56 PM
ირგე   afxazi სერიოზული ეჭვეáƒ...   May 28 2007, 05:33 PM
afxazi   ირგე ეს ემიგრანტუáƒ...   May 28 2007, 05:41 PM
ირგე   afxazi ჰოო. ეგ არ ვიცოდáƒ...   May 28 2007, 05:52 PM
afxazi   ირგე რა ეჭვი?   May 28 2007, 08:08 PM
ირგე   afxazi რომ იუმორი აკლდá...   May 28 2007, 11:20 PM
afxazi   ირგე ამ გადაკრული á...   May 29 2007, 10:46 AM
ulvashi   არ მჯერა მაგის ქრი...   May 29 2007, 11:44 AM
ulvashi   Lenus მონათლული ბევრს ...   Jun 21 2007, 04:59 PM
GOKA   ბატონო ლენუს 1943 წელ...   Jun 28 2007, 03:22 AM
GOKA   ეჰ რა ვქნა ეხლა თქვá...   Jun 30 2007, 12:39 AM
დათიკო   GOKA მცდარი შეხედულეá...   Jun 30 2007, 02:43 AM
GOKA   ბატონო ლენუს მაგ ფáƒ...   Jun 30 2007, 11:09 PM
ზვარე   ისე სტალინის დიდი áƒ...   Mar 18 2008, 11:56 PM
marine   "ისტორიიდან იცით,...   Apr 5 2016, 08:30 PM
marine   "სწორედ საქართვეá...   Apr 17 2016, 12:45 PM
marine   "ჩამონათვალის ბოá...   Jul 27 2016, 10:58 AM
marine   "...ქართველებმა დაá...   Feb 1 2017, 05:18 PM
marine   "...რუსეთის ხელისუá...   Feb 2 2017, 10:13 PM
marine   "როდესაც დედაეკლá...   Mar 23 2017, 11:38 AM
marine   "ტაძრები, რომლები...   Apr 12 2017, 02:00 PM
marine   "XX საუკუნეში, როგო...   Apr 21 2017, 10:07 AM
marine   "მიტროპოლიტმა ლეá...   Apr 26 2017, 12:23 PM
marine   "2017 წლის 12/25 მარტი იá...   Apr 26 2017, 07:27 PM
marine   "1905-1907 წლებში ბრძოლ...   Jun 14 2017, 10:23 PM
marine   "მზად ვართ, მტლად á...   Jul 18 2017, 02:39 PM
marine   "მამა-შვილი შიო დáƒ...   Aug 2 2017, 12:26 PM
marine   "პატრიარქის მოღვá...   Jan 4 2018, 08:50 PM
marine   "არ იქნებოდა საქა...   Jan 16 2018, 06:29 PM
marine   "ჩვენთვის ძალიან ...   Mar 30 2019, 07:09 PM
marine   "თბილელმა მიტროპá...   Aug 9 2019, 10:04 PM
marine   "იყო ასეთი კანონი...   Apr 2 2020, 07:09 PM
marine   "[იურისტი, ისტორიáƒ...   May 3 2020, 10:35 PM
marine   "უფალმა ინებოს, რáƒ...   May 9 2021, 07:39 PM
marine   "ავტოკეფალიის აღá...   Feb 8 2022, 07:39 PM
marine   "საქართველოს ეკლá...   Feb 13 2022, 12:13 PM
marine   "კათოლიკოს-პატრიá...   Feb 13 2022, 01:33 PM
marine   "ქართლში კათოლიკá...   Feb 26 2022, 09:22 PM
marine   "მხოლოდ მსოფლიო კ...   Apr 17 2022, 02:27 PM
marine   "კონსტანტინე (კოტ...   Jun 11 2022, 07:33 PM
marine   "ბევრი მწარე დღე áƒ...   Dec 5 2022, 07:59 PM
marine   "როგორც სრულიად ს...   Jul 10 2024, 01:13 PM
marine   "ავტოკეფალია გადá...   Feb 27 2025, 05:34 PM
marine   "ავტოკეფალია გადá...   Feb 27 2025, 05:34 PM
marine   "კიდევ ერთხელ გილ...   May 10 2025, 06:07 PM
marine   "საქართველოს მარá...   Apr 19 2026, 07:22 PM
marine   "ავტოკეფალიის პიá...   Apr 26 2026, 05:44 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd November 2026 - 09:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი