![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად ვფიქრობ სულიერი ცხოვრების ისეთ ავადობაზე, როგორიცაა ხიბლი. მინდა ჩემს ქრისტესმიერ დებსა და ძმებსაც გაგიზიაროთ აზრები და თქვენც გამოთქვათ მოსაზრებანი. წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: " ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ." ეს რომ გავიგოთ, საჭიროა გავიაზროთ ის, რომ ძველი მოღვაწენი დიდ ყურადღებას აქცევდნენ განცდას თვისთა ცოდვათას.სისოი დიდთან მივიდა ერთი ბერი და უთხრა: მე სულ მახსოვს ღმერთიო, რაზედაც წმინდანმა უპასუხა, რომ ამაზე უფრო დიდი ისაა, დაინახო საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე უღირსად (რასაკვირველია, სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, სასოწარკვეთაში არ ჩავვარდებით).
ადამიანთა უმრავლესობა ვერ გრძნობს თავის ცოდვილ ბუნებას და ამდენად არც სინანული აქვს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ხიბლში არიან. ჩვენც, დედაეკლესიის შვილები, არ ვართ ღრმა სინანულში, ამდენად ჩვენც ხიბლში ვიმყოფებით. განა გულის სიღრმეში რომ შევიხედოთ , არ მოგვაჩნია, რომ "რაღაც" ვართ. მაშ თუ ასე არ არის, რატომ არ ვითმენთ შურაცხყოფას, აბუჩად აგდებას.. გულში ხომ ვგონია, რომ ვიღაცაზე უკეთესი ვართ ან ვიღაც ჩვენზე უარესია.. რას ნიშნავს თქვენთვის "ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ?" ან როგორ ახსნიდით საყოველთაო ხიბლსა და პირადულს? |
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
giu არაფერი საშიშროება არ არის იმაში, რომ მართლმადიდებელმა ადამიანებმა, ანუ ქრისტესმიერმა დებმა და ძმებმა ერთმანეტს თავიანთი პატარ-პატარა გამოცდილებანი ზოგადად მაინც გაუზიარონ. აქ სულ სხვა ნუგეშია. ვიღაცა გეგულება მომსმენად და გამგონედ. დღევანდელი ცხოვრება ხომ ისეა მოწყობილი, ერთმანეთის მოსასმენად არ გვცალია. კარგია, როცა გრძნობ, რომ მარტო არა ხარ, რომ ვიღაცას სჭირდები, ედარდები და ცდილობს, რომ შეგეწიოს და რომც ვერ გიშველოს, თვითონ ფაქტი ასეთი ადამიანის არსებობისა, უკვე გიმსუბუქებს ტვირთს. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ესაა. წმ. მამებს ვინ უარყოფს, მაგრამ ხანდახან ადამიანს უფრო თანამედროვე მსგავსი ყოფიდან სურს აზრთა გაზიარება და ამასი არაფერია დასაზრახი მორწმუნისაგან ნუგეში სულ სხვაა, ვიდრე წარმართისაგან. მორწმუნე მოგცემს იმას, რასაც იგი ღვთისაგან იღებს და ამით გეხმარება . გიორგი, ეტყობა ვერ გამიგე ან მე ვერ გაგაგებინე. ხიბლი ამპარტავნების უკიდურესი გამოვლინებაა. მოდი, ზოგადად იმავე საკიტხზე , რაც შენ დასვი, შენვე გაეცი პასუხი, ისაუბრე და უფრო გამოიკვეთება ჩვენი სათქმელი. |
Pianist |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 ![]() |
giu არაფერი საშიშროება არ არის იმაში, რომ მართლმადიდებელმა ადამიანებმა, ანუ ქრისტესმიერმა დებმა და ძმებმა ერთმანეტს თავიანთი პატარ-პატარა გამოცდილებანი ზოგადად მაინც გაუზიარონ. აქ სულ სხვა ნუგეშია. ვიღაცა გეგულება მომსმენად და გამგონედ. დღევანდელი ცხოვრება ხომ ისეა მოწყობილი, ერთმანეთის მოსასმენად არ გვცალია. კარგია, როცა გრძნობ, რომ მარტო არა ხარ, რომ ვიღაცას სჭირდები, ედარდები და ცდილობს, რომ შეგეწიოს და რომც ვერ გიშველოს, თვითონ ფაქტი ასეთი ადამიანის არსებობისა, უკვე გიმსუბუქებს ტვირთს. ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ესაა. წმ. მამებს ვინ უარყოფს, მაგრამ ხანდახან ადამიანს უფრო თანამედროვე მსგავსი ყოფიდან სურს აზრთა გაზიარება და ამასი არაფერია დასაზრახი მორწმუნისაგან ნუგეში სულ სხვაა, ვიდრე წარმართისაგან. მორწმუნე მოგცემს იმას, რასაც იგი ღვთისაგან იღებს და ამით გეხმარება . გიორგი, ეტყობა ვერ გამიგე ან მე ვერ გაგაგებინე. ხიბლი ამპარტავნების უკიდურესი გამოვლინებაა. მოდი, ზოგადად იმავე საკიტხზე , რაც შენ დასვი, შენვე გაეცი პასუხი, ისაუბრე და უფრო გამოიკვეთება ჩვენი სათქმელი. მაპატიე, ფიზიკურად დრო არ მაქვს აქ ბევრი წერის, იმედია მომეცემა საშუალება რო აგიხსნა.. ნუ რადგანაც ასე ჩამეძიე ( ![]() აბა შენ იცი ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი