როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#21
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
May 7 2007, 01:57 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა აჰა, ჩვენი საყვარელი კანონისტიც გამოჩნდა! გივიშველე დავით, გვიშველე მოკლედ, თუკი სასულიერო პირი სათანადო "ეკიპირებითაა" , როგორ უნდა გავარჩიოთ იგი: 1. კუნკულ-ბარტყულა აქვს მხოლოდ ბერს (სამღვდელო ხარისხიანსაც და ხარისხის არმქონესაც) 2. დიაკონს არ აქვს ჯვარი 3. ეპისკოპოსსაც არ აქვს ჯვარი, ეპისკოპოსს აქვს პანაღია (ხატი) 4. განსხვავდება ჯვრები: ვერცხლის - მღვდლის (თეთრი), მღვდელმონაზონის (შავი) ოქროსი - დეკანოზის, იღუმენის გამშვენებული - დეკანოზის ან პროტოპრესვიტერის, არქიმანდრიტის 5. წვერის ზომას ხარისხთან თუ ბერობასთან კავშირი არ აქვს 6. კანონიკური სამართლის თანახმად, ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს მიერ არ არის აკრძალული, ყველა სასულიერო პირი ვალდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მივიდეს მხოლოდ სამღვდელო კაბით და/ან ანაფორით კიდე თუ გამახსენდა რამე, გეტყვით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი